ფარის ინოვაციური ცენტრი

ფარის ინოვაციური ცენტრი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფარის ინოვაციური ცენტრი, Education, Mestia.

03/09/2025

ვისაც გსურთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება,გაეცანით ინფორმაციას👇

📣 გთავაზობთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

👩‍💻🧑‍💻თუ ხარ აბიტურიენტი და გსურს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიღრმავო ცოდნა და მოემზადო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის,ეს კურსი შენთვისაა.

📣სასწავლო კუსი მოიცავს:
✅ქართული ენის გრამატიკის კურსს;
✅ქართული ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპროგრამო მასალას;
✅️მხატვრული ტექტსის ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
✅️ ანალიტიკურ წერას;
✅️ ფუნქციური წერის გაკვეთილებს;

📚გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
📚 გაკვეთილის ჩატარების ფორმა,როგორც ინდივიდუალური,ასევე ჯგუფური(ჯგუფში 3 მოსწავლე).
გაკვეთილების რაოდენობა:კვირაში 3 დღე;
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ 30 წთ.
კურსის ღირებულება თვეში: ინდივიდუალური 150 ლარი;
ჯგუფის წევრებისთვის 100 ლარი; (შეთანხმება შედგება ხელშეკრულებით)
☎️ საკონტაქტო:551 09 90 60

მკითხველთა კლუბის სარეგისტრაციო 07/04/2025

საუკეთესო შეთავაზება კითხვის მოყვარულთათვის❤️

გაეცანით დეტალებს გაზიარებულ პოსტში👇

მკითხველთა კლუბის სარეგისტრაციო სარეგისტრაციო ფორმა განკუთვნილია პროექტში "მკითხველთა კლუბის" მონაწილეობის მსურველთათვის. კითხვარის შევსებით...

18/01/2025

📣შემოქმედებითი წერის კურსი დამწყებთათვის.
📣თუ ხართ 8-12 წლის და გიყვარს შემოქმედებითი წერა,ეს კურსი შენთვისაა!
✅კურსის ფარგლებში ვისწავლით:
✅წერილის წერას.მივწერთ წერილებს წარმოსახვით პერსონაჟებს,წიგნის ავტორებს,საყვარელ პერსონაჟებს. შევქმნით წერილების ბანკს.
✅გახდი ავტორი,დაწერე საკუთარი მოთხრობა.შევისწავლით სიუჟეტის აგებას,პერსონაჟის შერჩევის სტრატეგიებს, აღწერის ტექნიკებს,მხატვრულ ხერხებს.
✅დაწერე საკუთარი ლექსი. გავეცნობით ლექსის წერის სტრატეგიებს,შევქმნით თემატურ ლექსებს.
✅შევისწავლით ონლაინ web 2.0 ინსტრუმენტს story jumper.com
და შევქმნით საკუთარ ილუსტრირებულ წიგნს.

📣შემოქმედებითი წერის კურსი დამწყებთათვის.

📣თუ ხართ 8-12 წლის და გიყვარს შემოქმედებითი წერა,ეს კურსი შენთვისაა!

✅კურსის ფარგლებში ვისწავლით:
✅წერილის წერას.მივწერთ წერილებს წარმოსახვით პერსონაჟებს,წიგნის ავტორებს,საყვარელ პერსონაჟებს. შევქმნით წერილების ბანკს.
✅გახდი ავტორი,დაწერე საკუთარი მოთხრობა.შევისწავლით სიუჟეტის აგებას,პერსონაჟის შერჩევის სტრატეგიებს, აღწერის ტექნიკებს,მხატვრულ ხერხებს.
✅დაწერე საკუთარი ლექსი. გავეცნობით ლექსის წერის სტრატეგიებს,შევქმნით თემატურ ლექსებს.
✅შევისწავლით ონლაინ web 2.0 ინსტრუმენტს story jumper.com და შევქმნით საკუთარ ილუსტრირებულ წიგნს.

