სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, School, 127 S***a Rustaveli Avenue, Kutaisi.

📢🎓 საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო! 🏃‍♀️✨🏫 გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ჩვენი სკოლის, ასევე ქუთაისის ნებისმიერი...
15/08/2026

📢🎓 საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო! 🏃‍♀️✨

🏫 გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ჩვენი სკოლის, ასევე ქუთაისის ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს III-VI კლასის ჩათვლით.

📚 სწავლის ფორმატი:
📖 საკვირაო სკოლა შედგება 3 მოდულისგან;
📅 მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ – შაბათს და კვირას;
⏰ თითოეული გაკვეთილი გრძელდება 1 სთ და 30 წთ.

📝 შეფასება:
✍️ ყოველი მოდულის ბოლოს ტარდება სარეიტინგო წერა. სამივე მოდულის ბოლოს ჩატარებული სარეიტინგო წერების საერთო ჯამური მაქსიმალური ქულა შეადგენს 75 ქულას.
🏆 VI კლასელებიდან, საუკეთესო შედეგის მქონე პირველი 50 მოსწავლე ჩაირიცხება ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის VII კლასში დამატებითი გამოცდის გარეშე, თუ მათ მიერ სამივე სარეიტინგო წერაში დაგროვილი ჯამური ქულა შეადგენს მაქსიმალური ჯამური ქულის არანაკლებ 41%-ს — ანუ მინიმუმ 31 ქულას 75-დან.

💰 3 მოდულის ღირებულება – 900 ლარი
💳 გადახდა ხორციელდება 2 ეტაპად:
📌 I ეტაპი – 10 ოქტომბრამდე
📌 II ეტაპი – 10 თებერვლამდე
🏦 სკოლის სახაზინო კოდი: 77 543 74 99

🚀📚 სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს!
👩‍🏫 მეცადინეობებს ჩაატარებენ სკოლისა და მოწვეული გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგები. 🌟

📝 სარეგისტრაციო ფორმა: 👇
🔗 https://docs.google.com/forms/d/1c1Y-ZQGOxpPitEzbdS0SRoqZz0tJrYPBrk2YXZvfaqI/viewform

🏆 12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერმა დავით ერემე...
13/08/2026

🏆 12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „წლის მოხალისის“ ჯილდო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ლუკა მიქაუტაძეს, გადასცა. 👏

ლუკას ეს მნიშვნელოვანი აღიარება განსაკუთრებით გვეამაყება. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის მიმართულებით გამოირჩევა და საკუთარ წვლილს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში ახმარს.

ვულოცავთ ლუკას დამსახურებულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას! 🌟

🎉 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის IX-ა კლასის მოსწავლეებმა — გიორგი ახალაძემ, ან...
12/08/2026

🎉 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის IX-ა კლასის მოსწავლეებმა — გიორგი ახალაძემ, ანი გრძელიძემ და ლილე სოხაძემ — წარმატებით ჩააბარეს Cambridge English B2 First (FCE) საერთაშორისო გამოცდა და მოიპოვეს ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები! 🌍📚

✨ ვულოცავთ გიორგის, ანისა და ლილეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებთ ცოდნის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, ახალ შესაძლებლობებს, წინსვლასა და მრავალ წარმატებას! 🏆👏

👩🏼‍🏫 ინგლისური ენის მასწავლებელი: თეონა ახალაძე
👩🏼‍🏫 დამრიგებელი: პაატა ქარქაშაძე

♟️🏆 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის II-ა კლასის მოსწავლე დემეტრე მენაღარიშვილი ს...
07/08/2026

♟️🏆 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის II-ა კლასის მოსწავლე დემეტრე მენაღარიშვილი საჭადრაკო ფესტივალის — „რაჭა 2026“-ის ჩემპიონია! 🥇

7 წლის ჭაბუკთა შორის გამართულ ჩემპიონატზე დემეტრემ 7-დან 7 პარტია მოიგო და დაუმარცხებლად მოიპოვა პირველი ადგილი! 👏♟️

ვულოცავთ ჩვენს პატარა ჩემპიონს ამ შესანიშნავ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებასა და გამარჯვებას! ❤️🏆

👩🏼‍🏫დამრიგებელი - ნანა კიკვიძე

🔵 საზაფხულო სკოლის მათემატიკის ოლიმპიადა V–VI კლასის მოსწავლეებისთვის📅 8 აგვისტო⏰ 10:00 საათი📍 სსიპ ანდრია რაზმაძის სახე...
06/08/2026

🔵 საზაფხულო სკოლის მათემატიკის ოლიმპიადა V–VI კლასის მოსწავლეებისთვის

📅 8 აგვისტო
⏰ 10:00 საათი

📍 სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა (ძირითადი კორპუსი)
📌 მისამართი: რუსთაველის ქ. N127
🏫 აუდიტორია: N8

👥 ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის, ასევე სხვა საჯარო და კერძო სკოლების V–VI კლასის მოსწავლეებს.

