17/09/2026
📢 ოფიციალური განცხადება
სკოლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა სარემონტო სამუშაოების გამო დაიხურა ან სხვა ტერიტორიაზე გადავიდა.
აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გაცნობებთ, რომ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სკოლის ჩვეულებრივ მისამართზე, დადგენილი განრიგისა და რეჟიმის შესაბამისად.
სკოლის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსწავლეებს, მშობლებსა და საზოგადოებას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაეყრდნონ მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას.
ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია დროულად და საჯაროდ გავრცელდება სკოლის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
გმადლობთ ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის. ❤️
სსიპ – აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია
💫ნათია თევდორაძე