✅კურსის ღირებულება 50 ლარი.
✅გაკვეთილის ფორმატი: ონლაინ;
✅გაკვეთილის სახე: 5-7 კაციანი ჯგუფი;
✅გაკვეთილების რაოდენობა: კვირაში 2-ჯერ, სულ 10 გაკვეთილი.
✅გაკვეთილის ხანგრძლივობა: 30 წთ.
☎️დეტალებისთვის დამიკავშირდით: 551 09 90 60
რეგისტრაცია თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/F1kLCQyULCbYBZ1i9

Photos from STEM ინოვატორთა ასოციაცია's post 12/04/2024

STEM ინოვატორთა ასოციაცია გამორჩეული კურსი დ

10/04/2024

📢ვიწყებთ,ვიწყებთ...

📢 ფარის ინოვაციური ცენტრი აცხადებს კონკურსს "ჩემი პირველი მოთხრობა."
✅თუ ხარ სკოლის მოსწავლე,გიყვარს წერა და ოცნებობ შენი შემოქმედება ფართო მასებს გააცნო და წიგნად იხილო, ეს კონკურსი შენთვისაა!

✅ კონკურსის ფარგლებში, თქვენ ჩაგიტარდებათ ტრენინგები წერის უნარის გაუმჯობესების მიმართულებით, შეისწავლით წერილის ,შემოქმედებით წერის ტექნიკას,შეხვდებით საბავშვო მწერლებს და მათგან მიიღებთ რჩევებს თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წერის პროცესში.

✅ ჩაგიტარდებათ ტრენინგი თემაზე: " როგორ ვაქციოთ წიგნი ბესტსელერად"
შეისწავლით web 2.0ინსტრუმენტებს და შექმნით თქვენი წიგნის აუდიო და ონლაინნვერსიას.

✅ სასწავლო შეხვედრების შემდეგ,თქვენ შექმნით საკუთარ მოთხრობას,რომელიც გამოიცემა წიგნად.

✅დასასრულს,მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია.მონაწილეთა დაჯილდოება.

✅კონკურსი ფასიანია და კურსის სრული ღირებულება 100 ლარია.

✅პროექტის ხელმძღვანელია,ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელი,პროექტის " ჩემი პირველი მოთხრობა" იდეის ავტორი- ეკა წულუკიძე. Ekaterine Tsulukidze
2018 წელს ჩაატარა ანალოგიური კონკურსი და გამოსცა წიგნი "შტრიხების მონოპოლია," რომელშიც შესული მოსწავლეთა ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
https://5ebaff692fe9f.site123.me/

📝 ვადები
🔺 რეგისტრაცია 2️⃣0️⃣ აპრილამდე.
🔺 სასწავლო კურსი 2️⃣2️⃣-3️⃣0️⃣ აპრილი.
🔺 წიგნის პრეზენტაცია 5️⃣ ივნისი.

✅დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ :551099060
✅ რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე:
https://forms.gle/XeF7W4uWtYUp4JUT7

31/03/2024

ფარის ინოვაციური ცენტრთან თანამშრომლობით,მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation;
European Union in Georgia ერთობლოვი თანამშრომლობით,ფარის ინოვაციურ ცენტრსა და ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბში Python-ის უფასო კურსები მიმდინარეობს,კურსის ხელმძღვანელია ანტრეპრენერი,ახალგაზრდული მუშაკი,გიორგი ტალახაძე.
კურსის ბოლოს,მონაწილეები შეძლებენ პროგრამირების საბაზისო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და მარტივი აპლიკაციების შექმნას.
ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბი მადლობას უხდის ორგანიზატორებს,ბატონ ირაკლი მიქიანსა და გიორგი ტალახაძეს ამ შესაძლებლობისთვის.

