My European School - ჩემი ევროპული სკოლა

My European School - ჩემი ევროპული სკოლა 🏫 კერძო სკოლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

🎓 2022 წლიდან მოსწავლეებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესს.

🧠 ცოდნა ძალაა!

✨ თბილისიდან ლაგოდეხში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ვფიქრობდით, მხოლოდ დროებით დავრჩებოდით, სანამ ანი სკოლის ასაკს მიაღწ...
12/08/2026

✨ თბილისიდან ლაგოდეხში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ვფიქრობდით, მხოლოდ დროებით დავრჩებოდით, სანამ ანი სკოლის ასაკს მიაღწევდა.

🏫 მერე “ჩემი ევროპული სკოლის” შესახებ გავიგეთ. ვისთანაც კი სკოლის შესახებ ვიკითხეთ, მხოლოდ დადებითი შეფასებები მოვისმინეთ. საბოლოოდ, ასეთი სკოლის ფუნქციონირებამ განაპირობა ჩვენი რაიონში დარჩენა და 2025 წლის სექტემბერში ანიც თქვენთან შემოვიყვანეთ.

💚 მიხარია, რომ იმედები სრულად გაგვიმართლდა. ადმინისტრაციიდან დაწყებული, თითოეული პედაგოგით დამთავრებული, ყველა განსაკუთრებული მასწავლებელია და, პირველ რიგში - ადამიანი!

🚌 როგორც მშობლისთვის, ჩემთვის დამატებითი პრიორიტეტი იყო გამართული ტრანსპორტირება და სკოლაშივე არსებული წრეები, რამაც ყოველდღიურობა საგრძნობლად დაგვიმარტივა.

🌟 რაც შეეხება ანის, ახალ ეტაპს საოცრად მარტივად შეეგუა. დილით ისეთი სიხარულით იღვიძებდა, რომ ეს ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, უდიდესი ბედნიერება იყო. გარდა იმისა, რომ პირველი კლასის სასწავლო პროგრამა საუკეთესოდ დაძლია, პიროვნულადაც ძალიან განვითარდა: გათავისუფლდა სიმორცხვისგან და გახდა ბევრად უფრო კომუნიკაბელური.

🙏 დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, რაიონშივე მიიღონ ჩვენმა შვილებმა მაღალი ხარისხის განათლება!”

©️ეკა ყრუაშვილი - ანი ბარბაქაძის დედა

📌 შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს!
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმაც დაიწყოს სასკოლო ცხოვრება უსაფრთხო, მზრუნველ და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში, იჩქარეთ, რადგან მცირე კლასების გამო ადგილები შეზღუდულია!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 08 02 05
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

03/08/2026

🏫 კიდევ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა “ჩემს ევროპულ სკოლაში“ შვილის შემოყვანა!

👩🏻‍🏫 ფიქრია ალავერდაშვილი ჩვენი სკოლის მასწავლებელია და მან შიგნიდან იცის ის გარემო, ზრუნვისა და განათლების ხარისხი, რომელსაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ.

📝 შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება!

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, გაიზარდოს მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

ჩვენთან დაგხვდებათ:

🎒 მცირერიცხოვანი კლასები და ინდივიდუალური მიდგომა;
🌍 ევროპული სტანდარტები და თანამედროვე განათლება;
💡 შემოქმედებითი და მოტივირებული გუნდი.

📌 მცირე კლასების გამო ადგილები შეზღუდულია! დაარეგისტრირეთ მომავალი პირველკლასელი დღესვე.

📞 საჭირო ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 08 02 05 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

31/07/2026

☀️🌊 მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ ვიდეობლოგებს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ზაფხულის არდადეგებს ჩვენი მოსწავლეები.

🎥 პირველი ვიდეო უკვე მზადაა! კადრები თავიდან ბოლომდე ნინი ნოზაძემ გადაიღო და დაამონტაჟა.

👇 უყურე ვიდეოს და გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები!

#ჩემიზაფხულისარდადეგები

27/07/2026

🏫 ჩვენი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნიკა გოგოლაძე ცხოვრებისეული მაგალითებით ასწავლის ბავშვებს მოყვასის სიყვარულსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

🫂 სკოლის გარდა, ნიკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში სპეცმასწავლებლად მუშაობს და თითოეულ ბავშვს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას ჩუქნის.

