წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა

წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა The Best School Ever : )

სკოლის უმაღლეს ჯილდოზე ,, #სახელობითი                                                                                #ვა...
24/09/2026

სკოლის უმაღლეს ჯილდოზე ,, #სახელობითი
#ვარსკვლავი“

2026 წლის 15 სექტემბრიდან სკოლის უმაღლეს ჯილდოზე ,,სახელობითი ვარსკვლავი“ დაიწყო კანდიდატების დასახელება.
წარმოდგენილია #ნინო #ჩირაძის კანდიდატურა. ყველამ იცის, მას სამყაროს დასაწყისად მიაჩნდა სკოლა და მოსწავლე...
კანდიდატების დასახელება გრძელდება...
დაჯილდოება იგეგმება 2027 წლის 27 იანვარს, ნინოობას.

21/09/2026

#ღვთისმშობლის #შობის #დღესასწაულს #გილოცავთ!

09/09/2026

სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის N3 საჯარო სკოლა

სულ მალე ❗️❗️❗️🕜 👇
⚡️💡 ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება, მზად ხარ, გადაუხვიო ჩვეულებრივი გაკვეთილების ჩარჩოებიდან?
📌საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო -ს მხარდაჭერით, 2026-2027 სასწავლო წლიდან სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უფასო STEAM კლუბი!

📌რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სკოლის გვერდზე.

🤔დაფიქრდი (მოსაფიქრებლად დრო გაქვს ), გადაწყვიტე შენს სასარგებლოდ და მიიღე შანსი გააცოცხლო შენი იდეები STEAM კლუბში!

#სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის მე-3საჯაროსკოლა #ინოვაციურიგანათლება #მომავლისგანათლება

მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, ცოდნის ზეიმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. ვ...
02/09/2026

მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, ცოდნის ზეიმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. ვფიქროთ პირველ კლასელებთან შეხვედრა იქნება ყველასათვის დასამახსოვრებელი.
ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას თუ რა სიურპრიზები ელოდებათ მესამესკოლელებს.
წინასწარ ვულაცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მესამესკოლელებს, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, კოლეგებს.
მშვიდობა მისურვებია!
წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს ჩემს ქალაქს და სრულიად საქართველოს!

 #ვარდასხმული   #ქუთაისი                   წმინდა ნინოს ქუჩა        პატარა ქუჩააა დიდი თავგადასავლით... ადამიანებით, ურთ...
30/08/2026

#ვარდასხმული #ქუთაისი
წმინდა ნინოს ქუჩა

პატარა ქუჩააა დიდი თავგადასავლით... ადამიანებით, ურთიერთობებით, ნამდვილი ქუთაისლებით....
ქუჩა- უნივერსიტეტი თუ აკადემია....
გასწავლის, როგორ იცხოვრო. აქ გაზრდილთა თუ აქ მოღვაწეთა ნაკვალებზე ღირსეული სიარული იოლი არაა, თუმცა სანატრელი და სასურველი-ნამდვილად. ამ ადამიანებთან გატოლებას თუ ვერ შეძლებ, მაჩანჩალობა რომ არ გეკადრება, კი უნდა გქონდეს გაცნოებიერებული. ამის გააზრებაში ეხმარება და ასე „ზრდის“ სწორედ ეს ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქვაფენილიანი გზა, მაგრამ არაჩვეულებრივი თავისი შინაგანი კულტურით, ამბებით, ადამიანებით, ქუთაისური ხასიათით...
#ქუჩა, #როგორც #ამ #ქალაქის #ისტორიაა...
ეს წიგნი გულითა და წრფელზე წრფელი სიყვარულით შექმნილი, წმინდა ნინოს ქუჩაზე „მოგზაურობაა“.
გულწრფელი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ ქუთაისის მერიის ხელმძღვანელობას
თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
მადლობა მრჩევლებს, სარედაქციო ჯგუფის წევრებს, მთარგმნელებს, მხატრულ გამფორმებლებს იმათ ვინც კი მცირეოდენი წვრილიც კი შეიტანა წიგნის „ვარდასხმული ქუთაისის“ შექმნაში.
წიგნის ,,ვარდასხმული“ ქუთაისის #პრეზენტაცია გაიმართება 18 ოქტომბერს, #ღირსი #გრიგოლ #ხანცთელის #დღესასწაულზე.
P.S წიგნში გამოყენებულია საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ოთარ ქანდარიას ორნამენტები, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერიისა და ქუთაისის ფოტო-კინო მუზეუმის მასალები.

 #ნათელა  #გვილავა-90    წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის  მე-3 საჯარო სკოლა 90 წლის იუბილეს ულოცავს ღვაწლმოსილ პედ...
04/08/2026

#ნათელა #გვილავა-90

წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა 90 წლის იუბილეს ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს , ქალბატონ ნათელა გვილავას .

