აველუმი . Avelum

აველუმი . Avelum Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აველუმი . Avelum, Education, გრიშაშვილის ქ #7, Kutaisi.

01/02/2025

ლიტერატურული კლუბი „აველუმი“ – განათლების ძალა და ჩვენი ახალი თემები

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!

ლიტერატურული კლუბი „აველუმი“ განაგრძობს ცოდნისა და განათლების გაღრმავებას, რათა ჩვენი მოსწავლეები არამხოლოდ წიგნიერი ადამიანები, არამედ ფართო თვალსაწიერის მქონე პიროვნებები გახდნენ. განათლება ჩვენი მთავარი მიზანია, და ამ გზაზე ერთად ვსწავლობთ, ვცდილობთ გავიგოთ მეტი და გავაცნობიეროთ ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.

ბოლო პერიოდში ჩვენ ერთად გავეცანით ნოდარ დუმბაძის რამდენიმე დაუვიწყარ მოთხრობას, რომლებმაც ჩვენში სიკეთისა და ადამიანურობის ღრმა განცდა გააღვიძეს. ასევე, შევისწავლეთ მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები, მათი განძი და კულტურული მნიშვნელობა. არ დაგვვიწყებია ძველი საქართველოს ისტორიული ქრონიკებიც, რომლებმაც თვალწინ გადაგვიშალეს ჩვენი წარსული, ჩვენი წინაპრების გზა და ეროვნული თვითმყოფადობა.

ახლა კი ვცდილობთ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ისტორიის საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდებს. ჩვენი ამჟამინდელი კვლევის საგანია:

ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში პირველ საუკუნეში – როგორ დაიწყო ეს ისტორიული პროცესი და რა გავლენა იქონია ქვეყანაზე.

პირველი საუკუნის ქართლის მეფე – ვინ მართავდა ჩვენს ქვეყანას ამ პერიოდში და რა იყო მისი მმართველობის თავისებურება.

მსოფლიო იმპერიები და საქართველო პირველ საუკუნეში – რომელი იმპერიები განსაზღვრავდნენ მსოფლიო პოლიტიკას და როგორ იყო საქართველო მათთან დაკავშირებული.

ჩვენი კლუბის ერთგული მიზანია, რომ ეს ცოდნა მხოლოდ ჩვენთვის არ შევინახოთ, არამედ გავუზიაროთ სხვებსაც. ამიტომ ვგეგმავთ ამ ისტორიული მასალის ინგლისურ ენაზე მოსწავლეების მიერ წარდგენას. გვჯერა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე საერთაშორისო სივრცეში ჩვენი ისტორიისა და კულტურის გაცნობისთვის.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!
ლიტერატურული კლუბი „აველუმი“

18/11/2024

"ლიტერატურული კლუბი ყველასთვის – შემოგვიერთდით!"

მეგობრებო,
ერთ წელზე მეტია, რაც შევქმენით ლიტერატურული კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს წიგნების სიყვარულით ადამიანების გაერთიანებას. ეს იდეა დიდი ხნის ოცნებად მქონდა, და დიდი შრომის შედეგად შევძელით მისი განხორციელება.

დღეს, ჩვენი კლუბი პატარა, მაგრამ ძალიან თბილი და შემოქმედებითი ოჯახია. თუმცა, მიზანი უფრო დიდი გვაქვს – გვსურს, რომ ეს სივრცე გახდეს მეტი ადამიანის საყვარელი ადგილი, სადაც ვიმსჯელებთ წიგნებზე, გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს და ერთად გავზრდით ლიტერატურული ინტერესების სამყაროს.

თუ ლიტერატურა და ახალი სივრცეები თქვენთვისაც ძვირფასია, გვესაუბრეთ, შემოგვიერთდით, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც წიგნები უყვარს და ვისაც სჯერა, რომ სიტყვებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით, თუ სურვილი გაქვთ გახდეთ ჩვენი კლუბის წევრი ან დაგვეხმაროთ იდეების გაზიარებაში. წინ გველის ბევრი საინტერესო პროექტი და შეხვედრა!

