05/08/2026
📱 დამღლელი დღის შემდეგ ტელეფონს ხშირად იმისთვის "ვსქროლავთ", რომ დავისვენოთ...
😰 მაგრამ 10-წუთიანი უწყინარი სქროლვის შემდეგ უცებ აღმოვაჩენთ, რომ ხალხი ერთმანეთს კომენტარებში უმოწყალოდ ლანძღავს, ახალი ამბები ნეგატივითაა სავსე და დასვენების ნაცვლად შფოთვა და დაძაბულობა მოაქვს... ვუყურებთ ამ ყველაფერს და გვიჩნდება განცდა, რომ სამყარო საბოლოოდ გაგიჟდა!
🧠 დაღლილ თვალებსა და გაფანტულ ყურადღებას ვინ ჩივის - ამ მოვლენას, რომელსაც დღეს "ტვინის ლპობას“ (Brainrot) ვუწოდებთ, გაცილებით ღრმა შედეგები აქვს. ის პირდაპირ ანგრევს ჩვენს საზოგადოებას და გვაშორებს ერთმანეთს.
💡 როგორ აკეთებს ამას ალგორითმი?
🫧 სოციალური მედიის პლატფორმების მთავარი მიზანი ჩვენი დროის მითვისებაა. ალგორითმები გვიჩვენებენ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს არსებულ აზრებსა და ბრაზს ადასტურებს. შედეგად, ვხვდებით ჩაკეტილ "ბუშტში", სადაც განსხვავებული აზრი მტრულად და მიუღებლად გვეჩვენება.
⚡ კვლევებით დასტურდება, რომ ყალბი ამბავი (Fake News) მაღალი ემოციურობის გამო 6-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე. მეტიც, ყალბმა ინფორმაციამ შეიძლება ჩვენი მეხსიერებაც კი შეცვალოს - დაგვაჯეროს მოვლენები, რომლებიც არასდროს მომხდარა!
🤖ხელოვნური ინტელექტიც ხშირად ისე გვპასუხობს, რომ ჩვენივე მიკერძოებული შეხედულებები გაამყაროს.
YouTube-ის ალგორითმების ვრცელმა კვლევამ აჩვენა, რომ სისტემას მომხმარებლები ეტაპობრივად ზომიერი კონტენტიდან უფრო და უფრო რადიკალური და ექსტრემისტული ვიდეოებისკენ გადაჰყავს.
⚠️ შედეგი? პოლარიზებული და სტრესული გარემო.
როცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის 75%-ს წუთზე ნაკლებ დროში ვეცნობით, სიღრმესა და კრიტიკულ უნარებს ვკარგავთ. ვხდებით შფოთიანები, აგრესიულები და აღარ შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა მათთან, ვინც ოდნავ განსხვავებულად ფიქრობს.
🌱 როგორ დავიბრუნოთ კონტროლი?
⏳ შევამციროთ ეკრანთან გატარებული უაზრო დრო, მივცეთ ტვინს ნამდვილი დასვენების საშუალება.
🔍 ყოველთვის გადავამოწმოთ წყარო, სანამ პოსტს დავიჯერებთ ან გავაზიარებთ.
🤝 გვახსოვდეს, ეკრანს მიღმა რეალური ადამიანები არიან, რომლებთანაც დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია!
💬 გაგვიზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში - რამდენად ხშირად გრძნობ, რომ სოციალური მედია განწყობას გიფუჭებს და გძაბავს? 👇
📍საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოყენებული გრაფიკული პოსტერები შექმნილია Canva-ს სასწავლო კურსის მონაწილეების მიერ.
📍სათემო ინიციატივა განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში", რომელსაც ახორციელებს DVV International საქართველო.
#ტვინისლპობა