29/03/2024

📢📢📢 ძალიან საინტერესო STEM/STEAM კონკურსი.
📢გაეცანით დეტალებს და მიიღეთ მონაწილეობა.
STEM ინოვატორთა ასოციაცია

📣 კიდევ ერთხელ იწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, STEM ინოვატორთა ასოციაციის, FabLab-ისა და უნილაბის საერთო პროექტი – STEAM მასწავლებელთა კონკურსი.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 🔗 https://bit.ly/4ckfsAj

20/03/2024

📢 სასიამოვნო სიახლე გვაქვს!!!
📢 თუ თქვენ დაინტერესებული ხართ შეისწავლოთ Python-ი,მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!
📢 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation;
European Union in Georgia ერთობლოვი თანამშრომლობით,ფარის ინოვაციურ ცენტრში Python-ის უფასო კურსები იწყება,კურსის ხელმძღვანელი ანტრეპრენერი,ახალგაზრდული მუშაკი,გიორგი ტალახაძე.

✅ კურსის აღწერილობა დეტალურად იხილეთ პოსტში👇

✅Python სამართლიანად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მსოფლიოში, რადგან ის ადვილია დამწყებთათვის, არის მულტიფუნქციური (ანუ შეგიძლიათ მისი გამოყენება ისეთ სფეროებში როგორებიცაა, რობოტიკა, საიტების შექმნა, თამაშების შექმნაც კი!) და მას გააჩნია მდიდარი საინფრომაციო მხარდაჭერა რაც გიმარტივებთ კოდის წერას.

აი, რატომ უნდა იფიქროთ Python-ის სწავლაზე:

* Python-ში პროგრამირება არის მოთხოვნადი პროფესია: Python გამოიყენება ციფრული სერვისების ფართო სპექტრში, მონაცემთა მეცნიერებიდან და ვებ-დეველოპმენტდიდან მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტამდე. პითონის ცოდნას შეუძლია კარი გაუღოს საინტერესო კარიერულ შესაძლებლობებს.

* Python-ი გაძლევთ შესაძლებლობას შექმნა ინოვაცირი მოწყობილობები: Python-ით თქვენ შეძლებთ შექმნათ აპლიკაციები, მონაცემთა ანალიზის პროგრამები, შექმნათ ვებსაიტები და დააპროგრამოთ რობოტებიც კი. Python-ის მცოდნე პროგრამისტის შესაძლებლობები უსაზღვროა!

* Python-ი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას: პითონი გასწავლით პრობლემის გადაჭრის ღირებულ უნარებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თქვენ ისწავლით ლოგიკურად აზროვნებას, რთული გამოწვევების დანაწილებას მარტივ ამოცანებად და კრეატიულ გადაწყვეტილებების საშუალებით მათ ამოხსნას.

ჩვენი უფასო Python-ის კურსები შექმნილია დამწყებთათვის. თქვენ არ მოგეთხოვებათ წინასწარი ცოდნა პროგრამირებაში, რადგანაც სწავლას დაიწყებთ საფუძვლებიდან და თანდათან განაავითარებთ თქვენს უნარებს. შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ ონლაინ ფორმატში,სამშაბათსა და პარასკევს,20:00სთ-ზე.

კურსის ბოლოს თქვენ მიიღებთ ზოგად ცოდნას კოდის წერის პრინციპთან დაკავშირებით და ასევე განივითარებთ უნარს მარტივი აპლიკაციების დასაწერად..

მზად ხარ დაიწყო მოგზაურობა პროგრამირების სამყაროში? მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი დღეს!

19/03/2024

✅ ფარის საჯარო სკოლისა და ინიოვაციური ცენტრის მოსწავლეები,რომლებმაც ცაგერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლესთან ერთად შექმნეს ინოვაციური მოწყობილობა,ჭკვიანი აპლიკაცია,რომელიც გარემოსდაცვისა და ენერგორესურსების დაცვისკენ არის მიმართული.