დიდი მადლობა, რომ ერთად ვიზრდებით და ვქმნით რაღაც მნიშვნელოვანს.

,,აველუმის"საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს ფუნდამენტალური განათლების კომპლექსურ კურსს,რომელიც თავის თავში გულისხმობს რამ...
05/09/2024

,,აველუმის"საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს ფუნდამენტალური განათლების კომპლექსურ კურსს,რომელიც თავის თავში გულისხმობს რამოდენიმე მიმართულებას:
📌ქართული ფოლკლორი;
📌მითოლოგია და ქართული კლასიკური პოეზია;
📌ქართული კლასიკური ლიტერატურა;
📌მსოფლიო ხალხთა მითოლოგია და კლასიკური ლიტერატურა, დაწყებული ანტიკური, ძველ ბერძნული პერიოდიდან დღემდე;
📌ლიტერატურულ პერიოდებთან დაკავშირებული საქართველოსა და მსოფლიო ხალხთა ისტორიის მოკლე კურსი.
მოეწყობა ქართული, უცხოური, ისტორიული თუ შემეცნებითი ფილმების ჩვენება.
,,აველუმი"არის სივრცე, სადაც მოზარდები ეტაპობრივად, ასაკობრივი პერიოდის გათვალისწინებით, დიდი ინტერესითა და ხალისით შეიმეცნებენ კაცობრიობის შემოქმედებითი და სულიერი განვითარების მრავალათასწლიან გამოცდილებას. აქ,ამ სივრცეში ჩვენი შვილები დაუმეგობრდებიან წიგნებს. ისინი შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალი, ჩამოუყალიბდებათ ანალიტიკური აზროვნებისა და ინტელექტუალური დისკურსის უნარი. ასაკობრივი ჯგუფებისთვის სწორად შერჩეული ხარისხიანი და მათთვის აქტუალური ლიტერატურა განუვითარებთ მათ კითხვის უნარ-ჩვევებს, წარმოსახვის და შემოქმედებით შესაძლებლობებს. სწავლა მიმდინარეობს სახალისო ფორმატით, სადაც მთავარი გმირი არის მოსწავლე და როლური და სიმულაციური თამაშის მეთოდით ისინი სწავლობენ ტექსტის და მასში მოცემული იდეების უკეთ გააზრებას, მის ირგვლივ მსჯელობას. ყოველი თემის დასრულების შემდგომ იმართება მსჯელობა. დაგეგმილი გვაქვს , აგრეთვე, გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებში,საგამოფენო და სხვა საინტერესო შემეცნებით სივრცეებში. პროგრამა შედგება ორი საფეხურისგან. .პირველი დონე განსაზღვრულია მე_6 და მე_8 კლასელი მოსწავლეებისათვის და მისი ხანგრძლივობა მოიცავს სამ წელს. მეორე დონე განსაზღვრულია მე_9 და მე_ 11 კლასის მოსწავლეებისათვის. ასევე, მისი ხანგრძლივობა მოიცავს სამ წელს. ორივე საფეხურის დაძლევა დადასტურებული იქნება შესაბამისი სერთიფიკათით. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა მოიცავს 10_ 12 მოსწავლეს. კურსის ღირებულება არის თვეში 80 ლარი.საფასურში შედის საკითხავი ტექსტების ბეჭდვა და სხვადასხვა ღონისძიებების თუ მოწვეულ პიროვნებებთან შეხვედრების ორგანიზება. დედმამისშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%_იანი ფასდაკლება. წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%_იანი ფასდაკლება. მისამართი: ქუთაისი, გრიშაშვილის 7 ,თეთრი ხიდთან,ბაღის წინ,სასტუმრო დავითის გვერდით,მეორე სართულზე. შეხვედრა მშობლებთან შედგება 27 სექტემბერს საღამოს 6 საათზე.სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან.

Address

გრიშაშვილის ქ #7
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აველუმი . Avelum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category