🎯 ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება და მათემატიკური უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა.

✍️ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი ამოცანები შეესაბამება იმ სასწავლო მასალას, რომელიც მოსწავლეებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეისწავლეს.

🏫 წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ ჩვენს სკოლაში.

⏳ გთხოვთ, ოლიმპიადის მონაწილეები გამოცხადდნენ დაწყებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.

❌ წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

💙 გისურვებთ წარმატებებს!

🎉 ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე! 🥉სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეე...
06/08/2026

🎉 ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე! 🥉

სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე მიღწეულ დიდ წარმატებას!

თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისის — ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და „პროგრესის“ სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! 🥉✨

🏆 ტურნირის შედეგები:
🥇 I ადგილი — ჩინეთი
🥈 II ადგილი — საქართველოს ეროვნული ნაკრები
🥉 III ადგილი — ქუთაისის გუნდი (ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა & „პროგრესი“)

ტურნირში მონაწილეობდნენ ასევე საბერძნეთის, რუმინეთის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძლიერი გუნდები, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს:

🔹 ანიტა იობიძე
🔹 ნინი კუჭავა
🔹 ნია ჟორჟოლიანი

ასევე ვულოცავთ გუნდის წევრებს „პროგრესის“ სკოლიდან:

🔹 გუგა ავალიშვილი
🔹 მირიან კუბლაშვილი
🔹 საბა ასათიანი

👏 დიდი მადლობა გუნდის მენტორებს:

🔹 დეა ნოზაძე
🔹 გიორგი პაპიძე

🙏 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროგრესის ამერიკული სკოლების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ნინო ჩიკვაშვილს, რომელმაც სრულად დააფინანსა გუნდის მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში. მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა იმისა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ღირსეულად წარმოეჩინათ საქართველო და ქუთაისი საერთაშორისო ასპარეზზე.

ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, მრავალ გამარჯვებასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას! 💙🇬🇪

🎯✨️ სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებულის გამორჩეულ წარმატებას! 🎉✨️2026 წლის ერთიან ეროვნულ გა...
03/08/2026

🎯✨️ სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებულის გამორჩეულ წარმატებას! 🎉

✨️2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნიკოლოზ წვერავამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა:
📘 ინგლისური – 70/70
📖 ქართული ენა და ლიტერატურა – 60/60
📐 მათემატიკა – 50/51

💌გულწრფელად ვულოცავთ ნიკოლოზს ამ დიდ წარმატებას! მისმა შრომამ, მონდომებამ და მიზანდასახულობამ ნამდვილად ღირსეული შედეგი მოიტანა.
ვუსურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას!

⚡️ასევე ვულოცავთ მის მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ წარმატების მიღწევაში.

🔗დაე, ჩვენი სკოლიდან კიდევ მრავალი ასეთი წარმატებული, განათლებული და ღირსეული ახალგაზრდა აღიზარდოს, რომლებიც თავიანთი მიღწევებით გაახარებენ ოჯახს, სკოლასა და ქვეყანას.

🎉 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულს, ბექა ...
03/08/2026

🎉 ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულს, ბექა ბაბუნაშვილს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენა:

📘 ინგლისური – 70/70
📐 მათემატიკა – 51/51
⚛️ ფიზიკა – 63/63
📖 ქართული ენა და ლიტერატურა – 58/60

👏კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბექას ამ შთამბეჭდავ წარმატებას, ვულოცავთ მის მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ღირსეული შედეგის მიღწევაში.

✨️ვამაყობთ ბექას მიღწევით და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, პროფესიულ წინსვლასა და კიდევ მრავალ გამარჯვებას!

🎯სიხარულით გიზიარებთ, რომ Mine Guard ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ფინალისტ გუნდებს შორის მოხვდა! 🚀🏆გუნდის წ...
03/08/2026

🎯სიხარულით გიზიარებთ, რომ Mine Guard ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ფინალისტ გუნდებს შორის მოხვდა! 🚀🏆

გუნდის წევრები არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები:👩‍🎓 ელენე ბერაძე (XI კლასი)და 👨‍🎓 მათე კობაიძე (X კლასი).

2026 წლის 16–17 ივლისს გამართულ ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა 28-მა ძლიერმა გუნდმა დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე საკუთარი ინოვაციური STEM პროექტები წარადგინა. შეფასების შედეგად მხოლოდ 10 გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე და მათ შორისაა Mine Guard.

ფინალისტი გუნდები მიიღებენ მცირე გრანტს პროექტების პროტოტიპების შესაქმნელად, ხოლო შემოდგომაზე დასრულებულ ნამუშევრებს ჟიურის წარუდგენენ, რომელიც კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს.

👏 ვულოცავთ ელენესა და მათეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვამაყობთ მათი მიღწევით და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალურ ეტაპზე!

Address

127 S***a Rustaveli Avenue
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category