ATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, Education Website, Kutaisi.

🎓 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი წარმოგიდგენთ „აგრონომიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრ...
23/09/2026

🎓 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი წარმოგიდგენთ „აგრონომიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას!
საქართველოსა და რეგიონში აგრარული სექტორის სწრაფი განვითარება მოითხოვს თანამედროვე ცოდნით, პრაქტიკული უნარებითა და ინოვაციური ხედვით აღჭურვილ აგრონომებს.„აგრონომიის“ 3-წლიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 ECTS) ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც შეძლებენ სოფლის მეურნეობის გაძღოლასა და აგრონომიული პროცესების ეფექტურ მართვას.
🌿 რას ისწავლით პროგრამის ფარგლებში?
ნიადაგის მართვა და აგროქიმია: ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, მცენარეთა კვება და აგრომელიორაციული ღონისძიებები. თანამედროვე აგროტექნოლოგიები: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანა, მექანიზაცია და ინოვაციური სამანქანო ტექნოლოგიების შერჩევა. მცენარეთა დაცვა: მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის მეთოდები. მდგრადი და ორგანული სოფლის მეურნეობა: აგროეკოლოგიური პრინციპების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სასურსათო უსაფრთხოება.
💼 დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურებში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოში (RDA), აგრობიზნეს-კომპანიებში, ფერმერულ მეურნეობებში, ნიადაგისა და მცენარეთა კვლევით ლაბორატორიებსა და საკონსულტაციო ცენტრებში.
📄 პროგრამის კურიკულუმისა და დეტალური სწავლის შედეგების გასაცნობად გადადით ბმულზე:🔗 https://atsu.edu.ge/ge/faculty/9-agraruli-pakulteti/fprograms/1/72
📩 თქვენი უკუკავშირი მნიშვნელოვანია!დამსაქმებლებსა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებს გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა პროგრამის განვითარების გამოკითხვაში:🔗 https://forms.gle/YkRVgt6S7rf4swiw5

@ #აწსუ #აგრარულიფაკულტეტი #აგრონომია #სოფლისმეურნეობა

აგრარული ფაკულტეტი აწსუ–ში ჩამოყალიბდა 2011 წლის იანვარში ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელ.....

12 აგვისტოს, აწსუ-ს აგრარული ფაკულტეტის ჭავჭავაძის კორპუსში ( ი. ჭავჭავაძის 21, აუდიტორია 202) საერთაშორისო ორგანიზაცია ...
11/08/2026

12 აგვისტოს, აწსუ-ს აგრარული ფაკულტეტის ჭავჭავაძის კორპუსში ( ი. ჭავჭავაძის 21, აუდიტორია 202) საერთაშორისო ორგანიზაცია mercy corps და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია ატარებს საინფორმაციო შეხვედრას, სადაც შეხვედრის მონაწილეებს - ფერმერებს, სტუდენტებს და აგრარული სფეროს სპეციალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია აგრარულ სექტორში ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსის - აგრო-ლიგა 2026-ის და მონაწილეობის წესების შესახებ.
2026 წელს აგრო-ლიგა ჩატარდება მერსი ქორფსის პროგრამის “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” ფინანსური ფასილიტაციით.

დაინტერესებულ პირებს გელოდებით!

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე 👇
https://agroleague.veta.ge/ka/news/17
#უსაფრთხოონლაინი

Safe Online • უსაფრთხო ონლაინი

აგრო-ლიგა 2026 იწყება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მსგავსად, აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკუ.....

აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ულოცავს თავისი გუნდის წევრს - ნინო ყიფიანს აწსუ-ს აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუ...
25/07/2026

აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ულოცავს თავისი გუნდის წევრს - ნინო ყიფიანს აწსუ-ს აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დანიშვნას! ქალბატონ ნინოს ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას და ფაკულტეტის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას! 🥰

2026 წლის 9 ივლისს, აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სხდომაზე წარმატებით გაიმართა დოქტორანტ ალუდა ჩიქოვანის სადისერ...
09/07/2026

2026 წლის 9 ივლისს, აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სხდომაზე წარმატებით გაიმართა დოქტორანტ ალუდა ჩიქოვანის სადისერტაციო ნაშრომის -წინასწარი განხილვა.

