29/09/2026
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად მე-8 ბ კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებელთან, ქეთევან კუბლაშვილთან ერთად, სხვადასხვა ენაში არსებული ყველაზე გრძელი სიტყვების ვიდეოკოლაჟი დაამზადეს. ისინი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან არც ისე მარტივი ყოფილა უცხო ენებში, და მშობლიურშიც, არსებული გრძელი სიტყვების დამახსოვრება და წარმოთქმა, თუმცა, საბოლოოდ, მათ ძალისხმევას უნაყოფოდ არ ჩაუვლია და აი, შედეგიც