კიურის ლაბორატორია • Curie’s lab

კიურის ლაბორატორია • Curie’s lab მეცნიერება სახალისოა🔭⚗️🧬🧪

ფეიერვერკები სერიოზულ ზიანს აყენებს:🐾 ცხოველებს - ძლიერი ხმაური იწვევს შიშს, პანიკას და ტრავმებს!👥 ადამიანებს - აბინძურე...
27/12/2025

ფეიერვერკები სერიოზულ ზიანს აყენებს:
🐾 ცხოველებს - ძლიერი ხმაური იწვევს შიშს, პანიკას და ტრავმებს!
👥 ადამიანებს - აბინძურებს ჰაერს და აზიანებს ჯანმრთელობას! ხშირია ფიზიკური დაზიანების შემთხვევები!
🌍 გარემოს - ბუნებაში რჩება ტოქსიკური ნარჩენები!

✨ დღესასწაულის აღნიშვნის მშვიდი და უსაფრთხო ალტერნატივები არსებობს.

👉 ვიზეიმოთ ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ცოცხალ არსებებს და გარემოს. 💚
⭐️ აირჩიე პასუხისმგებლიანი დღესასწაული ⭐️

👀 ჯერ არ გინახავთ ჩვენი პირველი ვიდეო ექსპერიმენტი?⭐️ რას იტყვით, გადავიღოთ კიდევ?!🥰 არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეოს მოწონებ...
18/12/2025

👀 ჯერ არ გინახავთ ჩვენი პირველი ვიდეო ექსპერიმენტი?
⭐️ რას იტყვით, გადავიღოთ კიდევ?!
🥰 არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეოს მოწონება და გაზიარება, ასევე გთხოვთ დაგვასაბსქრაიბოთ იუთუბზე!

🧪 ქიმია ერთ ამოსუნთქვაშირა ხდება მაშინ, როცა ქიმია ერთ წამში ცოცხლდება? ამ ვიდეოში გაჩვენებთ საინტერესო და უსაფ.....

გინდა გახდე მეცნიერების ელჩი და გააზიარო შენი ცოდნა?💙როგორც იცით უკვე რამდენიმე წელია ვამზადებთ მოსწავლეებს, რომ გახდნენ...
10/12/2025

გინდა გახდე მეცნიერების ელჩი და გააზიარო შენი ცოდნა?💙
როგორც იცით უკვე რამდენიმე წელია ვამზადებთ მოსწავლეებს, რომ გახდნენ მეცნიერების ელჩები და ცოდნა თანატოლებს გაუზიარონ. თუმცა, აქამდე პროექტში ჩართვა შეზღუდული იყო მხოლოდ იმ რეგიონებით, სადაც ფიზიკურად ვახერხებდით ჩასვლას.
ახლა კი ეს ყველაფერი იცვლება! 🚀

🌍 აღარ გჭირდებათ ლოდინი - მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობთ, ახლა ყველას შეუძლია გახდეს მეცნიერების ელჩი!
📍 როგორ ჩაერთვებით?
1️⃣ შეავსეთ განაცხადი კიურის ლაბის ვებ-გვერდზე
2️⃣ მიიღეთ კიურის ლაბის სამეცნიერო ყუთი 📦 (ყველა საჭირო რესურსით ექსპერიმენტებისთვის!)
3️⃣ ისწავლეთ ექსპერიმენტების ჩატარება ონლაინ ტუტორიალების მეშვეობით
4️⃣ გახდით მეცნიერების ელჩი თქვენს რეგიონში და გააზიარეთ ცოდნა! 🌟
💫 ჩვენი ვებ გვერდი მზადების პროცესშია და მალე გექნებათ რეგისტრაციის საშუალებაც🗺️
დეტალებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს facebook გვერდს.

04/12/2025

ზრუნავს გარემოზე💚✅

5 წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლების მიუხედავად...🫡ჩვენი მიზანი უცვლელია!🥰გავხადოთ მეცნიერება ყველასთვის ხელმისაწვდომ...
02/12/2025

5 წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლების მიუხედავად...
🫡ჩვენი მიზანი უცვლელია!
🥰გავხადოთ მეცნიერება ყველასთვის ხელმისაწვდომი!

