იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia

იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia, tbilisi, Tbilisi.

გთავაზობთ, კიდევ ერთ ფრაგმენტს, ახლად დასრულებული „ძველი ქართულის პირველ კრიპტოლექსიკონი“-დან                           ...
27/09/2026

გთავაზობთ, კიდევ ერთ ფრაგმენტს, ახლად დასრულებული „ძველი ქართულის პირველ კრიპტოლექსიკონი“-დან
ბაბილონის გოდოლი და მშენებელთა ენა.

გოდოლი _ კოშკი. ბაბილონის გოდოლი; რიგით სათვალავთა ჰემატრიაში 51 _ ღმერთის კაცებრივი ბუნების კონსტანტათი. „აღაშენეს ბაბილონის გოდოლი... აღშენებასა მას გოდლისასა ხმა იყო ზეცით“ (ქ. ცხ.). ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო მესამე ათასწლეულში სარგონ დიდის მეფობისას (ძვ. წ. XXIV ს.). ამ დროს მთავარი ცოდნა _ ღმერთების თაობაზე ცოდნა იყო, ღმერთებად კი მნათობები მიაჩნდათ.

ცალკეულად მზისა და მთვარის თაყვანისმცემელთა მწვავე დაპირისპირების ფონზე, როგორც ჩანს, ბაბილონი _ მზისა და მთვარის ერთდროულად თაყვანისმცემელი იყო.

ბაბილონელთათვის ამ მნათობებზე ასტროინფორმაცია ღმერთების თაობაზე, საკრალური, სათუთად გასაფრთხილებელი ცოდნა იყო. ბაბილონის გოდოლის კედლების სიმაღლეები, გვარწმუნებენ, რომ ეს ასტროინფორმაცია დაფარულად ამ კედლების სიმაღლეებში აისახა. ეს პროცესი გახდა კიდეც პირველი დაფარული (დაშიფრული) ენის და დღევანდელობაში მისი მაღალალბათურად ამოცნობის წინამორბედი.

ბაბილონის გოდოლის სიმაღლეების ძველ ქართულთან შეჯერება აჩენს ვარაუდს, რომ ბიბლიაში აღწერილი ამბავი _ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის თაობაზე, სულაც არაა გამონაგონი, და მას რეალური საფუძველი აქვს. მსოფლიო ენათმეცნიერება იცნობს ხელოვნურ ენებს: ძველ ივრითსა (სემიტური ენა) და ძველ კოპტურს (ეგვიპტელთა ენა), მაგრამ არც ერთსა და არც მეორეზე, არ გვიყვება ბიბლია.

პირველი ენა, რომლითაც ბაბილონელთა ასტროცოდნის დაფარულად სიტყვაში გადატანით შეიქმნა _ იყო ის ენა, რომელსაც დღეს ბიბლია „ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენას“ ისე მოიხსენიებს. ამ ენის შექმნა თუ ბაბილონში დაიწყო, სემიტური ხალხების მოძალების შემდეგ, იგი ასურეთში _ მის დედაქალაქ, ბიბლიისთვის „ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის“ დედაქალაქ ნინევიაში გაგრძელდა, და როგორც ჩანს, ძირითადად, იქვე დასრულდა.

დიდი ხანი ეძებდა ამ ენას მსოფლიო ენათმეცნიერება, და ერთ-ერთ მთავარ ვერსიად _ იბერიულ ენათა ოჯახიც განიხილებოდა, მაგრამ XIX საუკუნის შუაწელში, არც ქართული და არც ზოგადად ენათმეცნიერება არ აღმოჩნდა მზად გადაეწყვიტა ასეთი დონის მეცნიერული პრობლემა. (საუკუნის ბოლოს, როგორც ჩანს, დიდი პოლიტიკის ჩარევით, ეს კვლევები შეწყდა).

ბაბილონსა და ასურეთში ერთი ხალხი ცხოვრობდა და ისინი ერთ ბაბილონურ ენაზე ლაპარაკობდნენ, ამიტომაც ბიბლიური ერთი საერთო _ დედაენის დედაქალაქად ბაბილონი კი არა ნინევია მოიხსენიება, რადგან სემიტებისგან დაპყრობილ ბაბილონში ასეთი საკრალური მნიშვნელობის ცოდნის დატოვება, მაშინ საფრთხის შემცველი იყო.

