ბაგა-ბაღი "პირველები" / baga-bagi "pirvelebi"

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ბაგა-ბაღი "პირველები" / baga-bagi "pirvelebi"

ბაგა-ბაღი "პირველები" / baga-bagi "pirvelebi" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბაგა-ბაღი "პირველები" / baga-bagi "pirvelebi", Education, ხახანაშვილის 13, Kutaisi.

04/09/2026

ასე იწყება „პირველებში“ წიგნის კითხვის სიყვარული 📚❤️
ბევრი თბილი ზღაპრით, საყვარელი ისტორიებით და პატარა მსმენელებით, რომლებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან წიგნის ჯადოსნური სამყაროთი… 🧸✨

02/09/2026

აჟრიამულდა ჩვენი ლამაზი ეზო🎊🌿☀️❤️

დიდი სიყვარულით და შემართებით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი…!!!!❤️💙💜💖
01/09/2026

დიდი სიყვარულით და შემართებით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი…!!!!❤️💙💜💖

31/08/2026

📣ხვალ 1 სექტემბერია❗️

მოუთმენლად ველოდებით ჩვენს პატარებს! 🧸🤍

გაცნობებთ, რომ ბაგა-ბაღ „პირველებში“ ყველა ადგილი შევსებულია ❤️

07/08/2026

❤️ყურადღება!
ბაგა-ბაღ “პირველებში”
რეგისტრაცია დაწყებულია!
❤️ბავშვის ცხოვრებაში 1დან 6 წლამდე ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პერიოდია. სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი მის განვითარებას,დამოუკიდებლობასა და სამყაროს შეცნობის სურვილს.
თუ გსურთ ,რომ თქვენი პატარას პირველი
მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბედნიერ,
მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში დაიწყოს-გელოდებით
❤️ბაგა-ბაღ “პირველებში” ❤️

📞მსურველები,
დაგვიკავშირდით:598482747
📩 ან მოგვწერეთ ბაღის გვერდზე.
💙იჩქარეთ,
ადგილები შეზღუდულია! ❤️

07/07/2026

არ მიყვარს მსგავსი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ვხედავ, ამჯერად დუმილიც აღარ იქნება სწორი.

ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ასეთი გამოსაშვები ღონისძიება, მათი აზრით, მშობლებს 700–800 ლარი მაინც დაუჯდებოდათ.

არა, მეგობრებო... ეს სიმართლე არ არის.

მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და მომავალშიც გავუფრთხილდები მშობლების ხარჯს. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ზედმეტი თანხის მოთხოვნა არასოდეს მყვარებია. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, ზეიმისთვის რაც შეიძლება მცირე თანხა ავკრიბოთ. თუ რაიმე არ გვყოფნის, ვთვლი, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და არა მშობლის.

წელს გამოსაშვები ზეიმისთვის 300 (სამასი) ლარი ავკრიბეთ. ბაღის ისტორიაში ეს არის ყველაზე დიდი თანხა,რაც კი ოდესმე აგვიკრიბავს.

ამ თანხაში შევიდა:

✓ ბაღში გამართული საზეიმო ღონისძიება — აკადემიური ნაწილი, ცოცხლად შესრულებული კლასიკური მუსიკა, ბავშვების მხატვრული გამოსვლები, დარბაზის ულამაზესი დიზაინი, საზეიმო ფორმები და ვიდეოგადაღება.

✓ მეორე ნაწილი ბუნებაში — ულამაზესი გაფორმება, საზეიმო ფორმები და მანტიები, ანიმატორები, ტორტი, ვიდეოგადაღება და უამრავი დეტალი, რომელმაც ეს დღე მართლაც დაუვიწყარი გახადა.

და ეს ყველაფერი ჩვენს მშობლებს 300 (სამასი) ლარი დაუჯდათ.

ამავე დროს, მინდა ერთი რამეც ვთქვა... ჩვენთვის ზეიმი მხოლოდ ლამაზი დეკორაცია და კარგი ფოტოები არასოდეს ყოფილა. ყველაზე მთავარი ყოველთვის ის ღირებულებებია, რომლებზეც ჩვენი ბაღი დგას — სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა, პასუხისმგებლობა და ურთიერთნდობა. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ბავშვებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს არა მხოლოდ ის, რაც ისწავლეს, არამედ ისიც, როგორ ადამიანებად იზრდებიან.

და ბოლოს, მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღის სილამაზეში თავისი წვლილი შეიტანა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მშობელს, ციცის, და მის საოცარ ოჯახს, რომლებმაც დაგვითმეს ეს ულამაზესი ადგილი და უდიდესი სითბოთი გვიმასპინძლეს.

მადლობა ჩვენი ბაღის დიზაინერს, ჩემს ხელმარჯვე ნათია გურეშიძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ ზღაპრული გარემო დაგვახვედრა.

მადლობა ჩემს თათულის ულამაზესი და უგემრიელესი ტორტისთვის.

მადლობა თითოეულ მშობელს სიყვარულისთვის, ნდობისთვის, თანადგომისთვის და იმ გზისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ. ჩვენ ერთად დავწერეთ კიდევ ერთი ლამაზი ისტორიის ფურცელი.

და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა ჩემს საოცარ გუნდს — ჩემს გოგონებს. თქვენი შრომა,სიყვარული და ერთგულება არის ჩვენი 25- წლიანი წარმატების საფუძველი.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სიხარულს იზიარებს. ღმერთმა გაგვიმრავლოს ერთმანეთის სიყვარული, კეთილი საქმეები და ბედნიერი ბავშვები.
და ჩვენ კიდევ არაერთხელ ვიტყვით, დიდი სიამაყით და სიყვარულით:
❤️ჩვენ პირველები ვართ❤️

Address

ხახანაშვილის 13
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995598482747

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბაგა-ბაღი "პირველები" / baga-bagi "pirvelebi" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category