უსურვებს ჯანმრთელობას , სიხარულს, ბედნიერებასა და დიდხანს სიცოცხლეს🎂❤️

🌍💙 საერთაშორისო eTwinning პროექტი „Strong With Myself“ წარმატებით დასრულდა!სსიპ წმინდა ნინოს ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ი...
21/07/2026

🌍💙 საერთაშორისო eTwinning პროექტი „Strong With Myself“ წარმატებით დასრულდა!
სსიპ წმინდა ნინოს ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებლის, დიანა ნემსიწვერიძის, თანადამფუძნებლობითა და საერთაშორისო თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა eTwinning-ის პროექტი „Strong With Myself“.
პროექტი შეიქმნა თურქ კოლეგასთან Seda Kaya Yılmaz-თან პარტნიორობით და 2025–2026 სასწავლო წლის განმავლობაში ოთხი ქვეყნის — თურქეთის, საბერძნეთის, საქართველოსა და ლიბანის — 12 პარტნიორ სკოლას აერთიანებდა.
პროექტის საფუძველს წარმოადგენდა ცხოვრებისეული უნარების (Life Skills) განვითარება, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება აკადემიური წარმატების მიღწევაში, ყოველდღიური გამოწვევების ეფექტიანად დაძლევაში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და წარმატებულ კომუნიკაციაში. სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით პროექტში ჩაერთნენ 6–10 წლის ასაკის მოსწავლეები, რომლებმაც მრავალფეროვანი პრაქტიკული, შემოქმედებითი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული აქტივობების საშუალებით განივითარეს ცხოვრებისეული, სოციალური, ციფრული და კულტურული კომპეტენციები.
პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის, თავდაჯერებულობის, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების, დროის მართვის, თანაგრძნობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
🌍XXI საუკუნის საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები;
🌍მოსწავლეთა და მასწავლებელთა საწყისი და საბოლოო გამოკითხვები;
სკოლის, ქალაქის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარდგენის ვიდეოებისა და პრეზენტაციების მომზადება;

🌍პროექტის ლოგოსა და პოსტერის შექმნა, სამუშაო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო ონლაინ შეხვედრების ორგანიზება;

🌍ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების განვითარება — ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, ღილებისა და ელვა-შესაკრავის გამოყენება;
🌍 პირადი ჰიგიენისა და თმის მოვლის მნიშვნელობის გააზრება, თემატური ნამუშევრებისა და საერთაშორისო აკროსტიქის შექმნა;

🌍სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობა, სოციალური ისტორიების შექმნა და კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ემპათიის განვითარება;

🌍უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება;

🌍საოცნებო სათამაშოების, ხელნაკეთი სანიშნეებისა და სხვა შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნა;

🌍 პროექტის შედეგების შეფასება, ვირტუალური გამოფენის ორგანიზება და შემაჯამებელი საერთაშორისო ონლაინ შეხვედრის ჩატარება.
პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ eTwinning საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ XXI საუკუნის საკვანძო კომპეტენციები, გაიღრმაონ კულტურათაშორისი ურთიერთობები, იმუშაონ საერთაშორისო გუნდებში და გახდნენ თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო სივრცის აქტიური მონაწილეები.

🌍💙 The International eTwinning Project "Strong With Myself" Has Successfully Concluded!
The international eTwinning project "Strong With Myself", co-founded by Diana Nemsitsveridze, Mentor Teacher of English at LEPL Saint Nino Kutaisi Public School N3 (Georgia), was successfully implemented through international collaboration. The project was established in partnership with Turkish teacher Seda Kaya Yılmaz and, during the 2025–2026 school year, brought together 12 partner schools from Türkiye, Greece, Georgia, and Lebanon.
The project was built around the concept of Life Skills, recognizing that these essential competencies enable children to achieve academic success, cope with everyday challenges, express themselves confidently, and communicate effectively. With this vision, the project aimed to foster life skills among primary school students from an early age.
The project involved students aged 6–10, who participated in a wide range of practical, creative, and collaborative activities designed to strengthen their life, social, digital, and cultural competences.
The main objective of the project was to develop students' independence, responsibility, self-confidence, effective communication, collaboration, problem-solving, decision-making, time management, empathy, and creative thinking skills.
Key project activities included:

🌍 Developing 21st-century competences, including personal and social, digital, cultural, and creative skills;

🌍 Conducting initial and final surveys for students and teachers;

🌍 Creating introductory videos and presentations about the schools, cities, teachers, and students;

🌍 Designing the project logo and poster, preparing the work plan, assigning responsibilities, and organizing international online meetings;

🌍 Developing everyday life skills through practical activities such as tying shoelaces, fastening buttons, and using zippers;

🌍 Raising awareness of personal hygiene and hair care through creative activities and an international collaborative acrostic;

🌍Promoting communication and social skills by introducing national cultures and traditions, creating social stories, and strengthening collaboration and empathy;

🌍 Celebrating Safer Internet Day and discussing environmental responsibility and sustainable living;

🌍 Encouraging creativity through designing dream toys, creating handmade bookmarks, and producing various creative works;

🌍Evaluating project outcomes through final surveys, a virtual exhibition, and a concluding international online meeting.
The project once again demonstrated that eTwinning provides an outstanding platform for international collaboration, enabling students to develop essential 21st-century competences, strengthen intercultural understanding, work effectively in international teams, and become active participants in the European educational community.

Address

წმინდა ნინოს ქუჩა #2
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category