14/09/2026
📚ხშირად, როცა ვკითხულობთ, არის თუ არა ბავშვი სკოლისთვის მზად, პირველ რიგში ვფიქრობთ: იცის ასოები? ითვლის? შეუძლია თავისი სახელის დაწერა?
🟡მაგრამ სკოლა ბავშვისგან კიდევ ბევრ ისეთ უნარს მოითხოვს, რომელსაც სამუშაო რვეულში ვერ შევამოწმებთ.
🧩 შეუძლია დახმარების თხოვნა?
თუ დავალება ვერ გაიგო ან რაღაც გაუჭირდა, შეუძლია მასწავლებელს უთხრას: „ვერ გავიგე“ ან „დამეხმარე“?
⏳ შეუძლია ლოდინი და თავის რიგის დალოდება?
საკლასო გარემოში ყოველთვის ვერ მიიღებს იმას, რაც მაშინვე უნდა. რიგის დაცვა და სურვილის მცირე ხნით გადადება მნიშვნელოვანი თვითრეგულაციის უნარია.
❌ შეუძლია შეცდომის ატანა?
სკოლაში შეცდომები გარდაუვალია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ „ვერ გამომივიდა“ არ ნიშნავს „მე არ შემიძლია“.
👂 შეუძლია ინსტრუქციის მოსმენა და შესრულება?
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ინსტრუქციის დამახსოვრება, ნაბიჯების მიყოლა და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტების კითხვა.
🤝 შეუძლია თანატოლებთან თანამშრომლობა?
სკოლა მხოლოდ მასწავლებელთან ურთიერთობა არ არის -ბავშვი სწავლობს გაზიარებას, შეთანხმებას, მოლაპარაკებას, კონფლიქტის მოგვარებას და ჯგუფურ მუშაობას.
🌱 ამიტომ, სკოლის დაწყებამდე კარგი კითხვაა არა მხოლოდ „რა იცის ჩემმა ბავშვმა?“, არამედ =
„რისი გაკეთება შეუძლია მას დამოუკიდებლად, როცა რაღაც რთულდება?“
🟡სასკოლო მზაობა ცოდნისა და უნარების ერთობლიობაა და ემოციური, სოციალური და თვითრეგულაციის უნარები ამ პროცესში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ცოდნა.
☎️599022558
📍ქუთაისი, ზ.გამსახურდიას 2
#სკოლა #თერა #ქცევისთერაპია #პოზიტიურიაღზრდა #ფსიქოლოგია