02/05/2025
სსიპ - ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლის დირექცია გაცნობებთ, რომ პირველ კლასში შემსვლელ მოსწავლეთა რეგისტრაციის II ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპი (ე.წ. ,,საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია“), 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge . რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტების ჩამონათვალი ასეთია:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
• კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გაითვალისწინეთ:
• პირველ კლასში დარეგისტრირება 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩათვლით.
პირველკლასელებო, გელოდებით!
თქვენ, ჩვენს სკოლაში დაგხვდებათ პედაგოგთა პროფესიონალური ჯგუფი, რომელთაც საკმაო გამოცდილება გააჩნიათ, რომ იყოთ წარმატებულნი, ისნი შეძლებან ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც გამოგადგებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი და გარემონტებული საკლასო ოთახები.
პედაგოგები თქვენთან იმუშავებენ ,,ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული სწავლა/სწავლების ახალი მეთოდებით. პროექტის პილოტირებამ, ჩვ/რწმუნებულ სკოლაში, ნამდვილად შეუწყო ხელი პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას (პროექტი სკოლაში უკვე ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა დაწყებით და უკვე საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებშიც).
სკოლა ასევე აღჭურვილი არის G-PRIED-ის პროექტით გათვალისწინებული თანამედროვე რესურს-მასალებით.
ამ მეთოდებით სწავლა/სწავლება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვის და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებით კი, იმ პირველკლასელებისთვის, რომლებიც გადაწყვეტს, რომ გახდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.
წლების განმავლობაში სკოლაში ხორციელდებოდა ,,ახალი სკოლის მოდელი“, რომელშიც შეიძლება ითქვას წარმატებით იყვნენ ჩართულნი ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა შეიძინეს ის უნარ-ჩვევები, რომელის ასე საჭიროა ჩვენი ახალგაზრდობის სწავლა/სწავლებისთვის, რათა მათ შეძლონ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება.
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები და სტუდიები: გახანგრძლივებული სწავლების და მხატვრული კითხვის წრეები, ქართული ხალხური ცეკვისა და მოსწავლეთა თეატრალური სტუდიები, სპორტული წრეები: რაგბი, მეკლდეურთა, ფეხბურთი, კარატე.
სკოლას და მის მოსწავლეებს აქვთ გარკვეული წარმატებები, რომლებიც უდავოდ, ამ სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების შრომისა და გარჯის დამსახურებაა.