Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის

Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის

Share

ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრი

24/06/2026

სასიამოვნო სიახლე მშობლებისთვის - „ხიდის“ სამტრედიის ფილიალში ქცევით თერაპიაზე დამატებით ადგილებზე მიღება გამოცხადდა 👶

ქცევითი თერაპია წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას, კერძოდ ქცევის გამოყენებით ანალიზს, რომელიც ანვითარებს ბავშვისა და მოზარდის კომუნიკაციური, სოციალური, ადაპტური, აკადემიური და ყოველდღიური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან უნარებს.

🎯 თერაპიული პროცესი მიზნად ისახავს ახალი უნარების სწავლებას, დამოუკიდებლობის, სოციალურად მისაღები ქცევების ჩამოყალიბებასა და იმ ქცევების შემცირებას/ჩაქრობას, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვს, ოჯახურ, საგანმანათლებლო თუ სოციალურ საქმიანობებში.

ადრეული იდენტიფიცირება და დროული ჩარევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ✅

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში ბავშვმა დროულად მიიღოს ინდივიდუალურად მორგებული და პროფესიული მხარდაჭერა.

✨ ჩვენი გუნდი თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების შეფასების საფუძველზე ქმნის ინდივიდუალურ განვითარების გეგმას და მუშაობს ბავშვის ფუნქციური დამოუკიდებლობისა და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაზე.

ადგილები შეზღუდულია, ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

📞 577 138 019
📍 სამტრედია, კაკაბაძის 8

21/06/2026

როგორ ამოვიცნოთ აუტიზმის ნიშნები? 💙

ყველა ბავშვის განვითარების ტემპი განსხვავებულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელსაც მშობელმა განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიაქციოს:

🔹 იშვიათი თვალით კონტაქტი;
🔹 საკუთარ სახელზე არათანმიმდევრული რეაგირება;
🔹 ჟესტების ნაკლებად გამოყენება;
🔹 თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე;
🔹 განმეორებადი მოძრაობები ან ქცევები;
🔹 მეტყველების განვითარების შეფერხება.

💡 მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს ნიშნები ყოველთვის არ ნიშნავს აუტიზმს. ადრეული აღმოჩენა და მხარდაჭერა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდათ, სპეციალისტთან კონსულტაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა, დაგვიკავშირდით:

📞 568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ

#აუტიზმისცნობიერება #მშობლებისთვის #ბავშვთაგანვითარება #ადრეულიგანვითარება

Photos from Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის's post 18/06/2026

📚 14 ივნისს, „ხიდში“ გაიმართა ჩვენი სტუმრის, ნინო მარგველაშვილის წიგნის -„ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“ - პრეზენტაცია.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად წიგნის ჯადოსნური სამყარო გავაცოცხლეთ. ბავშვებმა ერთად წაიკითხეს, ისაუბრეს ემოციებზე, სიმშვიდესა და დასვენების მნიშვნელობაზე.

მადლობა ნინოს თბილი და შემეცნებითი შეხვედრისთვის 💙

Photos from Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის's post 11/06/2026

🌟 გახდი ცვლილების ნაწილი!

ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტისა და სპეციალური განათლების პედაგოგის პოზიციებზე.

თუ გჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების, სწავლისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის უფლება, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ჩვენ ვეძებთ მზრუნველ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ ყოველდღიურად შექმნან მხარდამჭერი გარემო ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.

რას გთავაზობთ?
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- მეგობრული გუნდი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass;
- განვითარების პერსპექტივა.

📩 თუ გსურს ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაში მიიღო მონაწილეობა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

Photos from Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის's post 09/06/2026

🌈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „ხიდში“ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ ✨

„თვითშრობადი თიხის მასტერკლასზე“ ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს უნიკალური ნამუშევრები, იმუშავეს ფანტაზიით და გაატარეს თბილი, შემოქმედებითი დღე 🩵

🎨 პატარა ხელების დიდი წარმოსახვა - ეს დღე სავსე იყო ღიმილით, თამაშით და ახალი აღმოჩენებით.

მადლობა თითოეულ ბავშვს, მშობელსა და სპეციალისტს ჩართულობისთვის💙

05/06/2026

📣 გსურს შეისწავლო გამოყენებითი ქცევის ანალიზის (ABA) თანამედროვე მიდგომები და განივითარო პრაქტიკული უნარები აუტიზმისა და განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის?

,,ხიდში" რეგისტრაცია გრძელდება IBAO-ს მიერ აკრედიტებულ ტრენინგ კურსზე:

🎓 „გამოყენებითი ქცევის ანალიზის საფუძვლები და ABA-ზე დაფუძნებული ადრეული ჩარევის მიდგომები აუტიზმისთვის“

ტრენინგის ფარგლებში მიიღებ:
✅ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას
✅ რეალურ ქეისებზე დაფუძნებულ გამოცდილებას
✅ თანამედროვე ABA და ადრეული ჩარევის მოდელების სწავლებას
✅ IBAO აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატს

👩‍🏫 ტრენინგი განკუთვნილია სპეციალური პედაგოგებისთვის, ქცევითი თერაპევტებისთვის, სფეროს პროფესიონალებისა და პარაპროფესიონალებისთვის.

⏳ ხანგრძლივობა: 50 საათი
📍 ქუთაისი
⚠️ ადგილები შეზღუდულია

👉 გაიარე რეგისტრაცია: https://forms.gle/detEhtNS7feS3guA6

📞 568 04 77 22

Photos from Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის's post 02/06/2026

🎈 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხიდის“ სამტრედიის ფილიალში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს - საკონდიტრო „რაფაელოსა“ და „ქალაქის გულს“, რომლებმაც ამ დღის გალამაზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს✨

ბავშვების ღიმილი და ბედნიერი თვალები ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარია 🌈

01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 🎈

ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ბედნიერი, დაცული, მიღებული და დაფასებული. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და იმსახურებს გარემოს, სადაც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

„ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემო განვითარებისთვის.

ერთად ვიზრუნოთ, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს გაიზარდოს სიყვარულით, პატივისცემითა და თანასწორი შესაძლებლობებით სავსე გარემოში 🌈

26/05/2026

🇬🇪 26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას საზოგადოებას, სადაც თითოეული ბავშვი გაიზრდება სიყვარულით, თანასწორობითა და მხარდაჭერით, ხოლო განსხვავებულობა მიღებული და დაფასებული იქნება 🧡

Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


ჯავახიშვილის ქ. #89ბ
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00