05/08/2026
მოგესალმებით,
გწერთ კომპანია Aker Tbilisi-ს სახელით და გიზიარებთ ინფორმაციას ახალგაზრდული, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტის „ArtEast-ArtWest“ შესახებ.
პროექტის დამკვეთი და მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ხოლო საოპერაციო და საგანმანათლებლო ნაწილის განხორციელებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი.
ვინაიდან პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეისწავლონ ანიმაციის შექმნა, გვსურს, თქვენი დახმარებით ეს ინფორმაცია მივაწვდინოთ დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ბენეფიციარებს.
პროექტის მიზანი და კონცეფცია
ArtEast-ArtWest არის მასშტაბური ინიციატივა, რომელიც ფარავს საქართველოს 13 ტერიტორიულ ერთეულს (მათ შორის თბილისს, რეგიონულ ქალაქებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდობას). პროექტის ფარგლებში შეირჩევა 156 მოტივირებული მონაწილე (39 გუნდი, 14 წლიდან ზევით).
პროექტის მთავარი შემოქმედებითი ამოცანაა ქართული მითოლოგიის, ფოლკლორისა და ადგილობრივი კულტურული კონტექსტის გაცოცხლება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ აქციონ ტრადიციული მითოლოგიები თანამედროვე ვიზუალურ და ციფრულ პროექტებად - ანიმაციის შექმნის სახით.
პროექტის სასწავლო პროგრამა შედგენილია წამყვანი პრაქტიკოსების მიერ და ორიენტირებულია კონკრეტული პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. მონაწილეები შეისწავლიან:
სცენარის შექმნას და ამბის თხრობას (Storytelling);
ვიზუალისა და პერსონაჟის დიზაინს (Character Design);
ანიმაციასა და მოძრაობას (Animation & Motion);
ხმასა და ხმოვან ეფექტებს (Sound).
პროექტის ძირითადი ეტაპები და ლოჯისტიკა
• რეგისტრაცია და შერჩევა (25 აგვისტომდე) - მსურველები ავსებენ მარტივ სააპლიკაციო განაცხადს.
• რეგიონული გახსნითი (Kick-off) შეხვედრები და გასვლითი ტურები (სექტემბერი) - 12-ვე სამიზნე ქალაქში გაიმართება ფიზიკური შეხვედრები, სადაც მონაწილეები ესტუმრებიან ადგილობრივ მუზეუმებს, გაეცნობიან კულტურულ არტეფაქტებს და მიიღებენ შთაგონებას თავიანთი პროექტებისთვის.
• ონლაინ სწავლება:
სცენარი;
ვიზუალი;
ანიმაცია;
ხმა.
• ინტენსიური შუალედური შეხვედრები (Bootcamp) - ფიზიკური მასტერკლასები ტრენერებთან, მოწვეულ სპიკერებთან და მენტორებთან ერთად.
• ფინალური დასკვნითი ღონისძიება (Demo Day) - შექმნილი ანიმაციური პროექტების პრეზენტაცია ჟიურისა და პარტნიორების წინაშე.
პროექტში მონაწილეობა ყველა არჩეული ახალგაზრდისთვის სრულად უფასოა. ვინაიდან რეგისტრაციის ვადა იწურება 25 აგვისტოს, თქვენი საინფორმაციო მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გთხოვთ:
• გაუზიაროთ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული თქვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდულ წრეებს, კლუბებს, ცენტრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს;
• განათავსოთ ინფორმაცია თქვენს შიდა ან საჯარო სასწავლო/საკომუნიკაციო ჯგუფებსა და სოციალურ ქსელებში.
სარეგისტრაციო ბმული მონაწილეებისთვის:
https://apps.mygita.ge/zs/MhCZ3r
მზად ვართ, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ ან, სურვილის შემთხვევაში, ჩავნიშნოთ მოკლე საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა.
დიდი მადლობა ახალგაზრდების განვითარებისა და მხარდაჭერისთვის!
პატივისცემით,
Archil Tsivilashvili
პროექტების მენეჯერი | Aker Tbilisi
+995 568 26 29 17
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო