ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თამარ მეფის N105

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

1937 წელს ქ. ქუთაისში გაიხსნა პიონერთა და მოსწავლეთა სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ქორეოგრაფიის, მომღერალთა, სასულე ორკესტრის, ფოტო და ნატურალისტთა წრეებმა.
1954 წელს პიონერთა სახლი-სასახლედ გადაკეთდა. ამ გარემოებამ გამოიწვია მასში მოქმედი ჯგუფების გაზრდა. დღეს მოღვაწე არა ერთ მწერალს, მხატვარს, ისტორიკოსს, მუსიკოსს, თუ სხვადასხვა სამეცნიერო და ხელოვნების წარმომადგენელს ნათლობა სასახლის კედლებში აქვს მიღებული. ისინი სრულიად საქართველოს მოიცავენ.სასახლეში ფუნქციონირებს _ ესთეტიკა-ჰუმანიტარულ დისციპლინათა განყოფილება; ფოლკლორის; უცხო ენების; მხატვარ-დიზაინერთა; ხელოვნების მოყვარულთა; საქართველოს ისტორია-ეთნოგრაფიის კაბინეტები; ქართული ენა-ლიტერატურის; შემოქმედ-მოსწავლეთა; ხატვის; მეტყველების კულტურა; მხატვრული კითხვის წრეები. აქვეა ჩამოყალიბებული: ხალხური ცეკვისა და საკრავების ანსამბლები; გუნდი; საბავშვო სიმღერების სტუდია; დებატ და საინტერესო შეხვედრების კლუბები და ბავშვთა საესტრადო ორკესტრი ,,აისი".
ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო დისციპლინათა განყოფილებაში კი ფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო; უმცროს კლასელთა; სპორტული; ტექნიკურ-მოდელირების; კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი; სახალისო და უმაღლესი მათემატიკის; ჭადრაკის; სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების; ფიზიკis; ქიმიis; ბიოლოგიis; გეოგრაფიის; ტურიზმის და ავიამოდელირების შემსწავლელი წრეები.
სასახლეში ყოველწლიურად ეწყობა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, სხვადასხვა დონის საჭადრაკო ტურნირები; კონკურსების და საინტერესო ღონისძიებები. მოსწავლე -ახალგაზრდობის სასხლეს ამ წლების მანძილზე გავლილი აქვს ღირსეული გზა. ახალგაზრდობამ გადამწყვეტი როლი უნდა შეიტანოს ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს აღმაშენებლობაში, ყოველივე ამას კი, სრულფასოვანი განათლება სჭირდება. რისი გარანტიც არის ქუთაისის მოსწვლე _ ახალგაზრდობის სასახლე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელები:
1945 ის 27 დეკემბრიდან -1947 წლის 20 აპრილამდე -ნ. ბალანჩივაძე.
1947 წლიდან 1948 წლის 3 აპრილამდე - სუთიძე.
1948 წლის 6 მაისიდან-1954წლის ოქტომბრამდე - შ. ბაკურაძე.
1954 წლის 1 ნოემბრიდან- 1964 წლამდე - ოთარ ბოკერია.
1964 წლის 28 მაისიდან-1977 წლის 15 სექტემბრამდე -ზურაბ კუხიანიძე.
1977 წლის 7 ოქტომბერს -2002 წლის 25 დეკემბრამდე -გურამ ძოწენიძე.
2003 წლის 7 ივლისდან-2007 წლის 6 ნოემბრამდე -გონერი ჭეიშვილი.
2008 წლის 23 იანვრიდან-2008 წლის 24 ივლისამდე - ლევან შენგელია.
2008 წლის 9 სექტემბიდან -2011წლის 4 თებერვლამდე -ზაზა ლეკვეიშვილი.
2011 წლის 17 თებერვლიდან -2011 წლის 9 დეკემბრამდე - ია ვერულაშვილი.
2011 წლის დეკემბრიდან -2013 წლის 31 დეკემბრამდე - მიხეილ ფხაკაძე
2013 წლიდან -2016 წლამდე დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებდა -ია ვერულაშვილი.
2016 წლის 17 თებერვლიდან დღემდე - მარინა მარჯანიშვული

ღია კარის დღე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში! #შენიწარმატებაიწყებააქ #გახდისასახლელი 💜
29/09/2026

ღია კარის დღე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში!
#შენიწარმატებაიწყებააქ
#გახდისასახლელი 💜

📣📣📣📣მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სიახლეა!!!✅ ხალხური საკრავების  შემსწავლელმა წრემ განაახლა მიღება!!! ✅მობრძანდით, დ...
29/09/2026

📣📣📣📣მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სიახლეა!!!
✅ ხალხური საკრავების შემსწავლელმა წრემ განაახლა მიღება!!!
✅მობრძანდით, დაეუფლეთ ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას, ✅ფანდური
✅ბასფანდური
✅სალამური
✅შეისწავლეთ ქართული ხალხური სიმღერები და იმოგზაურეთ პოლიფონიური მუსიკის სამყაროში!
✅ ხალხური საკრავების წრეზე ასაკობრივი შეზღუდვაა! მიიღებიან მხოლოდ მე-5 კლასის ზემოთ მოსწავლეები!
✅პედაგოგი რამაზ მემანიშვილი.
✅ სასახლეში ყველა მიმართულებოთ სწავლება უფასოა!
✅ რეგისტრაცია გრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

თქვენ გელით სასახლე!!✅მისამართი თამარ მეფის ქ. N105

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 👩‍🎓🧑‍🎓 28სექტემბერს, ორშაბათს , 15:00 საათზე,.გაიმართებაღ ი ა კ ა რ ი ს დ ღ ე,სადაც სასახლეში მოსულ...
28/09/2026

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 👩‍🎓🧑‍🎓 28სექტემბერს, ორშაბათს , 15:00 საათზე,.გაიმართება
ღ ი ა კ ა რ ი ს დ ღ ე,
სადაც სასახლეში მოსულ მშობლებსა და ბავშვებს საშუალება ექნებათ:

☀️შეხვდნენ სასურველი წრეების პედაგოგებს.
☀️ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, სასახლეში არსებული სხვადასხავა კონფერენციების, კონკურსების, საჭადრაკო ტურნირების , ღონისძიებების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
☀️ დაიწყეთ სწავლა აქ და ახლა!
☀️ მობრძანდით სასახლის პროფესიონალთა გუნდი გელოდებათ!!
☀️დაიწყეთ წინსვლა წარმატებისკენ !

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 👩‍🎓🧑‍🎓 28სექტემბერს,  ორშაბათს , 15:00 საათზე,.გაიმართება            ღ ი ა  კ ა რ ი ს  დ ღ ე,  სადა...
24/09/2026

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 👩‍🎓🧑‍🎓 28სექტემბერს, ორშაბათს , 15:00 საათზე,.გაიმართება
ღ ი ა კ ა რ ი ს დ ღ ე,
სადაც სასახლეში მოსულ მშობლებსა და ბავშვებს საშუალება ექნებათ:

☀️შეხვდნენ სასურველი წრეების პედაგოგებს.
☀️ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, სასახლეში არსებული სხვადასხავა კონფერენციების, კონკურსების, საჭადრაკო ტურნირების , ღონისძიებების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
☀️ დაიწყეთ სწავლა აქ და ახლა!
☀️ მობრძანდით სასახლის პროფესიონალთა გუნდი გელოდებათ!!
☀️დაიწყეთ წინსვლა წარმატებისკენ !

📣📣📣გადადგი პირველი ნაბიჯი  წარმატებისაკენ!!! 💥შენი  წარმატება იწყება აქ და ახლა!!   🧑🧒5-17 წლამდე მოზარდებო, ეს შესაძლევ...
21/09/2026

📣📣📣გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისაკენ!!!
💥შენი წარმატება იწყება აქ და ახლა!!
🧑🧒5-17 წლამდე მოზარდებო, ეს შესაძლევლობა თქვენთვისაა!!!!

📚მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს 33 მიმართულებით ( ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს გვერდზე) მოსწავლეთა მიღებას!!
სასახლეში სწავლა ყველა მიმართულებით უფასოა! (განათლების მიღებას აფინანსებს ადგილობრივი თვითმმართველობა).
📚 ისწავლე, შეიმეცნე, განვითარდი!!!
📚 საკუთარ თავში აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები!
📚 ახალი მიმართულებით განავითარე უნარ-ჩვევები, განამტკიცე ძველი!
🫶შეიძინე ახალი მეგობრები !
📚აღმოაჩინე დაფარული ნიჭი!
📚ეძებე და იპოვე საკუთარი თავი!
📚ხარისხიანი განათლება - ეს შენთვისაა!!
📚 მეგობრული და შემოქმედებითი გარემო!
📚მაღალი რეიტინგი და კვალიფიციური პედაგოგები!
📣📣📣სასახლე გელის შენ!!
ნუ დაყოვნდები!!
📣📣📣რეგისტრაცია დაიწყო !!!!

2026 წლის 23 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში  ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომა.შეჯამდა  2025-26 სასწავლო წლის ...
24/06/2026

2026 წლის 23 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
შეჯამდა 2025-26 სასწავლო წლის შედეგები .

განვლილი სასწავლო წელი დახუნძლული იყო ღონისძიებებით, კონფერენციებით, შეხვედრებით, მასტერკლასებით!
საინტერესო და ნაყოფიერი წლის დასასრული ერთხმად შეფასდა დადებითად და დაისახა სამომავლო გეგმები.

🏁2026 წლის15 ივნისს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში,   საზეიმო ვითარებაში გაიმართა 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებე...
16/06/2026

🏁2026 წლის15 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი -ტრადიციული შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული მოჭადრაკეების დაჯილდოება. ტურნირი მიმდინარეობდა 10 - 11 ივნისს ოთხ სხვადასხვა ჯგუფში და მონაწილეობდა 45 მოჭადრაკე. პროექტის ხელმძღვანელი - მთავარი მსაჯი ,სასახლის ჭადრაკის შემსწავლელი წრის პედაგოგი ირინე ქლიბაძე.
🏁ცერემონიალი გახსნა სასახლის დირექტორმა მარინე მარჯანიშვილმა.
🏁დაჯილდოებას ესწრებოდნენ: ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, სასახლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.

🏁 გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით,მედლებითა და დიპლომებით, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები.

🏁 დამწყები მოჭადრაკე გოგონები:
🥇I ადგილი: ანანო ჩაკვეტაძე.
🥈II ადგილი: ბეთულ ჩირიშ.
🥉III ადგილი: ემილი ძოწენიძე, ანა ადეიშვილი.

🏁 დამწყები მოჭადრაკე ბიჭები:
🥇 I ადგილი: გაბრიელ ლექვინაძე,ილია კობეშავიძე
🥈 II ადგილი: თომა ჩიტაძე.
🥉 III ადგილი:უჩა ჩიქოვანი, ალექსი ჩაკვეტაძე.
ასევე ამ ჯგუფში თანაბარი 4-4 ქულით III-VIII ადგილები გაინაწილეს :
თომა ადეიშვილმა,
ილია მამაგეიშვილმა და
ცოტნე ხერხაძემ .

🏁უთანრიგო 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეები:
🥇I ადგილი: დანიელ გაბადაძე.
🥈II ადგილი : ვაჟა ქიმაძე.
🥉III ადგილი: თომა ბანძელაძე.

🏁თანრიგოსანი მოჭადრაკეები
🥇I ადგილი: ლევან ფანჩულიძე.
🥈II ადგილი: ნიკოლოზ ჯანელიძე, იოანე ნემსაძე.
🥉III ადგილი: გაბრიელ ნემსაძე.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტრადიციული  საჭადრაკო ტურნირის მე-2 დღე. (V-VII ტური)
11/06/2026

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტრადიციული საჭადრაკო ტურნირის მე-2 დღე. (V-VII ტური)

2026 წლის 10 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლეში დაიწყო ტრადიციული  შიდა საწრეო ტურნირი  ჭადრაკში , რომელშიც მონაწი...
10/06/2026

2026 წლის 10 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაიწყო ტრადიციული შიდა საწრეო ტურნირი ჭადრაკში , რომელშიც მონაწილეობას იღებს 45 მოჭადრაკე, 4 სხვადასხვა ჯგუფში. ტურნირი მიმდინარეობს ფიდეს მოქმედი წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად .
კენჭისყრის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://swissonlinetournament.com/Tournament/Details/65ceb74808c641dbb3aaf1cec94a9bca

https://swissonlinetournament.com/Tournament/Details/04088ed07d43453eaf8d2dbeba2fcb32

https://swissonlinetournament.com/Tournament/Details/1dbb6c7f32644ebdb11e3e01d9d50b6a

https://swissonlinetournament.com/Tournament/Details/e1db84b6a5b540e090eaecb202c30c77

Address

თამარ მეფის ქუჩა N105
Kutaisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995431246588

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე:

Shortcuts

Share

Category