ბაბილონის გოდოლის სართულების სიმაღლეების ანალიზი, გვაჩვენებს, რომ უკვე მაშინ დაფარვის მეთოდათ _ პრიმიტიული ჰემატრია იყო გამოყენებული. სარგონ მეორე ძვ.წ. VII საუკუნეში ხორასაბადის ციხის აშენებისას, ციხის კედლების სიგრძის დასადგენად იყენებს მისი სახელის ჰემატრიას, რადგან თვლიდა, რომ ეს ციხეს სიმტკიცეს შემატებდა.

მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ იგებენ ამ ცოდნის თაობაზე ებრაელები, როცა მეფე ნაბუქოდონოსორმა სხვა ცოდნასთან ერთად, მათ ჰემატრიის თაობაზე ცოდნა გადასცა. ამაზე დღეს ღიად წერს მსოფლიო ისტორიოგრაფია (მათ შორის ებრაელი მეცნიერები) და დამტკიცებულად მიიჩნევა.

ეს ამბები ალეგორიულად აღწერილია ვეფხისტყაოსანშიც კი. ცოდნამ, რომელიც ბაბილონის გოდოლის ამშენებლებს გააჩნდათ, დასაბამი დაუდო ზოგადად მეცნიერებასა და სარწმუნოებას. სწორედ ეს ცოდნა აღმოჩნდა გოდოლის მშენებელთა ენად წოდებულ დაფარულ ენაში და მას ზოგადსაკაცობრიო ღირებულება აქვს. როგორც პირველი, დაფარული, საკრალურ ღირებულებათა მატარებელი ენა, იგი ბიბლიურ ენად იქცა.

სიფრთხილემ და გასაიდუმლოებამ ნინევიას არ უშველა _ ძვ.წ. 612 წელს ნინევია დაანგრია შემოჭრილმა მტერმა. დაანგრია, ისე, რომ მისი კვალის მოძიებაც კი გაუჭირდათ არქეოლოგებს.

ამის შემდეგ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის კვალი გაქრა და მხოლოდ აქემენიდთა მეფე დარიოსის კარზე გამოჩნდა ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში, 333 წელს _ დარიოსის წინ აღლუმზე 365-მა ყმაწვილმა ჩაირა, წელში 365 დღის აღსანიშნავად _ ეს სწორედ ერთ-ერთი ის, მაშინ უკვე, არცთუ საიდუმლო ინფორმაცია გახლავთ, რომელსაც საკრალური ღირებულება ჰქონდა და დაფარულად ინახავდა ნინევიადან წამოღებული ენა.

მაგრამ ამ ფაქტზე ყურადღება, როგორც მოვლენათა ლოგიკიდან ჩანს, შემთხვევითი არ ყოფილა. უკვე ასეთი პატარა არტეფაქტი აჩენს ვარაუდს, რომ ნინევიაში გაუჩინარებული ენა, არ გაამქრალა.

აქემენიდთა დაინტერესებაზე ბაბილონის გოდოლით მეტყველებს ისიც, რომ დარიოსის წინამორბედმა მეფე კამბიზმა ბრძანა _ გოდოლის მცირე ზომის მაკეტი მის საფლავზე დაედგათ. ანდერძი ასრულებულ იქნა. (საქართველოს მთიანეთშიც იპოვით, მის მსგავს კონსტრუქციებს.) ამ ამბავის გაგრძელებას ქართლის ცხოვრება გვიყვება: დარიოსის შვილიშვილის _ ფარნავაზის მეფობისას _ „ამან (ფარნავაზმა) განავრცო ენა ქართული“. იქამდე კი, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართულს არც ერქვა ენა (!).

მაღალი ალბათობით, ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ქართლისს ცხოვრებაში აღწერილი ფარნავაზის სიზმარი _ მზე ღმერთთან შეხვედრის თაობაზე, და ენის განვრცობა სხვა არაფერია, თუ არა _ ფარნავაზისგან, ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის“ იბერიაში განვრცობა. (წინამდებარე ლექსიკონიც, სადაც 4000-მდე დაშიფრული, დაფარული სიტყვაა, ამის დასტური გახლავთ.)

ენას სარწმუნოებრივი ყურადღება არ მოკლებია _ სახარებაში მას „ლაზარეს“ არქმევენ. მეცნიერულად კი _ ძველი ქართული ენა ჰქვია.

