კერძო სკოლა "სხივი" / "skhivi"

კერძო სკოლა "სხივი" / "skhivi" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "სხივის" ?
(1)

სწავლის ყოველთვიური საფასური შეადგენს:
I-V კლასი 130 ლარი
VI-VIII კლასი 150 ლარი
IX-X კლასი 150 ლარი
XI კლასი 180 ლარი
XII კლასი 200 ლარი (საფასურში შედის დამატებითი, გაძლიერებული სასწავლო კურსი)
*სწავლის ხანგრძლივობა 10 თვე

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე (პედაგოგი: მარი გვაზავა) საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს . მათ ის...
05/05/2026

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე (პედაგოგი: მარი გვაზავა) საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს . მათ ისაუბრეს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე, შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. ასევე მიგრაციის პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის დაბერების ტენდენციასა და ახალგაზრდების ემიგრაციას.
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს რამდენიმე შესაძლო გამოსავლი და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
თითოეული პრეზენტაცია იყო საინტერესო და ინფორმაციული.

სკოლა „სხივისა“ და English Book Education-ის ორგანიზებით, 6-11 კლასის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში დიაგნოსტიკური ტესტ...
01/05/2026

სკოლა „სხივისა“ და English Book Education-ის ორგანიზებით, 6-11 კლასის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების ზუსტ შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად.
რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი ჩვენი სკოლისთვის?
ინდივიდუალური მიდგომა: მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს, თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო სტრატეგიები შევიმუშავოთ.
აკადემიური პროგრესი: ტესტირება გვეხმარება თვალი ვადევნოთ მოსწავლეთა ზრდას და დავსახოთ სამომავლო მიზნები მათი ცოდნის გასაღრმავებლად.
გამოცდილება:მსგავსი ფორმატის ტესტებზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს თავდაჯერებულობას და ამზადებს მათ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.

🇬🇪თავდაცვის სამინისტროს პროექტის, "ჩვენი ჯარის" ფარგლებში მარტვილის რაიონის კერძო სკოლა “სხივი” იმყოფებოდნენ თავდაცვის ს...
30/04/2026

🇬🇪თავდაცვის სამინისტროს პროექტის, "ჩვენი ჯარის" ფარგლებში მარტვილის რაიონის კერძო სკოლა “სხივი” იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები:
🧑‍✈️ლეიტენანტი-გოჩა რიგვავა,
👩‍✈️კაპრალ-სპეციალისტი, თათია მზარელუა;
🧑‍✈️სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების წალენჯიხის მუნიციპალური განყოფილების სერჟანტი, უფროსი სერჟანტი - გიორგი თოლორდავა.
🇬🇪სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, არსებული სიახლეები, სამსახურის ფორმები და თავდაცვის ძალებში არსებული სხვადასხვა სოციალური პირობები.
🇬🇪აღნიშნულმა შეხვედრამ ჩაიარა მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე, უშუალოდ შეხვედრაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.🙏

დღეს სხივის მეათეკლასელებმა საინტერესო პროექტ-პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე: "უძველესი ქართული თეატრი  და კინო" (პროექ...
28/04/2026

დღეს სხივის მეათეკლასელებმა საინტერესო პროექტ-პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე: "უძველესი ქართული თეატრი და კინო" (პროექტის ხელმძღვანელი:ეკატერინე ჯღარკავა). მოსწავლეებმა განიხილეს ისეთი საინტერესო თემები, როგორებიცაა: უძველესი თეატრალური სანახაობები, პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობები, ლეგენდარული ფილმები და ა.შ. დასასრულს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩაატარეს ვიქტორინა-კონკურსი, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდა, მეთერთმეტეკლასელი გვანცა ნანავა, რომელსაც სიმბოლური პრიზიც გადაეცა...
გაგრძელება იქნება...❤️

დღეს "თეატრალური მარტვილი 2026" დასრულდა. სკოლა "სხივი", სხვა სკოლებთან ერთად, სპეციალური დიპლომით, სიგელებითა და დამსახ...
24/04/2026

დღეს "თეატრალური მარტვილი 2026" დასრულდა.
სკოლა "სხივი", სხვა სკოლებთან ერთად, სპეციალური დიპლომით, სიგელებითა და დამსახურებული ნომინაციით, "საუკეთესო არტისტიზმით", დაჯილდოვდა.
მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებსა და ჟიურის.
მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაგდა ჩანქსელიანს, გაწეული შრომისთვის, ხელოვნების მასწავლებელს, კობა კუპრავას, ეფექტური მხატვრობისთვის, ყველა მონაწილეს საოცარი გარდასახვისთვის, გულშემატკივრებს გულწრფელი ტაშისთვის.
გაგრძელება იქნება...
#წარმატებებისსაბადოასხივი💕