🏡 ნიკამ ააშენა სამი სახლი უსახლკარო ადამიანებისთვის, ამდენივეს გაუკეთა რესტავრაცია, ის პირადად უვლის და ყოველდღიურად აქცევს ყურადღებას 6 ადამიანს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

🎓 2000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარა სხვადასხვა საჭიროება. არაერთ სტუდენტს მხარი დაუჭირა სწავლის გადასახადის დაფარვაში.

✨ აი, ასეთი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გვყავს, რომელსაც უკეთ გაგაცნობთ რუბრიკაში - “მასწავლებელი სხვა რაკურსით”.

25/07/2026

🔔 სექტემბრიდან “ჩემს ევროპულ სკოლას“ კიდევ ერთი მოსწავლე, ენერგიული და გონიერი ტატო სიყმაშვილი შემოუერთდება!

🚀 დიდი მადლობა დედას, თამთა ბებრიშვილს გამოცხადებული ნდობისა და ჩვენი სკოლის არჩევისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყოთ ტატოს მეგზურები ცოდნითა და შთაგონებით სავსე ამ ახალ თავგადასავალში!

📌 შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს!
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმაც დაიწყოს სასკოლო ცხოვრება უსაფრთხო, მზრუნველ და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში, იჩქარეთ, მცირე კლასების გამო ადგილები შეზღუდულია!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 08 02 05
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 📥

14/07/2026

☀️ ძვირფასო მშობლებო, სიხარულით ვაცხადებთ მიღებას ჩვენს საზაფხულო პროგრამებზე, რომლებიც სპეციალურად სხვადასხვა ასაკის მოზარდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით.

🌿 ნაცვლად მშრალი თეორიისა, ჩვენს მოსწავლეებს ელით უსაფრთხო, ემოციურად თბილი, სახალისო და შემეცნებითი გარემო, სადაც თამაშითა და პრაქტიკული გამოწვევებით უმნიშვნელოვანეს უნარებს განივითარებენ.

შეარჩიეთ თქვენი შვილისთვის საუკეთესო მიმართულება:

🏰 1. საზაფხულო სკოლა “დისნეილენდი“ (6-9 წელი) - პროგრამა რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე დაასრულეს პირველი კლასი.

დისნეის ჯადოსნური ფილმებისა და ანიმაციების მოტივებზე შექმნილი ბანაკი პატარებს შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ დაეხმარება სოციალურ ინტეგრაციაში, კომუნიკაციასა და კრეატიულ აზროვნებაში.

🎨 ხატვა, ძერწვა, აპლიკაციები და წვრილი მოტორიკის განვითარება;
🎭 როლური თამაშები სიუჟეტების მიხედვით - ემპათიისა და ემოციების მართვის სასწავლად;
🕵️‍♂️ სახალისო ვიქტორინები და “საგანძურის ძიება“;
🏃‍♂️ მხიარული სტარტები და სპორტული ესტაფეტები ღია ცის ქვეშ.

👇 რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
🔗 საზაფხულო სკოლა "დისნეილენდი" - https://shorturl.at/5H06x

🚀 2. მომავლის ლიდერების ბანაკი (10-13 წელი) - ინტერაქციული პროგრამა, რომელიც მიმართულია მოზარდების სოციალური, პიროვნული და პრაქტიკული უნარების გაძლიერებისკენ.

👑 ორატორული ხელოვნება, საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და ემოციური ინტელექტი;
🍔 ბანაკის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი! რეალური ბიუჯეტით პროდუქტების დაგეგმვა, შეძენა და კერძების მომზადებაში შეჯიბრი;
💰 ფინანსური განათლების მისაღებად ბიუჯეტის განაწილება და ფულის გონივრული მართვა;
🧠 კარიერული ორიენტაციის თამაშები, ციფრული წიგნიერება და ეკო-ცნობიერება;
🗺️ ექსკურსიები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

👇 რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
🔗 საზაფხულო სკოლა
"მომავლის ლიდერები" - https://shorturl.at/D49kb

📌 საორგანიზაციო დეტალები:

📅 პერიოდი: 20 ივლისი - 31 ივლისი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

⏰ ხანგრძლივობა: 10:00-დან 17:00 საათამდე (სრულდღიანი პროგრამა)

📍 მდებარეობა: “ჩემი ევროპული სკოლის”კეთილმოწყობილი სივრცე

💰 ბანაკის საფასური: 400 ₾ (ღირებულებაში შედის: სრულდღიანი პროგრამა, საჭირო მასალები და სრულფასოვანი ორჯერადი კვება)

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, გაატაროს ზაფხული პროდუქტიულად, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და შეიძინოს მეგობრები!

