03/05/2023
2023 წლის 28 აპრილს პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის სოციალურ საწარმოებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ შორის იყო "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრი"-ს წარმომადგენელიც.
07/06/2021
2021 წლის 4 ივნისს გაიმართა იმერეთის რეგიონული ჰაბის პროექტის პრეზენტაცია.
👥პრეზენტაციას დაესწრნენ იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მათ შორის "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრი", მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
🔷შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო როგორც რეგიონული ჰაბის და ასევე პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ განმხორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებს.
14/05/2021
"ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრი"–ს წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ "ელექტრონული კომერციის" ტრენინგში
05/04/2020
იყავით უსაფრთხოთ, დარჩით სახლში
10/02/2020
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, 6-7 თებერვალს ქ. ქუთაისში სასტუმრო "ბესტ ვესტერნ"-ში გაიმართა ტრენინგები თემაზე: საპარლამენტო თემატური მოკვლევისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. აღნიშნულ ტრენინგებზე დასასწრებად მოწვეული იყო დასავლეთ საქართველოს რეგიონული არასამთავრობო ორგანზაციები და მათ შორის მონაწილეობას იღებდა "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრი".
16/11/2019
2019 წლის 14 ნოემბერს სასტუმროში “ბაგრატი 1003“ ჩატარდა პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება-პრეზენტაცია.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულების „მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპის გამარჯვებულებს (9 პროექტი) გადაეცათ მატერიალური რესურსები და სერთიფიკატები, წარმოდგენილი პროექტების შესაბამისად, რომელიც იყო გამოფენილი სატუმრო „ბაგრატში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგე ნლები იმერეთის პრობაციის ეროვნული ბიუროდან, სამთავრობო (ადგილობრივი და აფხაზეთის) ორგანიზაციები, წარმომდგენლები ბიზნესის სფეროდან, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ორგანიზაციები, არასამთავრობო ადგილობრივი სექტორი მათ შორის პროექტის შემაჯამებელ შეხვდერაზე მიწვეული იყო "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრი", პროფესიული კოლეჯი „იბერია“, I და II ეტაპში გამარჯვებული ბენეფიციარები. სულ 52 ადამიანი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება ორგანიზაცია Hilfsverk Austria International-ისა და მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში „მეწარმე ქალთა ფონდი“ს მიერ.
06/08/2019
26 ივლისს, ქ. ქუთაისისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა (GISS) გამართა ტრენინგი თემაზე დეზინფორმაციის გავლენა და მედია წიგნიერება. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრმა" (EGDC); მასწავლებლებმა; სტუდენტებმა; ჟურნალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
02/08/2019
"ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრს" (EGDC) ერგო პატივი დასწრებოდა პროექტს „ქუთაისის ახალგაზრდული საკრებულო“-ს დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც განახორციელა სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბმა "თაობათა დიალოგი" (RICDOG) ქუთაისის მუიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით
პროექტი ქუთაისის ახალგაზდული საკრებულო დასრულდა | RICDOG |Georgia| Research-Intellectual Club "Dialogue of Generations"
ოთხთვიანი სიმულაციური პროექტი „ქუთაისის ახალგაზრდული საკრებულო“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.პროექტ...
09/07/2019
ქ. ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმეტები"
🙍♂ 🙎♀ ტრენინგს დაესწრო 20-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი მათ შორის "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტრის" თავჯდომარე
👉ქ. ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმეტები"
🙍♂ 🙎♀ ტრენინგს დაესწრო 20-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი
👉 ტრენინგების ციკლი ჩატარდა 8 ქალაქში - თბისილი, თელავი, ლაგოდეხი, მარნეული, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს/ საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სხვადასხვა ეფექტურ მექანიზმებს
🇪🇺 ტრენინგების ციკლი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.
16/04/2019
LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
აღნიშნულ ფორუმში იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებდა "ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ცენტი".