25/09/2026
📣 25 სექტემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ მათემატიკური ამბების თხრობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
👨💻 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ორი საინტერესო მოხსენება მოისმინეს, რომლებიც თანამედროვე სტატისტიკისა და ალბათობის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ქართული მათემატიკური აზროვნების ისტორიულ განვითარებას შეეხო.
🎙️ ასევე, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ქართველი მათემატიკოსის და პროფესორის, აკადემიკოს ანდრო ბიწაძის სახელობის ციფრული მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა.
🤖 ლაბორატორიის სახელწოდება სიმბოლურად აერთიანებს ქართული მათემატიკური მეცნიერების ტრადიციასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებს ციფრულ მოდელირებასა და ხელოვნურ ინტელექტს.
🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/evropis-tsentralur-universitetshi-mathematikuri-ambebis-thkhrobis-dghisadmi-midzghvnili-ghonisdzieba-gaimartha/