ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი

Share

ქუთაისი, აკ. წერეთლის ქ. №52

0(431) 24 08 72
555 17 69 97

ზოგადი დებულებანი

1.1 ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2 სამართლებრივი ფორმაა კლუბი.
1.3 კლუბის სახელწოდებაა: Pახალგაზრდა ლიდერთა კლუბი
1.4 კლუბი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.5 კლუბს აქვს სა

01/08/2018
19/01/2017

ჩემო ლიდერებო, ხვალ 20 იანვარს 15 საათზე ვიკრიბებით ჩვენს ახალ ოფისში, აღმაშენებლის 10 (100 საფეხურიან კიბესთან ბალახვნის ცენტრში). გელოდებით!!!

18/10/2016

მოგესალმებით ძვირფასო ჯგუფის წევრებო! მაქვს სიახლე თქვენთვის.

21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გიწვევთ რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლი“ ჩვენებაზე. ფილმის ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება და მას თავად რეჟისორი დაესწრება. ეს პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ფართო მაყურებელს საქართველოში რუსუდან გლურჯიძის ფილმი ჯერ არ უნახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ფილმი ბევრისთვის მტკივნეულ თემას - 1990-იანი წლების საქართველოს და აფხაზეთის ომს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია.
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. „სხვისი სახლი“ აგრეთვე საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოქროს გლობუსის სელექციაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

Photos 16/09/2016

ლიდერობის მსურველებო, ველოდებით თქვენს საბუთებს 1 ოქტომბრამდე

ახალგაზრდა ლიდერთ აკლუბი იწვევს 15-დან 24 წლამდე ასაკის მომავალ ლიდერებს კლუბში გასაწევრიანებლად.

მსურველებს გთხოვთ CV და სამოტივაციო წერილი გადმოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]
ან მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი. წერეთლის 52

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0431 24 08 72; 555176997; 571 37 37 86

საბუთები მიიღება 2016 წლის 1 ოქტომბარმდე!!!

გისურვებთ წარმატებებს!

07/06/2016

9 ივნისს 15:30 საათზე ვიკრიბებით ლიდერებო, გველის საინტერესო შეხვედრა თემაზე: "სასკოლო კონფლიქტების ნაირსახეობა", რომელსაც წარუძღვება ქ. ნანული რამიშვილი.

არ დაიგვიანოთ!!!

წიგნების პრეზენტაცია 24/05/2016
18/05/2016

19 მაისს 15:30 საათზე ვიკრიბებით ლიდერებო... ველოდები თქვენგან საინტერესოდ წარმოჩენილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს....
არ დაიგვინოთ!!!!

"საარჩევნო სამართალი" 05/05/2016

ტრენერი იურიდიული კლინიკის იურისტი სოფო არწივიძე

04/05/2016

ხვალ, 5 მაისს 15:30 საათზე ვიკრიბებით ლიდერებო, ტრენინგს თემაზე: "საარჩევნო სამართალი" წაიკითხავს იურიდიული კლინიკის იურისტი სოფო არწივიძე...
არ დაიგვიანოთ!!!

Photos from ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი's post 21/04/2016

ძალიან საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობს ლიდერთა კლუბში ელენე ბერეკაშვილთან - საერთაშორისო განათლების ცენტრის იმერეთის განყოფილების კოორდინატორთან

20/04/2016

ხუთშაბათს, 21 აპრილს, 15:30 საათზე, ლიდერთა კლუბში ელენე ბერეკაშვილი - საერთაშორისო განათლების ცენტრის იმერეთის განყოფილების კოორდინატორი - ისაუბრებს "საერთაშორისო განათლების ხარისხსა და შესაძლებლობებზე ახალგაზრდებისათვის".
არ დაიგვიანოთ ლიდერებო!!!

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


წერეთლის 52
Kutaisi
4600