ნაშრომი ეხება აგრონომიის დარგის აქტუალურ გამოწვევებს, კვლევის ფარგლებში შემუშავებულმა ინოვაციურმა მიდგომებმა და შედეგებმა დარგის სპეციალისტებისა და კომისიის წევრების დადებითი შეფასება დაიმსახურა. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ალუდა ჩიქოვანის სადისერტაციო თემას მიეცა რეკომენდაცია სადისერტაციო საბჭოზე საჯარო დაცვისთვის!

ვულოცავთ ალუდას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ წარმატებებს 👏🌱

📚 მნიშვნელოვანი სიახლე!ვიშეგრადის პროექტის — „საოჯახო ფერმები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების გაზიარება ...
22/05/2026

📚 მნიშვნელოვანი სიახლე!
ვიშეგრადის პროექტის — „საოჯახო ფერმები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების გაზიარება ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ (Project ID: 22430104) — ფარგლებში გამოიცა უნიკალური წიგნი/გზამკვლევი, რომელიც დეტალურად აღწერს ვიშეგრადის ქვეყნების (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) საუკეთესო გამოცდილებას მოკლე ჯაჭვების (SFSC) დანერგვის კუთხით.

👉 გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და ჩამოტვირთოთ წიგნი: https://1url.cz/5eFUm
(ან ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://frrms.mendelu.cz/veda-a-vyzkum/projekty-a-granty/food-chain/ )

გამოიყენეთ ეს უფასო რესურსი და გაუზიარეთ კოლეგებსა და დაინტერესებულ ფერმერებს!

Family Farms in Short Food Supply Chains: Transfer of experience from Czechia, Slovakia and Poland Aim of project Experts from the Czech Republic, Poland and Slovakia will collect the best practice of family farms in short food supply chains and share it with farmers and other relevant stakeholders....

18/03/2026

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი ღრმა მწუხარებით იუწყება და იზიარებს დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის ,,აგრონომიის” ხელმძღვანელის ქალბატონ ნატალია სანთელაძის დიდ მწუხარებას მამის გელა სანთელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

აწსუ-ს აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი როზა ლორთქიფანიძე და დეპარტამენტის წევრებიATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ვულოცავთ Nunuka Chachkhianiს პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნას!ძვირფასო ნუნუ,აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ყველ...
20/07/2025

ვულოცავთ Nunuka Chachkhianiს პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნას!

ძვირფასო ნუნუ,

აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ყველა წევრის სახელით გულითადად გილოცავთ პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნას! ეს არის სრულიად დამსახურებული აღიარება თქვენი მრავალწლიანი შრომის, ერთგულებისა და უმნიშვნელოვანესი წვლილისა ჩვენი დეპარტამენტის განვითარებაში.

თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ენთუზიაზმი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩვენთვის. უდიდეს პატივს ვცემთ თქვენს ცოდნას, გამოცდილებას და იმ დიდ ენერგიას, რომელსაც დებთ აკადემიურ საქმიანობაში, სტუდენტების აღზრდასა და სამეცნიერო კვლევებში.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ახალ პოზიციაზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ. გისურვებთ ულევ ენერგიას, ნაყოფიერ მოღვაწეობას და წინსვლას!

პატივისცემით,
აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის კოლექტივი ❤️

საველე პრაქტიკა აწსუს აგრარულ ფაკულტეტზეაწსუს აგრარული ფაკულტეტის პროგრამის "აგრონომია" სტუდენტები პროფესორ როზა ლორთქიფ...
29/03/2025

საველე პრაქტიკა აწსუს აგრარულ ფაკულტეტზე

აწსუს აგრარული ფაკულტეტის პროგრამის "აგრონომია" სტუდენტები პროფესორ როზა ლორთქიფანიძის, ასოც. პროფესორის ნატალია სანთელაძისა და სპეციალისტის ლალი ბერეკაშვილის ხელმძღვანელობით პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ გეგუთში, სოციალურ საწარმოში "აგამა", სადაც საწარმოს დირექტორმა არჩილ ელბაქიძემ სტუდენტებს გააცნო მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია დახურულ გრუნტში. ასევე ვანის სოფელ სალხინოში, ახალგაზრდა ფერმერ დავით ლორთქიფანიძესთან საველე პირობებში სტუდენტები გაეცნენ თხილის წარმოებასა და გასხვლის ტექნოლოგიებს.

Address

Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ATSU- აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share