08/06/2026
📜 IX კლასის სასკოლო ღონისძიება - ,,არის ასეთი ქვეყანა...“
⭕ ნიგვზიანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს, მართლაც, შთამბეჭდავი ღონისძიება აჩუქეს – „არის ასეთი ქვეყანა...“
⭕მათ საქართველოს კუთხეებში საინტერესო გეოგრაფიული და ლიტერატურული მოგზაურობა შემოგვთავაზეს.
მოსწავლეებმა სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სილამაზე, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, მდიდარი ლიტერატურულ - არქიტექტურული მემკვიდრეობა.
⭕ თითოეული კუთხე
შთამბეჭდავად გააცოცხლეს სცენაზე, რამაც მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად მრავალფეროვანი, გამორჩეული და უნიკალურია ჩვენი ქვეყანა.
⭕ ღონისძიება გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შემოქმედებითობითა და პასუხისმგებლობით.
ლექსებით, სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და საინტერესო ისტორიებით, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა , უდავოდ, განსაკუთრებული ემოცია შექმნეს და დარბაზში შეკრებილი საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
⭕ მადლობა მეცხრეკლასელებს, მათი კლასის ხელმძღვანელსა და გეოგრაფიის მასწავლებელს , მადლენა ჩხარტიშვილს, გაწეული შრომის, საინტერესო სანახაობისა და იმ დაუვიწყარი წუთებისათვის, რომლებიც საქართველოს სიყვარულით, სიამაყითა და პატრიოტული სულისკვეთებით იყო სავსე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობას განსაკუთრებული ეფექტურობა,
სწორედ მის მიერ წაკითხულმა ლექსმა შესძინა.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია! 🇬🇪❤️
📍 მასწავლებელი:
მადლენა ჩხარტიშვილი