სოფელ წვირმის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Mestia
  • სოფელ წვირმის საჯარო სკოლა

სოფელ წვირმის საჯარო სკოლა სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ 💖✨
15/09/2026

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ 💖✨

სრულიად ფანტასტიკური ამბავი გვაქვს, ჩვენმა ეკოკლუბმა გაეროს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთო...
29/07/2026

სრულიად ფანტასტიკური ამბავი გვაქვს, ჩვენმა ეკოკლუბმა გაეროს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის, „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, გრანტი მოიპოვა.
მომავალი სემესტრიდან, შევუდგებით სკოლის ეკონომიკის გაწრიულებასა და ნარჩენების მართვის ეფექტურობის ზრდას. გეგმა გვაქვს, სხვა სკოლებსა თუ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც მივაწვდინოთ ხმა. წინ მორიგი საინტერესო თავგადასავალია! სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 🏫✨

მთავარი UNDP Საქართველო Ეკოჯილდოების Კონკურსი Საჯარო Სკოლებისთვის ეკოჯილდოების კონკურსი საჯარო სკოლებისთვის ევ...

ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად ყველაზე პატარა სკოლებიდან იწყება 💚🌍პირველ ივლისს  კეცხოველის პრემია 2026-ის ნახევარფინალზ...
06/07/2026

ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად ყველაზე პატარა სკოლებიდან იწყება 💚🌍
პირველ ივლისს კეცხოველის პრემია 2026-ის ნახევარფინალზე, ჩვენი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლა უმაღლესი შეფასებით გადავიდა ფინალში.

ამ რამდენიმე წუთიან პრეზენტაციაში მთელი წელი ჩავატიეთ - იდეები, მარცხები, ახალი მცდელობები, ეკოკამპანიები, სოციალური ინიციატივები, მოხალისეობა და ერთი საერთო რწმენა, რომ გარემოზე ზრუნვა ცხოვრების წესია.

ხშირად გვგონია, რომ დიდი ცვლილებების მოხდენა მხოლოდ დიდ რესურსებს შეუძლიათ. მაგრამ ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერი ძალა ადამიანებშია - ბავშვებში, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ საკუთარ სოფელზე, ბუნებაზე და ერთმანეთზე.

განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ჩვენი პრეზენტატორების შესახებ. მათ გულწრფელად და თავდაჯერებულად წარმოადგინეს ჩვენი საქმიანობა.ლიზის ჰქონდა გამოცდილება, ლიკუნასთვის ეს პირველი გამოსვლა იყო ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. მიუხედავად მღელვარებისა, მან ბრწყინვალედ გაართვა თავი და ორივემ ჟიურის განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურეს. ასეთ წუთებში ხვდები, რომ განათლების ყველაზე დიდი შედეგი ცოდნა კი არა, საკუთარ თავში აღმოჩენილი ძალაა.
კეცხოველის პრემია ესაა კონკურსი, რომელიც სკოლებს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - აღზარდოს თაობა, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობით იზრუნოს ბუნებაზე, საზოგადოებასა და მომავალზე.
აქ ფასობს იდეები, თანამშრომლობა, შრომა და ცვლილებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხდება.
გულწრფელი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის თითოეულ წევრსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. თქვენი მხარდაჭერა ასობით სკოლას აძლევს შესაძლებლობას, თამამად იფიქროს, იმოქმედოს და შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი რეგიონის კოორდინატორს, რომელიც ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდში მდგომია, რეგიონიდან ჩართული ყველა სკოლის Maia Kodua 🌸🌞

მადლობა ჩვენს საოცარ მოსწავლეებს. თქვენ ხართ ამ წარმატების მთავარი ავტორები. მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მშობელსა და მხარდამჭერს, ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა.

დღეს ძალიან გახარებულები ვართ. ხვალ კი ისევ საქმეს დავუბრუნდებით, რადგან ვიცით, ფინალში გასვლა მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, ყოველი ახალი პროექტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დავტოვოთ სამყაროში.

პატარა სკოლა. დიდი ოცნებები. დიდი საქმეები. და ეს მხოლოდ დასაწყისია... 💚
სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 🏫✨

♻️ ერთად სუფთა გარემოსთვის!ჩვენი სკოლის ეკოკლუბმა „დედამიწელები“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა განა...
03/07/2026

♻️ ერთად სუფთა გარემოსთვის!

ჩვენი სკოლის ეკოკლუბმა „დედამიწელები“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა განახორციელა. თემში შეგროვდა ათეულობით ტომარა პლასტმასას ნარჩენი, რომლებიც დიდი სატრანსპორტო ავტომობილით გადავაგზავნეთ, ხოლო ჩვენმა პარტნიორმა Tene - ტენე პასუხისმგებლობით ჩაიბარა.

გულითად მადლობას ვუხდით ტენეს თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და გარემოზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად გადაეცათ ეკომეგობრული დამტენები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მდგრადი განვითარების იდეების მხარდაჭერას.

ტენეს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების გზით ამცირებს გარემოს დაბინძურებას, ხელს უწყობს რესურსების ხელახალ გამოყენებას და საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ადამიანს შთააგონებს, იზრუნოს ბუნებაზე, რადგან თითოეული შეგროვებული პლასტმასის ბოთლი ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. 🌍💚

#ეკოკლუბი #დედამიწელები #ტენე #გადამუშავება #სუფთაგარემო #ერთადგარემოსთვის

20/06/2026

FAO Georgia კონკურსის ,,ქალის როლი სოფლის მეურნეობაში " ფარგლებში ვესტუმრეთ რძის საწარმო ,,ნიკალას" და ჩავწერეთ ინტერვიუ უსაყვარლეს მეწარმე ქალბატონთან, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა რა გზას გადის რძის ნაწარმი სანამ ის გაყიდვაში ჩაეშვება. უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ოჯახს გულითადი მასპინძლობისთვის 💚💚 წარმატებები თავიანთ საქმიანობაში 💚💚

20/06/2026

საზაფხულო საკითხავი წიგნები ბავშვებისთვის 💖

13/06/2026

❣️

❣️
13/06/2026

❣️

13/06/2026

💖

Address

Mestia

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფელ წვირმის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სოფელ წვირმის საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category