14/02/2023
ცნობილ ისტორიკოსს, როინ მეტრეველს თავის ძალიან მცირე წიგნში განხილული აქვს XI საუკუნის მიწურულსა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველო და XVII საუკუნის მიწურულისა და XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის რუსეთი. დავით აღმაშენებელისა და პეტრე I-ის პარალელური ცხოვრება, რომელთა მოღვაწეობის შუალედი 600 წელია. აქ უმთავრესი ისაა, რომ სწორედ XII საუკუნის პირველ მეოთხედში მიაღწია საქართველომ, ხოლო რუსეთმა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთმა განსაკუთრებულ სიძლიერეს. ორივე სახელმწიფო ზემოთხსენებული მეფეების მიერ იქნა გაძლიერებული.
დავით აღმაშენებლის სამეფო ტიტულია: ,,დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”.
პეტრე პირველის სამეფო ტიტულია: ,,Божиею милостию. МЫ, ПЕТР ПЕРВЫЙ,. царь и самодержец всероссийский. И протчая, и протчая, и протчая, и чая”
დავით აღმაშენებელი დაიბადა 1072/3 წელს, 600 წლის შემდეგ 1672 წლის 30 მაისს დაიბადა პეტრე პირველი. XI საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან დავით აღმაშენებელი მეფედ იწოდებოდა და ნომინალურად სახელმწიფოს თანამმართველის უფლებები ჰქონდა. 600 წლის შემდეგ 1682 წლიდან პეტრე პირველიც ნომინალურად შეუდგა ქვეყნის მართვას. 1089 წელს დავით აღმაშენებელი ერთიანი საქართველოს მეფე გახდა. 600 წლის შემდეგ 1689 წელს პეტრე პირველი რუსეთის ფაქტობრივი მმართველი შეიქმნა. დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. 600 წლის შემდეგ 1725 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა პეტრე პირველი. ორივე მეფენ ანდერძში დაიბარა, რომ მთელი ქონება გაეცათ.