🚨 ადგილები ჯგუფებში შეზღუდულია, რათა თითოეულ მოზარდს მაქსიმალური, ინდივიდუალური ყურადღება დავუთმოთ.

📞 თქვენთვის საინტერესო კითხვებს ვუპასუხებთ ნომერზე: +995 597 08 02 05

✍️ რა კარგია, როცა მწერლები შენს პატარა ქალაქში მოდიან, წიგნებზე ავტოგრაფებს გიწერენ და გაჯერებენ, რომ საინტერესო ისტორი...
10/07/2026

✍️ რა კარგია, როცა მწერლები შენს პატარა ქალაქში მოდიან, წიგნებზე ავტოგრაფებს გიწერენ და გაჯერებენ, რომ საინტერესო ისტორიების შექმნა შენც შეგიძლია!

🏫 გუშინ “ჩემს ევროპულ სკოლაში” ზუსტად ეს მოხდა - ვუმასპინძლეთ Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ის ლიტერატურულ ტურნეს და წიგნის ბაზრობას.

💡 პატარები საბავშვო მწერალსა და პოეტ ვასო გულეურთან ერთად საკუთარ ლექსებს ქმნიდნენ და “პალიტრა სტუდიის” შემეცნებით თამაშებში მონაწილეობდნენ.

📚 სკოლის ეზოში მოწყობილ წიგნის ბაზრობაზე ლაგოდეხელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ სასურველი ავტორების ნაწარმოებები.

✨ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, კიდევ არაერთ საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებას ვუმასპინძლებთ!

08/07/2026

🎒 ასეთია ბავშვების თვალით დანახული “ჩემი ევროპული სკოლა” 💛

🎥 უყურეთ ჩვენს ახალ ვლოგს და გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენი აზრით, რა არის სკოლაში ყვეეელაზე მთავარი?? ✨

ბავშვებო, უკვე ძალიან გვენატრებით! 🥹💕

ლიტერატურული ტურნე 2026 - შენი ზაფხულის საკითხავი ☀️📍 შემდეგი გაჩერება: ლაგოდეხი🧡 ხუთშაბათს, 9 ივლისს, ლიტერატურული ტურნ...
04/07/2026

ლიტერატურული ტურნე 2026 - შენი ზაფხულის საკითხავი ☀️

📍 შემდეგი გაჩერება: ლაგოდეხი

🧡 ხუთშაბათს, 9 ივლისს, ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში “ჩემს ევროპულ სკოლაში” ვუმასპინძლებთ გამომცემლობა Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L- ის გუნდსა და ავტორებს.

📚 ადგილზე მოსული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით:

▪︎ შეიძინე 3 წიგნი 10 ლარად;
(შეთავაზება ვრცელდება შემდეგ წიგნებზე: „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე", „მაცი ხვიტია", „მშვიდობით ჩემო საყვარელო").
▪︎ „გადაიხადე რამდენიც გინდა";
(შეთავაზება ვრცელდება ორ წიგნზე: „ღამის აგენტი", „ჩემი პირველი წიგნი ფორმებზე").

✨ გარდა ამისა, დიდი და პატარა მკითხველებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა მოვამზადეთ:

14:00 - ლექსების ვორქშოპი ვასო გულეურთან ერთად;
15:00-18:00 - გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის „პალიტრა სტუდიასთან" ერთად;

16:00 - ლიტერატურული პროგრამა - „სკრიპტორიუმი" დათო გაბუნიასთან ერთად:
▪︎ საჯარო ლექცია: „მწერლობა, როგორ ხელობა";
▪︎ „ამბის თხრობის ვორქშოპი".

😊 ერთმანეთს შევხვდებით 9 ივლისს, ლაგოდეხში.
მისამართი: ჩემი ევროპული სკოლა, 9 აპრილის ქუჩა #42.

Address

9 April Street
Lagodekhi
2700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when My European School - ჩემი ევროპული სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to My European School - ჩემი ევროპული სკოლა:

Shortcuts

Share

Category