"სხივი" ფულის გლობალურ კვირეულს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურა.დევიზი იყო მკაფიო- "ისაუბრე ფულზე".საქართველოს ეროვნული...
21/04/2026

"სხივი" ფულის გლობალურ კვირეულს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურა.
დევიზი იყო მკაფიო- "ისაუბრე ფულზე".
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განაᲗლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით "სხივის" მოსწავლეებს ღია გაკვეᲗილი ჩაუტარდათ. ორგანიზატორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნიკოლოზ წულაია.
მოწვეული სტუმრები: საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.
აუდიტორია:
სკოლა სხივის VIII და X კლასის მოსწავლეები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი 21-24 აპრილს საბავშვო თეატრალურ წარმოდგენებს მასპინძლობ...
21/04/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი 21-24 აპრილს საბავშვო თეატრალურ წარმოდგენებს მასპინძლობს.
დღეს მაყურებლისა და ჟიურის წინაშე კერძო სკოლა „სხივი“წარსდგა სპექტაკლით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
ჩვენმა მოსწავლეებმა ჟიურის დადებითი შეფასება და დარბაზის ოვაციები დაიმსახურეს.
სპექტაკლის რეჟისორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგდა ჩანქსელიანი.
მადლობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ეფექტური წარმოდგენისთვის.
მადლობა სპექტაკლის მხატვარს, კობა კუპრავას, გაწეული შრომისთვის.
მადლობა დირექციას, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის.
მადლობა მშობლებს.
მადლობა გულშემატკივრებს.
მადლობა ორგანიზატორებს.
წარმატებები ყველა მონაწილე სკოლას. 💕

"ტვინების ბრძოლაში" მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელების შერეული ჯგუფები შეერკინნენ ერთმანეთს. შიდასასკოლო შეჯიბრება საკმა...
16/04/2026

"ტვინების ბრძოლაში" მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელების შერეული ჯგუფები შეერკინნენ ერთმანეთს. შიდასასკოლო შეჯიბრება საკმაოდ დინამიკურად და საინტერესოდ წარიმართა.
გამარჯვება "სხივის ლომებმა" იზეიმეს.
წარმატებები პატარა ინტელექტუალებს! ❤️

31 მარტს სკოლა "სხივის" დირექტორმა, ბატონმა დავით ჯიქიამ  და ისტორიის მასწავლებლებმა: ეკატერინე ჯღარკავამ, ნინო ლაგვილავ...
03/04/2026

31 მარტს სკოლა "სხივის" დირექტორმა, ბატონმა დავით ჯიქიამ და ისტორიის მასწავლებლებმა: ეკატერინე ჯღარკავამ, ნინო ლაგვილავამ, ნიკო წულაიამ და ბაჩო ჯიჯელავამ უფროსკლასელები მარტვილის სკვერში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტებთან, პატივის მისაგებად მიიყვანეს
ეს დღე ორ მნიშვნელოვან თარიღს აერთიანებს-საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადებისა და საქართველოს რეფერენდუმის დღეს.
მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს რეფერენდუმის მნიშვნელობასაც.
აქტივობა ინფორმაციულ- შემეცნებით ხასიათს ატარებდა და სამოქალაქო ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას ემსახურებოდა.
დიდება გმირებს!💕

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორი თეიმურაზ ჯალაღონია კერძო სკოლა "სხივის" მოსწავლე...
03/04/2026

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორი თეიმურაზ ჯალაღონია კერძო სკოლა "სხივის" მოსწავლეებს შეხვდა.
მან მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.
ბატონმა თეიმურაზმა ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.
დაიგეგმა სამომავლო შეხვედრაც, რომელიც სავარაუდოდ აპრილის თვეში გაიმართება.

საქარველოს მძიმე დღეები უდგას.პატრიარქმა გადაინაცვლა იმიერში...ვუსამძიმრებთ სრულიად ერს სულიერი მამის გარდაცვალებას.
18/03/2026

საქარველოს მძიმე დღეები უდგას.
პატრიარქმა გადაინაცვლა იმიერში...
ვუსამძიმრებთ სრულიად ერს სულიერი მამის გარდაცვალებას.

Address

Mshvidoba Street 9
Martvili
3100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კერძო სკოლა "სხივი" / "skhivi" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კერძო სკოლა "სხივი" / "skhivi":

Shortcuts

Share

Category