08/07/2025
საქართველოს ნაკრებმა გუნდმა შვედეთში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე (IYPT), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!
ნაკრების წევრები არიან:
ცოტნე გიორგაძე
ლუკა ჩახნაშვილი (კაპიტანი)
კონსტანტინე ჩუბინიძე
ლილე ჭელიძე
თამარ ჯინჭარაძე
გუნდის ხელმძღვანელები:
გიორგი ბახტაძე
ნიკოლოზ მალცევი
ირაკლი მიროტაძე
ლაზარე ოსმანოვი
ზურაბ უგულავა
ნიკოლოზ ციმაკურიძე
დაჩი ჭოტაშვილი
ასევე, გუნდთან ერთად ტურნირზე მიიწვიეს, ტურნირის ყოფილი მონაწილეები როგორც საერთაშორისო ჟიური:
ბექა ბზეკალავა
ნიკოლოზ ნიკურაძე
დიანა სოხაშვილი
გიორგი ხომერიკი
საქართველოს ფიზიკოსთა ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს გენერალურ სპონსორებს, ბაზისბანკსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს!
ჩვენი გუნდის ხელშეწყობისთვის პირადად მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ნინო ცანდიშვილს და ბატონებს, თემურ გაჩეჩილაძეს, რატი დვალაძეს და ვახტანგ ცაგარელს. ასევე რა თქმა უნდა ვეკუასა და კომაროვის სკოლებს უნიჭიერესი ახალი თაობის აღზრდისათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ნაკრები გუნდის წარმატებული გამოსვლების სერია ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე, 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველომ 5-ჯერ აიღო მედალი IYPT-ზე და უფრო იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ წლევანდელი გუნდის ყველა წევრი შეძლებს მომავალი წლის ტურნირზე მონაწილეობის მიღებას.