სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Lentekhi
  • სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა

სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა, Education Website, ლენტეხი, Lentekhi.

14/09/2026

ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები

2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო ...
15 სექტემბერს 09:30 წუთზე ველოდებით ჩვენს მონატრებულ მოსწავლეებს ,მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს ,ერთად ვიზეიმოთ ახალი სასწავლო წლის დადგომა

სკოლა=მოსწავლე +მშობელი + მასწავლებელი

პატივისცემით სსიპ დაბა ლენტეხისN2 საჯარო სკოლა.

01/09/2026

სსიპ დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ რიტა აბჟანდაძესა და ნაირა ტვილდიანს N2 საგნობრივი გამოცდის (1-6 კლასების) წარმატებით ჩაბარებას.

აღნიშნული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისთვის, რადგან მასწავლებელთა პროფესიული განვითარება პირდაპირ უკავშირდება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჩვენი მოსწავლეების უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს.

ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას, ახალ მიღწევებსა და ნაყოფიერ საქმიანობას მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში.

💫სსიპ დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩ...
25/08/2026

💫სსიპ დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას! 🎉
🎓 თავისუფალი უნივერსიტეტი
🎓 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
🎓 კავკასიის უნივერსიტეტი
💫გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, საინტერესო თავგადასავლებს, უამრავ შესაძლებლობასა და ცოდნის მიღების დაუვიწყარ გზას!

10/08/2026

სსიპ დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ულოცავს ნინო ნიგურიანს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას! 🎉🌸
ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს, ნაყოფიერ და ღირსეულ პედაგოგიურ მოღვაწეობას! 💐✨

📣სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს უმაღლესი ქულებით   ასპარეზობის დასრულებას.   ყველა ...
01/08/2026

📣სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს უმაღლესი ქულებით ასპარეზობის დასრულებას.
ყველა მშობელს ვულოცავთ და მადლობა, რომ გაგვხადეთ თქვენი შვილების წარმატების თანაზიარი.
მადლობა ყველა მასწავლებელს, რომლებმაც წვლილი შეიტანეთ, თავდაუზოგავად იშრომეთ და დღეს კიდევ ერთი ბედნიერი დღე გვაჩუქეთ.
სტუდენტობის ბედნიერი წლებს გისურვებთ!
Nini Qurasbediani
Andria Kurasbediani
Rati liparteliani

26/05/2026
26/05/2026

25 მაისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჯოკია მეშველიანი სახელობის კულტურის სახლში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით.
სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა ღირსეულად წარადგინეს მოსწავლეებმა....
ასეთი შემოქმედებითი საღამოები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეროვნული ცნობიერების ამაღლებას , შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარებას , აძლიერებს შინაგან მოტივაციას და მეტიც , ხშირად განსაზღვრავს კიდეც ახალგაზრდის ცხოვრების გზას.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს,
კულტურის სახლს მხარდაჭერისთვის და თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო სკოლის ღირსეულად წარდგენის საქმეში

20/05/2026

სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი , აღსაზრდელები და მშობლები- სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს მეთორმეტე კლასის დამთავრებას ჩვენს მოსწავლეებს.
წარმატებული და ბედნიერი მომავალი გქონოდეთ. დარწმუნებული ვართ კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით.
Andria Kurasbediani
Nini Qurasbediani
Rati Liparteliani

Address

ლენტეხი
Lentekhi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share