დასრულდა მუშაობა ძველი ქართულის პირველ კრიპტო ლექსიკონზე.გთავაზობთ ორი სიტყვის განმარტებას, ლექსიკონში ასეთი 4000 სიტყვა...
26/09/2026

დასრულდა მუშაობა ძველი ქართულის პირველ კრიპტო ლექსიკონზე.
გთავაზობთ ორი სიტყვის განმარტებას, ლექსიკონში ასეთი 4000 სიტყვაა.

არმაგედონი - მსოფლიო წარღვნა, 555-ის ტოლი ფარული რიცხვით.
ქართული ეკლესიის სიწმინდეებიდან: „კუართი“-ს ფარული რიცხვიც _ 555-ია, და ჰემატრიის ძირითადი წესის გათვალისწინებით, როცა რიცხვები ტოლია, სემატიკური კავშირი გვაქვს: არმაგედონი _ კვართი, რადგან 555 = 555. ე.ი. როგორც კუართი მოსავდა მაცხოვარს, ისე დაფარავს „არმაგედონი“ დედამიწას და იგი ღმერთს შეხვდება (ღმერთი განიკითხავს).

რაც შეეხება არმაგედონის ასტრონომიულ მხარეს, ქურუმთა აზრით, მასში მთვარე (არმა (ქალდ.)) და მზე (დონი _ ქართ.) იქნებიან ჩართულნი, ეს ჩაითვალა _ არმა-(გე)-დონ-ად.

თავის მხრივ, 555 _ ბაკმის, შარავანდის რიცხვია. ის ასტრომოვლენაა, როცა მზეს სრულად ფარავს მთვარე და მისი ნათელი შარავანდად ადგას მას. ქურუმთა ნათელხილვით, სწორედ ამ პროცესში უნდა დაიწყოს არმაგედონი.
რაც შეეხება იდიომას _ „იბერიას ღვთიშობლის კალთა დაიფარავს“. (ღვთიშობლის) კუალთა (კალთა) _ 444-ია, არმაგედონი _ 555.

არმაგედონი (555) + კუალთა (444) = 555 + 444 = 999, ღმერთის ღვთაებრიობის უმაღლეს რიცხვ-სიმბოლოს გვაძლევს, ამიტომაც იფარავს იბერიას ღვთისმშობლის კალთა (კუალთა). ეს იდიომა ჰემატრიულად სწორედ ასეა გამყარებული. ეს ქურუმთაგან ნათელხილვით ხილული წინასწარმეტყველებაა.
სახეზეა, საოცარი ერთიანობა ბიბლიის „გამოცხადების“ თავისა და ძველი ქართულის ლექსიკის, რაც სიტყვის შესაქმედან უნდა იღებდეს სათავეს (დაახლოებით, 4 ათასწლეულის წინანდელი პროცესი). შემდეგ ასეთი დაშიფვრა შეუძლებელი იქნებოდა. „არმაგედონი“ დღეს საერთაშორისო მიღებული ტერმინია, მაგრამ ძველ ქართულში ქალდეველებიდან (შუმერ-ბაბილონ-ასურეთიდან) მომდინარე ცოდნა უნდა იყოს. ეს ხომ ნიშნავს, რომ ამ სიტყვის შემოქმედ ქურუმთა საძმოს ანბანური მატრიცა, რომლითაც სიტყვები: არმაგედონი, კუართი, კუალთა შეიქმნა, ანუ ქართული ანბანი იმ დროს ხელთ ჰქონდათ?! და ეს სიტყვებიც მათი მიერაა შექმნილი _ გამოდის, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ლექსიკიდანაა?!
აპოკალიფსისი, (აპოკალიფს-ისი) _ რიგით სათვალავში 111-ის ტოლი რიცხვით; ქალდეურ მზე ღმერთის რიცხვთან _ 888-თან ერთად, ის 999-ს ასრულებს. ანუ იგივე წინასწარმეტყველება გვაქვს, რაც „არმაგედონის“ განხილვისას გვქონდა: აპოკალიფსი _ მზეზე მიმდინარე ასტროპროცესის შედეგად დგება, ოღონდ, ამ შემთხვევაში მზის განსაკუთრებული ბრწყინვალება (ნათება) მოიტანს ამას... რადგან 111 + 888 = 999, ღმერთის ღვთაებრიობის უმაღლესი რიცხვ
-სიმბოლოა, ქალდეა (და იბერია) ამ ლექსიკურ ველზეც, წინასწარმეტყველ ქურუმთა სიტყვაში დაფარული ჰემატრიის თანახმად, უნდა გადაურჩეს მეორედ მოსვლას და ღვთაებრიობამდე ამაღლდეს. მოიაქციეთ ყურადღება: აპოკალიფსისი, არმაგედონი _ არა მხოლოდ სემანტიკური სინონიმებია, არამედ ჰემატრიულადაც თავსებადია: ერთად კი _ 555 (არმაგედონი) + 111 (აპოკალიფსი) = 666, ადამიან ღმერთის რიცხვს იძლევიან. ჰემატრიული დასკვნა გასაოცარი და სარწმუნოებრივად გამყარებულია: „მსოფლიო წარღვნას ადამიან ღმერთის (იესო ქრისტეს) გამოცხადება მოჰყვება!“ კიდევ ერთი სრული დამთხვევა ბიბლიური და ძველი ქართული ენის ლექსიკის, დაშიფვრის უცხადესი მტკიცება. იხ. არმაგედონი;

