Geoოთახი . Georoom

Geoოთახი . Georoom გეოგრაფიის შესწავლა ნათიას Geoოთახში.

მყინვარული წარმოშობის აბუდელაურის თეთრი ტბა.მდებარეობს დუშეთის რაიონში, ზღ. დონიდან 2812 მ სიმაღლეზე. #ისწავლეგეოგრაფია ...
05/08/2019

მყინვარული წარმოშობის აბუდელაურის თეთრი ტბა.
მდებარეობს დუშეთის რაიონში, ზღ. დონიდან 2812 მ სიმაღლეზე.

#ისწავლეგეოგრაფია
#ერთადვიმეცადინოთ

დილა მშვიდობისა!ვაშლი ბრაზილიის დროშაზე წამოსკუპტდა, ჩემს კანის ფერს უხდებაო. ასეთი ამბებია ჩვენთან. 🇬🇪🇧🇷
24/05/2019

დილა მშვიდობისა!
ვაშლი ბრაზილიის დროშაზე წამოსკუპტდა, ჩემს კანის ფერს უხდებაო. ასეთი ამბებია ჩვენთან.

🇬🇪🇧🇷

2010 წლის 9 აპრილს რომში, პარკში "ვილა ბორგეზე" ერთ-ერთი ქართველი პოეტის ქანდაკება დაიდგა. ამ ღონისძიებას საქართველოს კუ...
13/05/2019

2010 წლის 9 აპრილს რომში, პარკში "ვილა ბორგეზე" ერთ-ერთი ქართველი პოეტის ქანდაკება დაიდგა. ამ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი და რომის მერი ესწრებოდნენ.
კითხვა: რომელი ქართველი პოეტის ქანდაკების მონახულება შეგვიძლია ამ პარკში?
ა. აკაკი წერეთელი
ბ. გალაკტიონ ტაბიძე
გ. შოთა რუსთაველი
დ. ვაჟა-ფშაველა

#ერთადვიმეცადინოთ #საზოგადოებრივიგეოგრაფია

12/05/2019

"აქ გელოდება გლობუსი,

აქ შეისწავლი რუკას,

შე(ნ)მოდი Geoოთახში,

აიღებ მაღალ ქულას!”

 #მედედამიწელი  #ერთადვიმეცადინოთ21 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა, დღეღამტოლობა. 🌍მზე ზენიტშია ეკვატორზე ანუ მზის სხივები ე...
21/03/2019

#მედედამიწელი #ერთადვიმეცადინოთ
21 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა, დღეღამტოლობა. 🌍
მზე ზენიტშია ეკვატორზე ანუ მზის სხივები ეკვატორს შვეულად ეცემა, შესაბამისად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს თანაბრად ანათებს. ამრიგად, დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია.
ამის შემდეგ მზე ზენიტში იქნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 23 სექტემბრამდე.
ასე იწყება ჩვენთან გაზაფხული... 🌼

 #მედედამიწელი21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა!თუ ტყეს გავჩეხთ, არ გვექნება ჟანგბადი, განადგურდება ფლორისა და ფაუნის ათას...
21/03/2019

#მედედამიწელი
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა!
თუ ტყეს გავჩეხთ, არ გვექნება ჟანგბადი, განადგურდება ფლორისა და ფაუნის ათასობით წარმომადგენელი, ნიადაგი ჩამოიშლება, დედამიწა დარჩება ეულად, ადამიანის გარეშე.
ტყის სანიტარული ჭრა აუცილებელია, რადგან ხის დაავადება დიდ მასშტაბზე არ გავრცელდეს. 🌳🌳🌲🌲

22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელსაც მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს.ჩვენ ვიწყებთ ერთთვიან კამპანიას  #მედედამიწელი.თუ ამ პე...
21/03/2019

