კოლეჯი იბერია College Iberia

კოლეჯი იბერია College Iberia სსიპ კოლეჯი ,,იბერია" არის საჯარო და ფინანსურად მდგრადი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ორ ლოკაციაზე :
📍ქუთაისსა და ბაღდათში

14/07/2026

🔌 გაინტერესებს ელექტრონიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა?
🚀 ამ ყველაფერს შეგიძლია სულ რაღაც 3 თვეში დაეუფლო!
⚡სწავლა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ!

📣 კოლეჯი #იბერია აცხადებს მიღებას მოკლევადიან პროფესიული მომზადების პროგრამაზე - „მიკროელექტრონიკა“

თუ გსურს შეისწავლო:
⚡ ელექტრონული კომპონენტების ამოცნობა;
⚡ ელექტრული სქემების წაკითხვა და აწყობა;
⚡ ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და ტესტირება;
⚡ უსაფრთხოების ძირითადი ნორმები,

მაშინ ეს პროგრამა სწორედ შენთვისაა!

👨‍🏫 სწავლება ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე და დაგეხმარება მიკროელექტრონიკისა და ელექტრონიკის სფეროში საწყისი პროფესიული უნარების განვითარებაში
✨მიკროელექტრონიკის პროგრამის პროფესიული მასწავლებელი Irakli Robakidze

📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს: 13 ივლისიდან - 3 აგვისტოს ჩათვლით

📍 სწავლების ადგილი: კოლეჯი „იბერია“
ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის #61

⏳ სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე

📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ : https://vet.ge
👉მომზადება/გადამზადების პროგრამები

📌 პროგრამის სახელწოდება: ,,მიკროელექტრონიკა”
🔹პროგრამის დონე - IV ( აღნიშნულ პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტის დაშვება შესაძლებელია სრული ზოგადი განათლების ატესტატით)
🔹პროგრამის კოდი: 04-01406

სწავლის დაწყების თარიღი 7️⃣ სექტემბერი!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : 593 173 482 ან
📧მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

გისურვებთ წარმატებებს! 🩵

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

🔌 გაინტერესებს ელექტრონიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა?🚀 ამ ყველაფერს შეგიძლია სულ რაღაც ...
13/07/2026

🔌 გაინტერესებს ელექტრონიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა?
🚀 ამ ყველაფერს შეგიძლია სულ რაღაც 3 თვეში დაეუფლო!
⚡სწავლა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ!

📣 კოლეჯი #იბერია აცხადებს მიღებას მოკლევადიან პროფესიული მომზადების პროგრამაზე - „მიკროელექტრონიკა“

თუ გსურს შეისწავლო:
⚡ ელექტრონული კომპონენტების ამოცნობა;
⚡ ელექტრული სქემების წაკითხვა და აწყობა;
⚡ ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და ტესტირება;
⚡ უსაფრთხოების ძირითადი ნორმები,

მაშინ ეს პროგრამა სწორედ შენთვისაა!

👨‍🏫 სწავლება ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე და დაგეხმარება მიკროელექტრონიკისა და ელექტრონიკის სფეროში საწყისი პროფესიული უნარების განვითარებაში
✨მიკროელექტრონიკის პროგრამის პროფესიული მასწავლებელი Irakli Robakidze

📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს: 13 ივლისიდან - 3 აგვისტოს ჩათვლით

📍 სწავლების ადგილი: კოლეჯი „იბერია“
ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის #61

⏳ სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე

📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ : https://vet.ge
👉მომზადება/გადამზადების პროგრამები

📌 პროგრამის სახელწოდება: ,,მიკროელექტრონიკა”
🔹პროგრამის დონე - IV ( აღნიშნულ პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტის დაშვება შესაძლებელია სრული ზოგადი განათლების ატესტატით)
🔹პროგრამის კოდი: 04-01406

სწავლის დაწყების თარიღი: 7️⃣ სექტემბერი!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : 593 173 482 ან
📧მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

გისურვებთ წარმატებებს! 🩵

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

🏛️ კოლეჯი  #იბერია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც...
08/07/2026

🏛️ კოლეჯი #იბერია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიული განათლების განვითარების საკითხებს დაეთმო
🤝 შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადების მნიშვნელოვანი წინაპირობაა
📌 მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა ჩვენი კოლეჯისთვის პროფესიული განათლების ხარისხისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია

⚡ კოლეჯ  #იბერიას ელექტროობის მიმართულების მასწავლებელმა, ზაზა პაპიძემ, მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ გამართულ ...
08/07/2026

⚡ კოლეჯ #იბერიას ელექტროობის მიმართულების მასწავლებელმა, ზაზა პაპიძემ, მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ გამართულ თეორიულ-პრაქტიკულ სემინარში „მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება“.

🤝📚 პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და Eberhard-Schöck-Stiftung-ის მხარდაჭერით.

☀️ პროგრამა აერთიანებდა თანამედროვე თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. მონაწილეებმა საერთაშორისო დონის ექსპერტების ხელმძღვანელობით შეისწავლეს მზის ელექტროსადგურების დაპროექტების, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების თანამედროვე მიდგომები.

🔧📍 სემინარის პრაქტიკული ნაწილი ხობის (ნოჯიხევის) ლოკაციაზე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით დაამონტაჟეს მზის ელექტროსადგური და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.