20/09/2026

ან "შუშანიკიდან", ან ჭეშმარიტი ცივილიზაციის საწყისებიდან!...

აუცილებელია ქართულ საჯარო სკოლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმოს ქართული ანბანის მატრიცის _ 40 ასო ნინშნით, "ამირანის", „ვეფხისტყაოსნის“, „ქართლის ცხოვრების“, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისა და ყველა იმ უმნიშვნელოვანესი ცოდნისა და წყაროს სწავლებას, რომელიც ქართველ ბავშვს საკუთარ წარსულთან, იდენტობასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან დააკავშირებს.

ქართველმა ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ქრისტემდელი ისტორია და ის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც წინაპრებისგან მოგვყვება.

ქრისტემდელი ისტორია აღადგინა ბატონი ალიკო ცინცაძის აღმოჩენამ (ქართულმა ჰემატრიამ), რომლის საფუძველი კვლევის თანახმად, მხოლოდ ძველი ქართული ენა და ანბანია.

უნდა საბოლოოდ გაირკვეს მაშთოცმა შეგვიქმნა ანბანური წერის კულტურა, თუ ქრისტემდელია, თუ არ ვიტყვით რომ პირველია.

ჩვენი წარსულის ცოდნა მხოლოდ ისტორიის სწავლა არ არის, ეს არის საკუთარი იდენტობის, ენისა და კულტურული მეხსიერების შენარჩუნება.

ვიმედოვნებთ, ქალბატონი თამარის გამოსვლა სწორედ ამ უდიდესი ცოდნის გავრცელებას, საზოგადოებისთვის გაცნობასა და მომავალი თაობისთვის მის გადაცემას მოემსახურება.

ან "შუშანიკიდან", ან ჭეშმარტი ცივილიზაციის საწყისებიდან!...

წინაპრის ტყავშიგამოქვაბულის, პირველყოფილი მონადირეების საცხოვრებლის, შესასვლელი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ იხედებოდა და გა...
19/09/2026

წინაპრის ტყავში
გამოქვაბულის, პირველყოფილი მონადირეების საცხოვრებლის, შესასვლელი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ იხედებოდა და გაზაფხულის იმ კრიალა დილას ყოფითი საზრუნავებისგან განზე გამდგარ ერთ-ერთ მათგანს შეეძლო, კლდის ნაპრალიდან დაენახა, როგორ ამოგორდა ჰორიზონტიდან დღის მნათობი. მისი გამოჩენისთანავე ცის თაღიდან გაქრა ცისკრის ნაზი ვარდისფერი - მზის საზეიმო აღსავლის მაცნე. განთიადის მსუბუქ ნისლში შებურული მზე ჯერ კიდევ არ არის იმდენად მკვეთრი, რომ თვალს ჭრიდეს. ახალშობილივით მოვარდისფრო-მოწითალო მნათობი უზარმაზარ, ოდნავ დაბრტყელებულ სფეროს მიაგავს. მონადირეს მთელი დღის განმავლობაში რომ ეცქირა მზისთვის, შეამჩნევდა, რომ, რაც უფრო მაღლა იწევდა ვარვარა დისკო, მით უფრო თვალისმომჭრელი ხდებოდა და მისი ცქერა უკვე შეუძლებელი იყო.

