N1 School - Gokadze

N1 School - Gokadze N1 School - Gokadze

02/10/2026
01/10/2026

🧠 „მოაზროვნეს“ საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო!

რა შეუძლია მიიღოს ბავშვმა მოაზროვნეს საკვირაო სკოლაში?

💡 ლოგიკური და დამოუკიდებელი აზროვნება,
💡 მსჯელობის უნარი,
💡 პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის ძიება და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.

👥 მიიღება • 📚 II–VI კლასები
ჯგუფში მხოლოდ 15 ბავშვი.

⏳ ადგილები შეზღუდულია!

📍 ირ. აბაშიძის ქ. 13(ა)
📞 555 10 00 33

🧠 „მოაზროვნე“ -ადგილი მათთვის, ვისაც ფიქრი უყვარს. ❤️

N1 სკოლა გოქაძის მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგლებში
01/10/2026

N1 სკოლა გოქაძის მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგლებში

ვულოცავთ N1 გოქაძის სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს 2026 წლის გაზაფხულის „კინგსის“ ოლიმპიადაზე და და...
01/10/2026

ვულოცავთ N1 გოქაძის სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს 2026 წლის გაზაფხულის „კინგსის“ ოლიმპიადაზე და დამსახურებულად დაჯილდოვდნენ დიპლომებით! 🎓👏

ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. 📚✏️🇬🇧

განსაკუთრებით გვახარებს ისიც, რომ აქტიური ჩართულობისთვის გამორჩეულ მონაწილეებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. 🎁✨

ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! თქვენი შრომა, მონდომება, ცოდნისკენ სწრაფვა და აქტიურობა ნამდვილად საამაყოა. 🌟

გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, გამარჯვებასა და ახალ შესაძლებლობებს!
ვამაყობთ თითოეული თქვენგანით! 💙🏆📚
კინგსი საქართველო • Kings Georgia

გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგ...
30/09/2026

გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგლებში. ✨

გიორგიმ პროექტში „ახალგაზრდა დიპლომატის“ მისია შეასრულა და შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპულ სივრცეში საქართველო წარმოედგინა. 🇬🇪

პროექტის ფარგლებში იგი ეწვია ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს, სადაც მონაწილეებმა ევროპარლამენტარების როლები მოირგეს, ჩაერთნენ დებატებში, იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციების შემუშავებისა და მიღების პროცესში. 🏛️🇪🇺

გიორგიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო ლექციებში, გაეცნო ევროპული ინსტიტუტების მუშაობის პრინციპებს და შეხვდა ევროპელ დელეგატებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც პროექტმა ახალგაზრდებს მისცა — საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა, დებატებში მონაწილეობა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და დიპლომატიური უნარების პრაქტიკაში გამოყენება. 🤝

🇬🇪 ვამაყობთ გიორგით და მისი აქტიურობით!

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი მომავლის უფრო მკაფიოდ დანახვაში. 🌟

წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის მომავალ გზაზე! 💙 საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები • Young Diplomats of Georgia

🌿 ბუნების წრე — „ბუნების პატარა მკვლევარები“მასწავლებელი: მაია ნათბილაძესამიზნე ჯგუფი: I–VI კლასის მოსწავლეებიჩატარების ...
30/09/2026

🌿 ბუნების წრე — „ბუნების პატარა მკვლევარები“

მასწავლებელი: მაია ნათბილაძე

სამიზნე ჯგუფი: I–VI კლასის მოსწავლეები

ჩატარების დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

ხანგრძლივობა: თითო შეხვედრა — 1 საათი და 30 წუთი

წრის მიზანი
მოსწავლეებში ბუნების, გარემოსა და ცოცხალი სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივება; დაკვირვების, კვლევის, ცდისა და პრაქტიკული მუშაობის უნარების განვითარება.

ძირითადი მიმართულებები
🌱 მცენარეები და მათი სამყარო
🐦 ცხოველები და ფრინველები
🌦️ ამინდი და სეზონები
💧 წყალი, ჰაერი და ნიადაგი
🌍 გარემოს დაცვა და ეკოლოგია
🔬 მარტივი და სახალისო ექსპერიმენტები

📚 რას მოიცავს წრე
I–II კლასები
• მცენარეები და მათი ნაწილები 🌱
• ცხოველები და ფრინველები
• სეზონები და ამინდი
• წყალი, ჰაერი და ნიადაგი
• მარტივი ცდები
• ხატვა, აპლიკაციები და ბუნებრივი მასალებით მუშაობა

III–IV კლასები
• მცენარის ზრდა და განვითარება
• ცხოველთა სამყარო
• ეკოსისტემა
• წლის წრე ბუნებაში
• ამინდის დაკვირვება

V–VI კლასები
• ეკოსისტემები და კვებითი ჯაჭვები
• ბიომრავალფეროვნება
• ადამიანის გავლენა ბუნებაზე
• გარემოს დაბინძურება და დაცვა
• ნიადაგისა და წყლის კვლევა
• პრაქტიკული ექსპერიმენტები და მცირე პროექტები

🌳 განსახორციელებელი აქტივობები
წრეში შეიძლება ჩატარდეს გასვლითი აქტივობები, ბუნებაზე დაკვირვება, მცენარეების დარგვა და მოვლა, მცირე ექსპერიმენტები, ეკოლოგიური აქციები, ბუნებრივი მასალების გამოყენებით შემოქმედებითი სამუშაოები და სხვადასხვა პრაქტიკული პროექტები.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი და პროექტის მონაწილეები ქ...
29/09/2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი და პროექტის მონაწილეები ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობათა ქსელის პროექტის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტი „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო გამოცდილებისა და იდეების გაზიარება, მოსწავლეებში ლიდერული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება და სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერება.

პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, საკუთარი ინიციატივები განახორციელეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. 🌟

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 🏆📜

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო ინიციატივასა და წარმატებულ პროექტს! 💚✨ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

🤺 ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი მოსწავლეები საინტერესო ვიზიტით ქუთაისის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულ...
28/09/2026

🤺 ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი მოსწავლეები საინტერესო ვიზიტით ქუთაისის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ფარიკაობის დარბაზში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ფარიკაობის სპორტის სახეობას, დაათვალიერეს დარბაზი და მიიღეს საინტერესო გამოცდილება. ⚔️🏆

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალი უნარების განვითარებასა და აქტიურ ჩართულობას. 💪✨

📌 პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. 🤝📚 ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინტერესო და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე — „საჯაროდ...
28/09/2026

N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინტერესო და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე — „საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება“. 🗣️💬

ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს თავდაჯერებულად და ეფექტურად გამოსვლის, აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის სწორად გამოხატვის მნიშვნელობაზე. 🌟

ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში თავდაჯერებულობის, კომუნიკაციისა და ლიდერული უნარების განვითარებას. 💙
ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

Address

ირ. აბაშიძის №13ა
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 06:00
Tuesday 09:00 - 06:00
Wednesday 09:00 - 06:00
Thursday 09:00 - 06:00
Friday 09:00 - 06:00
Saturday 09:00 - 06:00

Telephone

+995568332233

Alerts

Be the first to know and let us send you an email when N1 School - Gokadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to N1 School - Gokadze:

Shortcuts

Share

Category