სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა

Share

სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა

Photos from სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა's post 25/05/2026

ისევ I ადგილი თავისუფალი თამაშები

Photos from სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა's post 24/05/2026
Photos from სასკოლო სპორტული ოლიმპიადა's post 18/05/2026
Photos from სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა's post 08/04/2026

მაგიდის ჩოგბურთი 2026

03/04/2026

📣 სიახლე საჯარო სკოლის პირველ კლასში რეგისტრაციის პროცესში - რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით (III ეტაპი)

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის მსურველებს სთავაზობს სიახლეს — საყოველთაო რეგისტრაციამდე, ჩატარდება ახალი - ტერიტორიული პრინციპით ელექტრონული რეგისტრაცია.

📍 აღნიშნული ეტაპი მშობლებს სთავაზობს ბავშვის რეგისტრაციის შესაძლებლობას, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში.

📌 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

📍 რეგისტრაცია განხორციელდება მოსწავლის სარეგისტრაციო მისამართის შესაბამისად.

🗂 სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულ მისამართებს.

📌 იმ პირთა შემთხვევაში, რომელთა საცხოვრებელ მისამართად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში მითითებულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე.

🏙 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში:
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

📍სასკოლო უბნები ქალაქების მიხედვით

თბილისი დაყოფილია 10 სასკოლო უბნად: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი.

მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში

ასევე თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებული ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.

ქუთაისი დაყოფილია 5 სასკოლო უბნად:

• სასკოლო უბანი - ავტოქარხანა;

• სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;

• სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;

• სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;

• სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.

ბათუმი დაყოფილია 4 სასკოლო უბნად:

• სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;

• სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;

• სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი;

• სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო.

რუსთავი დაყოფილია 3 სასკოლო უბნად:

• სასკოლო უბანი - დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;

• სასკოლო უბანი - ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;

• სასკოლო უბანი - გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.

რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს - აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.

🔎 გადაამოწმეთ წინასწარ

რეგისტრაციის დაწყებამდე გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის რეგისტრაცია:
🔗 https://rb.gy/h3z514

🗓 რეგისტრაციის ვადები

📅 15 მაისი, 09:00 საათიდან — 25 მაისის ჩათვლით

💻 რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე:

🔗 https://registration.emis.ge პორტალი გაიხსნება 15 მაისს, 09:00 საათზე

🎥 რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=dTkrkCSEtZg&t=1s

👉 დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნების შესახებ ქალაქების მიხედვით: https://emis.ge/posts/124

#პირველკლასელები #რეგისტრაცია #საჯაროსკოლა #განათლება

07/03/2026

ქუთაისის ოცდამესამე საჯარო სკოლა უმძიმეს გულისტკივილს განიცდის ამავე სკოლის პედაგოგის ნატალი ყალიჩავა ს გარდაცვალების გამო. 😥😥😥

07/03/2026
"ერთი თარიღი, ერთი ერი, ერთი მეხსიერება" 2026 წლის 25 თებერვალი 01/03/2026

https://www.youtube.com/watch?v=id8-mCxIv1I&t=4s
ქართული ენისა და ლიტერატურის (მასწავლებელი - სოფიო ხვადაგიანი) და ესთეტიკის კათედრების (მასწავლებლები - ლია კორძაძე, მაკა დაუშვილი, თამუნა ჯიმშელეიშვილი) ორგანიზებით სსიპ N23 საჯარო სკოლაში 25 თებერვალს ჩატარდა ღონისძიება - ,, ერთი თარიღი, ერთი ერი, ერთი მეხსიერება". მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკული დღეები და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. პოეტური შედევრებითა და მუსიკალური კომპოზიციებით გააცოცხლეს XX საუკუნის ისტორიის ფურცლები.

"ერთი თარიღი, ერთი ერი, ერთი მეხსიერება" 2026 წლის 25 თებერვალი Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


დ. არაყიშვილი
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00