როცა ზუსტად შუადღისას უმაღლეს წერტილს მიაღწევდა, მზე ჰორიზონტის იმ ნაწილში აღმოჩნდებოდა, რომელიც ახლა სამხრეთის სახელითაა ცნობილი, წინაპრისთვის კი იქნებ „გამოქვაბულის მარცხენა კედლის მხარე“ ყოფილიყო. ეს იყო იმ დღეს მნათობის მიერ უდიდესი ძალის გამოვლინების დრო - მისი გაფურჩქვნის ხანა, როგორც ადამიანს უდგას მოწიფულობის პერიოდი. შემდეგ მზემ ნელ-ნელა მიწასთან მიახლოება იწყო, მაგრამ გამოქვაბულის შესასვლელის საპირისპირო ზონაში. საღამოსკენ მნათობს საგრძნობლად მოაკლდა მხურვალება და ბრწყინვალება, შემდეგ კი, სანამ ჩაქრებოდა, გაწითლდა, თითქოს გადიდდა და, საბოლოოდ ძალაგამოცლილი, ჯერ მიწაზე განერთხო, მერე კი სადღაც ჰორიზონტს გადაღმა გადაგორდა. ცის თაღი ცივი მიმწუხრის ნაღვლიანი მეწამულით შეიღება და ამით მზის დღიური მოგზაურობის დასარული აუწყა.

დილას კი (და ამაში დარწმუნება გამოქვაბულის ნებისმიერ მკვიდრს შეეძლო) - მნათობის ცხოვრებაში ყველაფერი თავიდან განმეორდა: დაბადება, მოწიფულობა და ჩასვლა-სიკვდილი. განმეორდა იმავე მკაცრი თანმიმდევრობით, რამაც მოგვიანებით ადამიანების მიერ დროის ყველაზე მარტივი ერთეულის - დღე-ღამის - განსაზღვრა განაპირობა. მაგრამ რადგანაც წინაპარი უბრალოდ ცნობისმოყვარე კი არა იყო, არამედ იყო დაკვირვებულიც და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმდენად მომთმენიც, რომ თვალყური ედევნებინა ცის სიღრმეებში მზის ხეტიალის თავისებურებებითვის, მალე მან დღის მნათობის ცხოვრებაში ახალი გარემოებები შეამჩნია. გარემოებები, რომლებიც მასში დამაინტრიგებელ ინტერესს ბადებდა.

დადგა დილა, როცა ცნობისმოყვარე მონადირემ გამოქვაბულის ნაპრალში ვეღარ იხილა დადამიწის კიდიდან ამომავალი მზე. ის იმ დილას არათუ უფრო ადრე ამოვიდა, არამედ ცის თაღზე სხვა ადგილას გამოჩნდა. მისთვის სრულიად გამაოგნებელი გარემოება წინაპრისთვის მხოლოდ ერთს ნიშნავდა: მზე, როგორც ჩანს, მუდამ ჰორიზონტის ერთ წერტილში არ ამოდის; დღითი დღე, თვალისთვის შეუმჩნევლად, აღმასვლის დროს მიწის აღმოსავლეთი კიდიდან ინაცვლებს და ერთხელაც შეიძლება, ცაზე იმ ადგილას აღმოჩნდეს, საიდანაც განთიადის პირველი სხივები ქვის საცხოვრისში ვეღარ მოხვდება.

ელემენტარული ცნობისმოყვარეობა გაოგნების შეკითხვად ხორციელდებოდა: კი მაგრამ, სად ამოდის ახლა?