🏆Tech4Skills-ის გამარჯვებული გუნდი, მეცნიერების ელჩები!

👩🏻‍🔬„მეცნიერების ელჩები“ კიურის ლაბორატორიის მოძრავი პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გოგოებს შესაძლებლობას აძლევს, გადამზადების საშუალებით განავითარონ უნარები STEM სფეროში და მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ.

💬“იდეათონში მონაწილეობა განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა ჩვენთვის. პროექტზე გავიცანით ძალიან საინტერესო და კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც გაგვიზიარეს უმნიშვნელოვანესი უკუკავშირი, რაც ჩვენი იდეის განვითარებაში დაგვეხმარება. მიღებულ დაფინანსებას მეცნიერების ელჩების პროექტის განვითარებას მოვახმართ, რათა მეცნიერება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და სახალისო გახდეს ახალგაზრდა გოგოებისთვის!”

-------------------------

იდეათონი კრეატიული განვითარების ცენტრის (CDC) მიერ იმართება,
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების
„EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” და „VET in Georgia’s
Growth Sectors“ კოლაბორაციის ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირისა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური
სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.

The Ideathon is organized by the Creative Development Center (CDC) in
collaboration with the EU4Youth: Youth Engagement and Empowerment and
“VET in Georgia's Growth Sectors” projects, co-funded by the European
Union and the German Federal Ministry for Economic Cooperation and
Development (BMZ) and implemented by GIZ.

🤩 პირველად - სამეცნიერო პიკნიკი გურიაში! 🚀წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დასტური იმისა, რომ მეცნიერება უფრო სახალისოა კ...
25/11/2025

🤩 პირველად - სამეცნიერო პიკნიკი გურიაში! 🚀
წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დასტური იმისა, რომ მეცნიერება უფრო სახალისოა კიურის ლაბთან ერთად!🥰

ჩვენი პროგრამის მონაწილე სკოლები:
🔴 შუხუთის სკოლა
🔵 ხაჯალიის სკოლა
🟣🟢🟠 ლანჩხუთის N1, N2, N3 სკოლები
წარმოგვიდგენენ თავიანთ სამეცნიერო პროექტებს, რომლებზეც მთელი წელი მუშაობდნენ!🚀

🔬✨ სტუმრების სტატუსით ღონისძიებას შემოუერთდებიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები:
საქართველოს უნივერსიტეტი, სმარტ აკადემია, ტენე და ჩხირკედელა.

დღის ბოლოს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, რაც ერთგვარი მოტივაცია იქნება ჩვენი მომავალი მონაწილეებისთვის!🏆

თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში და არ გამოტოვოთ მომავალი ღონისძიებები!🌟📚
წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება👀

🏆 გავიმარჯვეთ!🌟 იდეათონზე ჩვენი პროექტი "მეცნიერების ელჩები" ჟიურისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა!🚀 ეს გამარ...
10/11/2025

🏆 გავიმარჯვეთ!
🌟 იდეათონზე ჩვენი პროექტი "მეცნიერების ელჩები" ჟიურისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა!

🚀 ეს გამარჯვება კი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენი სამუშაო და ძალისხმევა სწორი მიმართულებით მიდის.

🇪🇺🇩🇪 იდეათონი ორგანიზებულია კრეატიული განვითარების ცენტრის (CDC) მიერ, EU-სა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ და „VET in Georgia’s Growth Sectors“ კოლაბორაციის ფარგლებში.

💜 მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ნებისმიერი ფორმით, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შრომა და ენერგია ასე ფასდება.
👀 ეს კი მხოლოდ დასაწყისია! წინ ბევრი საინტერესო სამეცნიერო თავგადასავალი გველოდება!

29/10/2025

უფრთხილდით..👻💣🔥🤫

28/10/2025

ყველასთვის საყვარელი #ექსპერიმენტი #ქიმიურივულკანი 🫶🏻🌋

15/10/2025

იმერეთში ჩვენი სამეცნიერო შეხვედრების მხარდამჭერია .university.of.georgia

უკარგესი ნინი თავის საყვარელ მეცნიერზე გვესაუბრება🥰

Address

Lanchkhuti

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კიურის ლაბორატორია • Curie’s lab posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კიურის ლაბორატორია • Curie’s lab:

Shortcuts

Share