ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი - აწსუ

ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი - აწსუ

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი - აწსუ, Education, ახალგაზრდობის გამზირი #98, Kutaisi.

24/04/2026

0090138 - საბაკალავრო პროგრამა "ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები"

20/05/2025

აწსუ-ს ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები იუწყებიან ყოფილი თანამშრომლის, პროფესორ აბელ მახარაძის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს.

Photos from ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი - აწსუ's post 16/04/2025

ქუთაისის #40 საჯარო სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ჩვენს დეპარტამენტში...
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ "გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის" და "ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიის" საბაკალავრო პროგრამებს. ამავე პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის და სკოლის მასწავლებლების ჩართულობით.
წარმატებებს ვუსურვებთ ამ არაჩვეულებრივ და მოტივირებულ მოსწავლეებს!

Photos from აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University's post 02/10/2024
04/04/2024

🎓აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს პროექტს სტუდენტებისათვის „მე-უნივერსიტეტი“.

📌პროექტის მიზანია აწსუ-ს განვითარებაში სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.

📌პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა, უნივერსიტეტის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, უნდა მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება, დასახონ მათი გადაჭრის გზები და გამოკვეთონ საკუთარი როლი არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

👨‍🎓👩‍🎓სტუდენტებმა საკუთარი იდეები უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმის გამოყენებით, სადაც მითითებული იქნება განხორციელების ეტაპები, ვადები და სავარაუდო ღირებულება.

📝სტუდენტებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: [email protected]

📌საპროექტო განაცხადები მიიღება მხოლოდ აწსუ კორპორაციული ელ-ფოსტებიდან.

📁საპროექტო განაცხადების მიღება: 15 აპრილი - 25 აპრილი.

https://atsu.edu.ge/ge/news/1761-akaki-tseretlis-sakhelmtsipo-universiteti-atskhadebs-proekts-studentebisatvis-meuniversiteti

24/12/2023

🎓📚📗აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის „გარემოს დაცვის ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამის ოთხმა სტუდენტმა: ხატია ხარაზიშვილმა, მარიამ უნდილაშვილმა, გიორგი მაღლაფერიძემ და დიმიტრი დვალაძემ ,,მწვანე სტიპენდია“ მოიპოვა.

📗„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.

📗საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი მწვანე სტიპენდიით ჯამში გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა.

14/12/2023

🇬🇪🇪🇺 „საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი!

🇬🇪🇪🇺 “Georgia has been granted the candidate status!

17/10/2023

🎤🎵19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,საშემსრულებლო ხელოვნების" პროგრამის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონცერტი გაიმართება.

📌პროგრამაშია ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

🎶კონცერტი ეძღვნება უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს.

📌დასწრება თავისუფალია!

20/09/2023

მორიგი ახალი პროექტი "STEM-ასისტენსი".

სპქა Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “The School-Lab’s initiative – Empowering Georgian Schools“ მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს “STEM-ასისტენსი.

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ახალგაზრდობის გამზირი #98
Kutaisi
3600