ამაზე პასუხის საპოვნელად წინაპარს მეორე დღეს ადრე ადგომა მოუწია. აუცილებლად უნდა გასულიყო გამოქვაბულის წინა ბაქანზე. აქ მას ელოდა (ვინ იცის!) ასტრონომიის ისტორიაში პირველი აღმოჩენა: მზე ახლა მარცხენა ხელის მხარეს ამოდიოდა, გამოქვაბულის მარცხენა კედლის მხრიდან. ესე იგი, ქვის საცხოვრებლის იმ კედლისა და ჰორიზონტის იმ მხარის საპირისპიროდ, სადაც მნათობი შუადღისას უმაღლეს წერტილს აღწევდა. სხვაგვარად რომ ითქვას, მზემ ჰორიზონტის იმ ადგილას დაიწყო ამოსვლა, რომელიც უფრო ახლოს იყო, ვიდრე ადრე, - ჩრდილოეთით. მეტსაც გეტყვით: წინაპარს იმავე საღამოს კიდევ ერთი აღმოჩენის გაკეთების შანსი მიეცა: დაისისკენ მიმართულმა, შეამჩნია, რომ მზე ჰორიზონტს უფრო მარჯვნივ მიეფარა, ვიდრე ადრე ეფარებოდა. ე.ი. იმავე ჩრდილოეთის მხარის მიმართულებით. შუადღისას სამხრეთის მხარეს მნათობის სიმაღლეში ცვლილების დაჭერა იოლი საქმე არ იქნებოდა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად დადგა მომენტი, როცა გამოქვაბულის ყველაზე გულგრილი და დაუკვირვებელი მკვიდრისთვისაც კი აშკარა გახდა, რომ მზე არათუ ყოველ ჯერზე ინაცვლებს ადგილს თავისი წინა აღსავალ-დასავალიდან - ჩრდილოეთისკენ, არამედ შუადღისას სულ უფრო მაღლა იწევს სამხრეთით. ამავდროულად, მისი სუფევა ცის თაღზე დღითი დღე ხანგრძლივდება, მისი გაქრობა კი, სადღაც დედამიწის მიღმა - შეუცნობელ სამყაროში - ხანმოკლე ხდება.
სრული სტატია იხ. ლინკზე
https://iberianheritage.com/articles/Nu8GIZZ6ovmhBg9qXaBe

ყურადღება!   დამთავრდა ჩვენი არდადეგი, და გამოვეცით ახალი წიგნი _ „კავკასიური იოგას ჰემატრიული ნაშთები“. იმედი გვინდა ვი...
15/09/2026

ყურადღება!

დამთავრდა ჩვენი არდადეგი, და გამოვეცით ახალი წიგნი _ „კავკასიური იოგას ჰემატრიული ნაშთები“. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, იგი მალე ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მკითხველისთვის. ამასთან, დამამთავრებელ ფაზაშია „ძველი ქართულის კრიპტოგრაფიული ლექსიკონი“. იმისთვის, რომ გაიგოთ მისი გამოცემის მიზანი და სტილი, გთავაზობთ, ფრაგმენტს ამ ლექსიკონიდან.

მცირე შესავალი:

ლექსიკონის ძირითად ფუნქციას ვხედავთ ძველი ქართულში კრიპტოგრაფიული ნაშთების არსებობის მტკიცებაში.
წიგნში გამოყოფილია და წარმოდგენილია იბერიული ჰემატრიის არსებობის 1500-ამდე არტეფაქტი, რაშიც 4 ათასამდე სიტყვაა გამოყენებული და ჰემატრიულად განმარტებული.

ენათმეცნიერულ არტეფაქტად მივიჩნევთ მაღალი ალბათური საიმედობის მქონე ლექსიკურ ერთეულებს.

ასო-ნიშანი _ „კ“

კიდობანი, (კიდო-ბანი) _ კომპოზიტი ლექსიკურად ამოხსნადია. „კიდო“ ასოთა გადასმით უძველესი იბერიული სიტყვა _ „კოდი-ა,“ ფშავში _ დაკარგულ, დაფარული ბატკანია, (სიწმინდეა), ხოლო „ბანი“ _ სახურავია ქართულში. „ბანის აყრა“ (მოხ.) _ გადატ. ქვეყანას ატყობინებს, ქვეყანა შემიყარა, შეტყობინების გათქმაა. ისევე, როგორც კაბალაში აქაც შესამოსელი, თავსახურავი გვაქვს. კოდი _ ბანი _ კოდი(ს)-დახურვა, კოდირება, დაშიფვრა, დაფარვა. ესაა ამ სიტყვის ერთ-ერთი ამოხსნა და ალბათ ძირითადიც. ამ ამოცანას ბოლომდე ხსნის „ბანი“-ს ჯავახური განმარტება _ სახურავზე დატანებული მზის შემოსასვლელი სარკმელი. ეს ის სარკმელია, რომლიდანაც მზე უნდა შემოსულიყო დახურულ კოდში, მის სინათლეს გაენათებინა იქამდე დაფარული სიბრძნე და ჭეშმარიტების ნათელი შეეტანა უკუნში;
კიდობანი (იმერ.) _ მაღლარი ყურძნის საკრეფი გოდოლი. ცხადია, იგულისხმება დაფარვის მაღალი სირთულე-პროცესი. კიდობანი დაფარულისა და საკრალურის შესაგროვებელი ადგილია.