🌍 პროფესიული განათლების განვითარება, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული ზრდა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს განახლებადი ენერგეტიკის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას.

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

02/07/2026

🔥🎬👩‍🍳თვალი მიადევნეთ კოლეჯ #იბერიას კულინარიული გუნდის ნახევარფინალურ თავგადასავალს

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

🚁დრონების აკადემიის სასწავლო კურსი, რომელშიც კოლეჯი  #იბერია აქტიურად მონაწილეობს!გვიხარია, რომ ამ ახალგაზრდულ ინიციატივ...
01/07/2026

🚁დრონების აკადემიის სასწავლო კურსი, რომელშიც კოლეჯი #იბერია აქტიურად მონაწილეობს!

გვიხარია, რომ ამ ახალგაზრდულ ინიციატივას ვუჭერთ მხარს. ჩვენი კოლეჯის პედაგოგები - ირაკლი რობაქიძე და გიორგი ხალიჩავა აღნიშნულ კურსს გაუძღვებიან და მომავალ სპეციალისტებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ

მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და თანამედროვე პროფესიული უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს

🤍 კოლეჯი ,,იბერია” წარმატებულ სასწავლო პროცესს უსურვებს თითოეულ მონაწილეს!

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

🥈✨ კოლეჯი  #იბერია საქართველოს შეფთა ასოციაციის კულინარიული კონკურსის ფინალშია!🍱 👀 დღის მთავარი კითხვა - რა დევს შავ ყუთ...
30/06/2026

🥈✨ კოლეჯი #იბერია საქართველოს შეფთა ასოციაციის კულინარიული კონკურსის ფინალშია!

🍱 👀 დღის მთავარი კითხვა - რა დევს შავ ყუთში?

ბათუმში საქართველოს შეფთა ასოციაციის ორგანიზებით გუნდური კულინარიული კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც დასავლეთ საქართველოს კოლეჯებიდან მონაწილე გუნდები „შავი ყუთის“ (Black Box) გამოწვევას შეეჭიდნენ-ფორმატს, რომელიც კულინარიულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო გამოწვევად მიიჩნევა

🔥 უცნობი ინგრედიენტები, შეზღუდული დრო და მაღალი სტანდარტის სამუშაო პროცესის ჩვენება - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ღირსეულად გაართვეს თავი ჩვენმა სტუდენტებმა

🏆 8 მონაწილე გუნდს შორის II ადგილი და ფინალის საგზური - კოლეჯ იბერიას დამსახურებული შედეგია!

👨‍🍳 გუნდის წევრები:
🥈მარიამ ონიანი
🥈ოთარ გოგსაძე
🥈მელანო ბოჭორიშვილი

⭐️ ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ მონდომება, პროფესიული ცოდნა, შემოქმედებითი აზროვნება და გუნდური მუშაობა წარმატების მთავარი ინგრედიენტებია

⚡️წინ ფინალია - კიდევ ერთი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისკენ

წარმატებები ჩვენს გუნდს! 🤗
ფინალში შევხვდებით! 🔪

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

🏞️🌿 სტუდენტური კლუბის მორიგი თავგადასავალი - ლაშქრობა ხანის ხეობაში☀️⛰️ სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ იმერეთის გამორჩ...
20/06/2026

🏞️🌿 სტუდენტური კლუბის მორიგი თავგადასავალი - ლაშქრობა ხანის ხეობაში☀️

⛰️ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმერეთის გამორჩეული პეიზაჟები აღმოეჩინათ, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები ბუნებაში, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და განსხვავებულ გარემოში შეექმნათ ახალი, დაუვიწყარი მოგონებები

🤝 მსგავსი გამოცდილებები ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ერთმანეთთან კომუნიკაციის განვითარებასა და იმ ღირებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს

🤍 მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს ჩართულობისა და პოზიტიური განწყობისთვის. თითოეული ასეთი აქტივობა გვახსენებს, რომ განათლება მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება - ის ახალი გამოცდილებებით და გუნდურობით ძლიერდება! წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა და თავგადასავალი გველის! ✨

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

05/06/2026

დღეს #კოლეჯის FabLab-ში N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ🚀⭐️

🚀 თავგადასავალი იწყება! კოლეჯ  #იბერიის  სტუდენტურმა კლუბმა პირველი დამოუკიდებელი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც სტუდ...
02/06/2026

🚀 თავგადასავალი იწყება!

კოლეჯ #იბერიის სტუდენტურმა კლუბმა პირველი დამოუკიდებელი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც სტუდენტური იდეებითა და ენერგიით იყო სავსე

🏰 შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში - ,,UNLOCK THE CITY!“, რომლის დახმარებითაც სტრატეგიული აზროვნებასა და გუნდურობაში გამოსცადეს საკუთარი თავი

📅 შეხვედრის მეორე ნაწილი კლუბის სამომავლო აქტივობების ჩამოყალიბებასა და განსაზღვრას დაეთმო. წინ უამრავი საინტერესო პროექტი და სიახლე გველოდება🌟

#შენიარჩევანიშენიმომავალია
#კოლეჯიიბერია

Address

61 Zurab Anjaparidze Street
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი იბერია College Iberia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი იბერია College Iberia:

Shortcuts

Share