ახალგაზრდების ხმა სვანეთიდან 🏔️

➡️ გაიცანით ევროპის რეგიონის გამარჯვებული მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის - ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი TSFE- Technical support for earth, პროექტით " SMART LİGHT". გუნდის წევრები
ანასტასია რეზესიძე, ნანა რეზესიძე, ელმირა ჩხვიმიანი, თიკო დადეშქელიანი, ბარბარე გუგავა და გუნდის მენტორი - ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი,ეკა წულუკიძე დიდი მოტივაციითა და შრომისმოყვარეობით ქმნიდა ინიციატივას, რომელიც Technovation Girls - საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი ძირითადი გამარჯვებული გახდა. პროექტი ხელს უწყობს გოგონებში ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესის გაჩენას და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ამ მიმართულებით.

➡️ გოგონებმა გასულ წელს შექმნეს ჭკვიანი მოწყობილობა და აპლიკაცია,რომელიც მომხმარებელს შეტყობინებას უგზავნის სახლში ნათურის ანთებული დარჩენის შემთხვევაში. ეს გამოგონება ნამდვილად ერთ-ერთ ინოვაციად ითვლება, რამაც არც ჟიურის წევრები დატოვა გულგრილი და გამარჯვებაც მოუტანა გუნდს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფლე ფარში ინოვაციების ცენტრი ფუნქციონირებს და უამრავ სხვა აქტივობასა და პროექტს სთავაზობს ადგილობრივ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების მიმართულებითა და არამარტო.

____________________________________________
✅ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)

03/03/2024

✅არ გამორგჩეთ შესანიშნავი შეთავაზება,მოგზაურობა + სამუშაო შეხვედრა და STEM პრაქტიკის გაზიარება👌

STEM ინოვატორთა ასოციაცია გთავაზობთ შემეცნებით ტურს სტამბოლში✈️

რეგისტრაცია 1️⃣0️⃣ მარტამდე.

დეტალებს გაეცანით პოსტში👇

"STEM ინოვატორთა ასოციაციამ" ექსკლუზიურად ასოციაციის წევრებისათვის ტურისტულ კომპანია " ვოიაჟერ 366-თან" გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი და დაგეგმა სამოგზაურო ტური სტამბოლში ტიტების ფესტივალზე დასასწრებად.
https://www.facebook.com/profile.php?id=61555104877500

✅2-5აპრილი ტიტების ფესტივალი სტამბოლში! ასოციაციის წევრებისათვის 980ლარად.
არაწევრებისათვის 1190ლარად
✅ტურის ღირებულებაში შედის:
✅ავიაბილეთები თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით.
✅12კგ ბარგი.
✅ სასტუმრო ცენტრალურ უბანში საუზმით. ✅აეროპორტიდან ავტობუსის ბილეთები ტაქსიმის მოედნამდე.
✅ ქართულენოვანი გამყოლი.
✅ სამუშაო შეხვედრის ორგანიზება "STEM/STEAM/STREAM სწავლების დანერგვა საკლასო ოთახში"
✅ სამუშო შეხვედრისთვის მასალა,სამახსოვრო ბლოკნოტები,კალმები,სერტიფიკატი
❌ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌დღის კვება
❌შიდა გადაადგილების საფასური(მეტრო,ტრამვაი- 50-70ლარი)
❌ მუზეუმის მოსაკრებლები( თქვენ თავად ირჩევთ რომელი ობიექტის მონახულებას გეგმავთ,იხ.დამატებითი ინფორმაცია)
✅ რას მოვინახულებთ?
დღე 1-ლი
✔️ გაფრენა სტამბოლში თბილისის აეროპორტიდან.
✔️ რეგისტრაცია.
✔️ სასტუმრომდე მისვლა -ბარგის დატოვება.(თუ ოთახები ცარიელი იქნება ნომრებში შესვლა)
✔️ გასეირნება სულთან აჰმედის მოედანზე.
✔️ სულთანაჰმედის მოედანი-სკვერი, სადაც შემორჩენილია უძველესი კოლონები, იპოდრომის ნაშთები, გერმანული შადრევანი.
✔️ ლურჯი მეჩეთი
✔️ გულჰანეს პარკი. იქვეა სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმიც სურვილის შემთხვევაში მოვინახულებთ.
✔️ 14:00 საატუმროში დაბინავება თავისუფალი დრო.
✔️ 16:00 გასეირნება ბოსფორზე.
✔️ დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო.