კიდობანაკი _ კიდობანი, მომცრო ზანდუკი. სიტყვა კომპოზიტია: კიდო-ბა-ნაკი, კიდო _ ბანაკი; „ბა“-სულია. „ნაკი“-ნაკლულია. „კიდობანაკი“ _ წაღმართულ სამყაროში შეიძლება წარმოედგინათ, როგორც სულების სადგომი, თავშესაყრელი ადგილი. იგი, იგივე კიდობანია;

კოდი _ რიცხვ-მნიშვნელობათა ჰემატრიით _ 94, იგი ფრანგული წარმოშობის სიტყვად ითვლება, იბერიული ძირისაა. იბერიულ სინამდვილეში ცნობილია უძველესი კოდის წისქვილი, არაერთ ქართულ ზღაპარში მოხსენიებულია „კოდი.“
სავარაუდოდ, იგი ჰემატრიის იბერიული სახელია. „ადგილ-ადგილ მეტნაკლებად იციან, არამედ, სწორი სარწყავი ესე არს.“ საწყავი, საწყაური, ფაცერკოდი. (ს.ს.). იმერთა განმარტებით კოდში _ 150 კგ.-მდე მარცვალი ჩადის. ეს (150) კაბალას ფარული რიცხვია, მასში მოხვედრილი სიტყვების რიგით სათვალავთა მაქსიმუმია. თუმცა, ისედაც კოდი კაბალას დაშიფვრის რიცხვით უნდა ყოფილიყო.

კოდის გახსნისას სათანადო ლოცვა აღევლინებოდა, სწორედ იგი ეძღვნებოდა _ „მეკოდეს“ _ ღმერთის შვილს, ჰემატრიული _ 333-ით, მისი რიცხვით;

კოდი (ქართლ. ქიზიყ. ხევს. მთ. ფშ. გუდამაყ., თუშ., მოხ. იმერ. ზ. აჭარ.) _ პოლისემანტიური ლექსიკური ერთეულია, ძირითადად, დიდი შესანახი ჭურჭელია;
კოდის წყარო, კოდის წყაროს თვალი, წყაროს თვალი _ ჰემატრიის წესების (ალგორითმების) უძველესი იბერიული სახელები. კოდისწყალი (ფშ) _ წყაროთა სახელებია;

კოდის წისქვილი (ფშ.) _ იბერიაში უძველეს დროში შექმნილი წისქვილის სახელია. მის კონსტრუქციაში განხორციელებულია უკუკავშირის პრინციპი (სარეკელათი). სწორედ ამ პრინციპზე დადგა კიბერნეტიკის მეცნიერება. „შესაკრებელი“ _ კოდი დგას იქ, სადაც წყალი არ ყოფნის.
სიბრძნის დაგროვების ასოციაციას ქმნის და მთელი ეს ლექსიკა ჰემატრიული დაფარვის უძველესი სახელებია;
კიდობანა კბილი _ სიბრძნის კბილია, ეს ის სიბრძნეა, რომელიც ჰემატრიულად იფარება კიდობანში. კიდობანი უძველეს ცოდნასთან, დაფარულ სიბრძნესთან ასოცირდებოდა. ამ ალეგორიას კარგად განმარტავს „ვეფხისტყაოსანი“. ეს პოემის კულმინაციური ადგილია.
პოემაში ნათქვამია, რომ 40-კარიან გამოქვაბულში (ქართულ ანბანში 40 ასო-ნიშანია):
„შიგან ერთი კიდობანი, დაფარული არ გახსნილი...“ (ანბანური მატრიცით დაფარვა იგულისხმება).
ავტორისთვის კიდობანში სწორედ ის დაფარული ცოდნაა, იბერიული კრიპტოცოდნა, რომლის დღის სინათლეზე გამოტანა _ ნესტან-დარეჯანის განთავისუფლებას ნიშნავს. სანამ ნესტან-დარეჯანს გაანთავისუფლებენ, იგი მუდმივად კიდობანში ზის, განთავისუფლების შემდეგ კი აღარ.
ალმასისპირიანი ხმლით თავისუფლდება იგი, და ალმასი _ მზის სემანტიკაა. და პოემის დასკვნა: „უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო...“

