Brain Hub

Brain Hub

Share

საგანმანათლებლო ცენტრი " Brain Hub”.

Photos from EasyProcurement - მარტივი შესყიდვები's post 29/11/2025
Photos from Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია's post 20/10/2025
20/10/2025

2025 წლის 23 ოქტომბერს,18:00 საათზე, გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დარბაზში. მომხსენებელი: -
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიკოსი, ავთანდილ არაბული.
თემა : სახელმწიფო ენის განვითარების პრობლემები თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით.

20/10/2025

წმიდა ამბროსი აღმსარებელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ხელაია; +1927)

7 (20) ოქტომბერი

ცხოვრება და მოღვაწეობა იხილეთ ბმულზე: https://www.orthodoxy.ge/tveni/marti/16-ambrosi.htm?fbclid=IwY2xjawNh5ehleHRuA2FlbQIxMABicmlkETFWUjFKNkdDM0dXaFRoa1dzAR6OJfhZ73BUTrN6zyLayCHBQKp3JDxWPseJiW8PNYWnOtFnB43ZPchFmCBDtQ_aem_BBNJlEVTfYyyI6K838XISg

20/10/2025

ადამიანის გარდაცვალებით, წუხდება არა თავად გარდაცვლილი, არამედ მის გარშემო მყოფი ცოცხალი ადამიანები.

იგივე ხდება მაშინ, როცა ტვინი არ აქვს ადამიანს თავში. წუხდება არა თავად უტვინო, არამედ მის გვერდზე მყოფი ხალხი.

ერნესტ ჰემინგუეი ❤️

Photos from ეკლესიის კალენდარი's post 20/10/2025
07/09/2025

ბიჭებო! ❤️🇬🇪

07/09/2025

სულთმოფენობიდან მე-13 კვირა. ხმა 4.

წმიდა მოციქულ ბართლომეს წმიდა ნაწილთა აღმოყვანება (VI)

25 (07.09) აგვისტო

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.

როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში - წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

Want your school to be the top-listed School/college in Marneuli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


26 მაისის ქ 48
Marneuli
3000