22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელსაც მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს.
ჩვენ ვიწყებთ ერთთვიან კამპანიას #მედედამიწელი.
თუ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ადევნებთ ჩვენს გვერდს თვალს, პასუხს მარტივად გასცემთ შემდეგ კითხვებს:
📍 რატომ/როგორ უნდა დავზოგო წყალი, ენერგია?
📍 რატომ უნდა ჩავყარო ნარჩენები ნაგვის ყუთში?
📍 რატომ/როგორ უნდა ვაწარმოო ხის სანიტარული ჭრა?
📍 რატომ უნდა დავრგო ხე?
📍 რატომ არ უნდა ვითევზაო, ვინადირო აკრძალურ დროსა და აკრძალულ ადგილებში?
📍 როდის უნდა შევუცვალო მდინარეს, ნაკადულს კალაპოტი?
📍 სად უნდა გავჩეხო ტყე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის?
📍დაბოლოს, რატომ და როგორ უნდა ვიზრუნო ჩემს ქუჩაზე, სოფელზე, ქალაქზე, დედამიწაზე?

✔️ საინტერესო ამბებით, სავარჯიშოებით, თვალსაჩინო მასალით გაიგებთ, რას ნიშნავს გერქვას და ცხოვრობდე, როგორც დედამიწელი.
#მედედამიწელი

რატომ უნდა ისწავლოთ გეოგრაფია? პასუხი მარტივია 👇
20/03/2019

რატომ უნდა ისწავლოთ გეოგრაფია?
პასუხი მარტივია 👇

21-ე საუკუნეში ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში. ყოველდღე მილიონობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ს...
16/03/2019

21-ე საუკუნეში ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში. ყოველდღე მილიონობით ადამიანი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს დროებით, რათა იმოგზაუროს.

ვინც კარგად იცის გეოგრაფია, თავად გეგმავს მოგზაურობას და აღარ იხდის ორმაგ თანხას!

გაგვიზიარეთ თქვენი ამბები, წარმოდგენები, როგორ დაგეხმარათ ან როგორ დაგეხმარებათ გეოგრაფიის კარგად ცოდნა მოგზაურობაში.

#ისწავლეგეოგრაფიაიმოგზაურემარტივად

გეოგრაფიის ("გეო" - მიწა, "გრაფო" -აღწერა) შესწავლით შევიყვარებთ  დედამიწას - მთებს, ზღვებს, მდინარეებს, ქალაქებს, სოფლე...
16/03/2019

გეოგრაფიის ("გეო" - მიწა, "გრაფო" -აღწერა) შესწავლით შევიყვარებთ დედამიწას - მთებს, ზღვებს, მდინარეებს, ქალაქებს, სოფლებს, ქუჩებს, ჰაერს, წვიმას, თოვლს, ქარს, მზეს, ხეებს, ყვავილებს, ადამიანებს...
ვინც/რას გვიყვარს, ვუფრთხილდებით, ვზრუნავთ, გამიზნულად არ ვნებთ, ვალამაზებთ, ვასუფთავებთ...

#ისწავლეგეოგრაფია
#შეიყვარეგეოგრაფია

 #ერთადვიმეცადინოთ ევროპის ფიზიკურ რუკაზე რომელი ციფრითაა აღნიშნული აპენინის ნახევარკუნძული? 🌍
16/03/2019

#ერთადვიმეცადინოთ
ევროპის ფიზიკურ რუკაზე რომელი ციფრითაა აღნიშნული აპენინის ნახევარკუნძული? 🌍

 #საზოგადოებრივიგეოგრაფია  #ერთადვიმეცადინოთ2019 წლის 31 მარტის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ რ...
16/03/2019

#საზოგადოებრივიგეოგრაფია #ერთადვიმეცადინოთ

2019 წლის 31 მარტის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები. ამისათვის მათ, არჩევნებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე, უნდა მიმართონ უკრაინის მმართველობის ქვეშ მყოფ უახლოეს საჯარო რეესტრს, წარადგინონ პასპორტი და შეავსონ განაცხადი, რომლის მიხედვითაც ისინი დროებით შეიცვლიან ხმის მიცემის ადგილს.
ამრიგად, არ დაირღვევა არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება.

Address

ახალგაზრდობის I შეს. N29
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 12:00 - 20:00
Tuesday 12:00 - 20:00
Wednesday 12:00 - 20:00
Thursday 12:00 - 20:00
Friday 12:00 - 20:00

Telephone

+995 598250853

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Geoოთახი . Georoom posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Geoოთახი . Georoom:

Shortcuts

Share

Category