✅️ დღე II
✔️ საუზმე. 9:00 სთზე გასვლა ბეშიქთაშის რაიონში.
✔️ 11:00 პარონით გასვლა ბოსფორზე და სიყვარულის კოშკის მონახულება.
✔️ დოლმაბაჰჩეს სასახლე.
✔️ შესვენება.
✔️ გალათას კოშკის მონახულება.
✔️ისტიკლალის ქუჩაზე გასეირნება ტაქსიმის მოედნამდე. თავისუფალი დრო.
✅ დღე️ III
✔️ საუზმე
✔️ სტამბოლის აკვარიუმის მონახულება ან პრინცის კუნძულების ნახვა
✔️დაბრუნება სასტუმროში/შესვენება
✔️ აია სოფიას მონახულება.
✔️ გრანდ ბაზარის მონახულება
სამუშაო შეხვედრა "STEM/STEAM/STREAM სწავლება ჩემს საკლასო ოთახში"
დამატებითი ინფორმაცია,მუზეუმების მოსაკრებელი:
აია სოფია-75 ლარი
დოლმაბაჰჩე-105ლარი
კრუიზი ბოსფორზე-15-20 ლარი
სიყვარულის კოშკი-55ლარი
გალათას კოში -65 ლარი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551099060
გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
მსურველები დარეგისტრირდით https://forms.gle/ZSBUKF8wWcExKjGB8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10მარტი. See less

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოება 28/11/2023

✅ ფარის ინოვაციების ცენტრი,თავის მოსწავლეს,ზურა რეზესიძეს ულოცავს დიდ წარმატებასა და გამარჯვებას✊

✅ინოვაციების ცენტრი მოხარულია იმ შედეგებით, რომელსაც აღწევენ ჩვენი ცენტრის კურსდამთავრებულები ტექნოლოგიების სფეროში✊

🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

🔹მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.

🔹2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტის „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“ ავტორები – ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.

🥇პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა „ტვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე გოტიაშვილი, მარიამ პერანიძე.

🥈მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“. ავტორები – ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული.

🥉მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმა „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან – ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.

🔹 დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.

🧩კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.

🔹 დაჯილდოების ღონისძიების დაწყებამდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” დასკვნითი ეტაპი – ინოვაციური პროექტების, მოდელების გამოფენაც გაიმართა. ამასთან ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები კონკურსის ფინალში გასული პროექტების შესახებ.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჯამში 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი. აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.

🔹აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლიდან ახორციელებს.

✔️კონკურსის მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

✔️კონკურსი არის ღია და მის ფარგლებში ყოველწლიურად ჟიური, თანასწორი კონკურენციის პირობებში, გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს. ამასთან, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

✔️კონკურსი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.
კონკურსს აფასებს 7 დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმის (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალისწინებით.

✔️კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

07/11/2023

რა არის ჩეტბოტი?
✅ როგორც სპეციალისტები განმარტავენ,ჩატბოტი არის ინოვაციური კომუნიკაციის ფორმა, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციას.
✅ წარმოგიდგენთ ლიტერატუტულ ჩეტბოტს ,ამჯერად ნეფერტარის "ბედუინს."
✅ ლიტერატურული ჩეტბოტის ავტორია ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე,ანასტასია რეზესიძე.
https://www.animachatbotics.com/chatbot/Chat/4269
✅ გადადით ბმულზე და ესაუბრეთ წიგნის შესახებ👏

Want your school to be the top-listed School/college in Mestia?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Telephone

Website

Address


Mestia
3213