ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი

ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი, Education, Kutaisi.

28/09/2026
10/08/2026

„განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები რეგიონებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებით...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავა...
18/03/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პიროვნება და მოღვაწეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლეს მატიანეში. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ შექმნა მრავალმხრივ გამორჩეული ეპოქა, რომელიც სამარადჟამოდ აღბეჭდილია ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ისტორიაში.

ღმერთმა მიანიჭოს ცათა სასუფევლის მკვიდრობა მის უკვდავ სულს.

დაბადებიდან 55 წლის იუბილეს ვულოცავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს,...
08/03/2026

დაბადებიდან 55 წლის იუბილეს ვულოცავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ისტორიის დოქტორს, პროფესორ სულხან კუპრაშვილს.

ღირსეული პიროვნება და მოქალაქე, ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერ-ისტორიკოსი, სტუდენტებისთვის ძვირფასი ლექტორი, ფაკულტეტისთვის მზრუნველი დეკანი - ამგვარად იცნობენ პროფესორ სულხან კუპრაშვილს.

გულითადი პატივისცემით ვუსურვებთ მშვიდობიან წელთა სიმრავლესა და წარმატებებს, ოჯახთან ერთად, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და საუნივერსიტეტო საქმიანობაში.

12/02/2026

✨აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 93✨

🎓 13 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება:
🔹 13 თებერვალი, 12:00 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი წერეთლის ძეგლის შემკობა;
🔹 13 თებერვალი, 12:15 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში პროფესორ შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნა;
🔹 13 თებერვალი, 12:30 - საჯარო ლექცია თემაზე „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორია და თანამედროვეობა“ (პროფ. იმერი ბასილაძე)
(📍სამკითხველო დარბაზი, პირველი კორპუსი, მეორე სართული).

06/02/2026

📣აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამებმა სრული, 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვეს.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს პროგრამათა მაღალ აკადემიურ დონეს, პროფესიონალიზმსა და სამეცნიერო პოტენციალს.✨️

06/02/2026

სასიხარულო ინფორმაცია!

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამებმა სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მიიღეს.

განსაკუთრებული მადლობა ამ შედეგისათვის გაწეული საქმიანობისთვის: აწსუ რექტორს - პროფესორ შალვა კირთაძეს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, ასოც. პროფესორ ინგა აბრამიძეს, პროფესორ სულხან კუპრაშვილს, პროფესორ მერაბ ჭუმბურიძესა და აღნიშნული სადოქტორო პროგრამების შედგენაში მონაწილე თითოეულ პროფესორს.

27/01/2026

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საპატიო უნივერსიტეტელის, „ღირსების ორდენის“ კავალერის, „ძველი თაობის“ განსაკუთრებული წარმომადგენლის ნათელა დემეტრაძე-ჯაოშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნათელა თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა საუნივერსიტეტო საქმეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა ჯერ პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდგომ უნივერსიტეტის კადრების განყოფილებას.
ნაყოფიერი და გამორჩეული საქმიანობისათვის ის არაერთგზის დაჯილდოვდა სამთავრობო და საუნივერსიტეტო საპატიო სიგელითა, თუ მედლით. ქალბატონი ნათელა თავისი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული ადამიანური თვისებებით თანამშრომლებისაგან დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა.
ის იყო ღირსეული ორგანიზატორი, თანამშრომელი და საუკეთესო ოჯახის დიასახლისი.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

Address

Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ATSU ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი:

Shortcuts

Share

Category