14/08/2026
📣 სიახლე შპს „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში“!
🔶️ გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის დირექტორად ბატონი ნოდარ ჭუმბურიძე დაინიშნა.
🤵♂️ ბატონი ნოდარი დაიბადა 1981 წელს ქუთაისში. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა და მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
💼 2007 წლიდან მისი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს სკოლა-ლიცეუმს. წლების განმავლობაში, მრავალმხრივი პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის განვითარებასა და წარმატებაში.
📌 მთელი გულით ვულოცავთ ბატონ ნოდარს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნას. ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, წარმატებებით, საინტერესო ინიციატივებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით სავსე სამუშაო წლებს. გვჯერა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ერთგულება ჩვენი სკოლის განვითარებასა და წინსვლას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
🤝 ამავდროულად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყოფილ დირექტორს, ქალბატონ ლალი სალდაძეს, მრავალწლიანი თავდადებული შრომისა და ერთგულებისთვის. მისი საქმიანობა ჩვენი სკოლის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
🏆 წარმატებებს ვუსურვებთ როგორც ბატონ ნოდარ ჭუმბურიძეს, ისე ქალბატონ ლალი სალდაძეს! ❤️