სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Marneuli
  • სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა
Public school of Marneuli N2

სკოლის დირექტორი:
შორენა ხუხუა
განათლება:
1996-2001 წწ. ფილოლოგიის მაგისტრი; სპეც. ლიტერატურის თეორია. თსუ.
2003-2005 წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურ

🙏
19/08/2026

🙏

🎓 საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზ...
22/07/2026

🎓 საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დაიწყო.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა).

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, დოკუმენტის მისაღებად დაიცვან განსაზღვრული ვადები.

#საბაზოგანათლებისატესტატი #ატესტატი

16/06/2026

16 ივნისს სსიპ ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლაში მასწავლებლების მონაწილეობით მხიარული სტარტები გაიმართა. ორ გუნდად გაერთიანებულმა კოლეგებმა სხვადასხვა აქტივობაში იასპარეზეს და ბევრი ვიხალისეთ.
ყველას გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის დასრულებას და ზაფხულის მხიარულ დღეებს გისურვებთ.
❤️❤️✅️✅️🎊🎊

16/06/2026

IX კლასელებმა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულეს. სკოლის კედლებში გატარებული წლები სავსე იყო მეგობრობით, ცოდნით, სიხარულით, გამოწვევებითა და დაუვიწყარი მოგონებებით, რომლებიც მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.
ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს! 🎓👩‍🎓👨‍🎓
წინ ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და ახალი გამარჯვებები გელით. გისურვებთ, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, არ შეწყვიტოთ ოცნება და გაბედულად იაროთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ✨️🩷

🔈2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
15/06/2026

🔈2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

🔈2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ინფორმაცია გამოცდების დეტალური განრიგის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4vNPVZc

@მხურვალე გულშემატკივრები
13/06/2026

@მხურვალე გულშემატკივრები

🎓✨ დღეს ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი და ემოციური ფურცელი ჩაიწერა...✨️🎓მეათე კლასელებმა ცხოვრების ერთ-ერთი მნ...
12/06/2026

🎓✨ დღეს ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი და ემოციური ფურცელი ჩაიწერა...✨️🎓
მეათე კლასელებმა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულეს. სკოლის კედლებში გატარებული წლები სავსე იყო მეგობრობით, ცოდნით, სიხარულით, გამოწვევებითა და დაუვიწყარი მოგონებებით, რომლებიც მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.
ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს! 🎓👩‍🎓👨‍🎓
წინ ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და ახალი გამარჯვებები გელით. გისურვებთ, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, არ შეწყვიტოთ ოცნება და გაბედულად იაროთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
დაე, თქვენს ცხოვრებაში ყოველი ახალი ნაბიჯი სავსე იყოს ბედნიერებით, კეთილი ადამიანებითა და ღირსეული მიღწევებით.
მადლობას ვუხდით თითოეულ მასწავლებელსა და მშობელს, რომლებმაც თავიანთი შრომით, სიყვარულითა და მხარდაჭერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ დღის გალამაზებაში. ✨️🩷

✨️🎉 კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე  ჩაიწერა ჩვენი  სკოლის ცხოვრებაში. ✨️🎊🎓✨ გილოცავთ, ძვირფასო მეოთხეკლასელებო! 👨‍🎓...
11/06/2026

✨️🎉 კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩაიწერა ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. ✨️🎊

🎓✨ გილოცავთ, ძვირფასო მეოთხეკლასელებო! 👨‍🎓👩‍🎓🎉 დასრულდა დაწყებითი საფეხური — წლები, რომლებიც სავსე იყო პირველი გაკვეთილებით, პირველი წარმატებებით, მეგობრობით, სიხარულითა და უამრავი თბილი მოგონებით.❤️🎈❤️🎈❤️

თქვენ უკვე გადადგით პირველი დიდი ნაბიჯი ცოდნის სამყაროში და ახლა ახალი შესაძლებლობებითა და საინტერესო გამოწვევებით სავსე გზა გელოდებათ. გვჯერა, რომ თქვენი მონდომებით, შრომითა და კეთილი გულით ბევრ წარმატებას მიაღწევთ.



განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებს, რომლებმაც სიყვარულით, შრომითა და მზრუნველობით გაუკვალეს ბავშვებს გზა ამ მნიშვნელოვან დღემდე. ასევე, მადლობა მშობლებს ამ წლების განმავლობაში აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის.



🌟 წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო ბავშვებო! თქვენი მომავალი იყოს ნათელი, ბედნიერი და წარმატებული! 🌟

🌟 გილოცავთ მეოთხე კლასის დასრულებას და გისურვებთ წარმატებულ ნაბიჯებს ახალი სასწავლო ეტაპისკენ! 🌟

#გამოსაშვები2026 #მეოთხეკლასელები #წარმატებები #ახალიდასაწყისი 🎉📚🎓

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ...
09/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება
@მხურვალე გულშემატკივრები

Address

Kostava Str N6
Marneuli
3000

Opening Hours

Monday 08:30 - 18:20
Tuesday 08:30 - 18:20
Wednesday 08:30 - 18:20
Thursday 08:30 - 18:20
Friday 08:30 - 18:20

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share