ამ ლექსიკონის შედგენით, ნესტან-დარეჯანის _ იბერიის ქვეყნის _ სარწმუნოებრივი ცოდნით დაუნჯებული (დამუნჯებული) კიდობანი გახსნილია...

დაელოდეთ, ლექსიკონი მალე გაამოვა და კიდევ ერთ, ალბათ, უპასუხო კითხვას დასვამს ქართული ენათმეცნიერების წინაშე...

„ოხ, ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“
პატივისცემით, ალიკო ცინცაძე

ყურადღება!გამოვიდა პროფესორ ალიკო ცინცაძის უნიკალური წიგნი''კავკასიური იოგას ჰემატრიული ნაშთები''.ტექნიკური საკითხების შ...
14/09/2026

ყურადღება!
გამოვიდა პროფესორ ალიკო ცინცაძის უნიკალური წიგნი
''კავკასიური იოგას ჰემატრიული ნაშთები''.

ტექნიკური საკითხების შემდეგ, 20 სექტემბრიდან იგი ხელმისაწვდომი გახდება ფართო მკითხველისათვის

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ:
591346699; 511701730

13/09/2026

„პირველყოფილი ადამიანის სულიერი სამყარო და ასტროარქეოლოგიის გამოწვევები“

ვიტალი ლარიჩევის წიგნიდან - ,,დროის ბორბალი''

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გრძნობების გამოხატვაში სავარაუდოდ ბრიტანულად თავშეკავებული პატივცემული პროფესორი მდგომარეობიდან სწორედ იმ მომაბეზრებელმა ასტრონომებმა გამოიყვანეს, მათ პარტნიორობას ასე დაჟინებით რომ მიელტვიან. მათზე მეტად კი - ციური მეცნიერების „აწყვეტილმა მოყვარულებმა“. ისინი ხომ რატომღაც, იაკობ პირველის უხსოვარი დროიდანვე, ინგლისელი არქეოლოგების საუბედუროდ, //ჭირად დაუოკებელ სწრაფვას გრძნობენ მიწიერი მეცნიერების საქმეების მიმართ, თითქოსდა ზეციური პრობლემები არ ჰყოფნიდეთ!

მართლაცდა, რა გრძნობა უნდა დაბადებულიყო ნისლიანი ალბიონის სიძველეების მეტრის გულში, გარდა სამართლიანი მრისხანებისა. ის ხომ გამომწვევი ვითარების მოწმე იყო, რომლის დროსაც ასტრონომიის მოყვარულები თავს უფლებას აძლევდნენ, თავხდურად მოპყრობოდნენ არქეოლოგების მხრიდან განსაკუთრებული თაყვანისცემის ძეგლებს - თუნდაც ისეთებს, როგორიც თავად “საკულტო“ სტოუნჰენჯია? არა, ისინი არ უვლიდნენ გარს „წმინდა ქვებს“, არ აღწერდნენ მათ აუჩქარებლად და მიუკერძოებლად, გულმოდგინედ და გამოწვლილვით, რათა შორეულ შორეთში - მაშინ, როცა მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკვირვება, ზუსტი შედარება და სარწმუნო ფაქტი დაგროვდებოდა, - ბოლოს და ბოლოს ვინმეს გაებედა და დაეწყო ფრთხილი და, რაც მთავარია, აუჩქარებელი მსჯელობა ამ ძეგლის დანიშნულებაზე. აბა, რას ბრძანებთ! მათ ერთი სული ჰქონდათ, რომ ახლავე და თვითონვე შეეფასებინათ იგი. რაც მთავარია, ამას რაღაცნაირი „ციფრული ფოკუსებისა“ და ნაკლებად სარწმუნო „მათემატიკური ტრიუკების“ მეშვეობით სჩადიოდნენ, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის წარსულის მცოდნეთა მოტყუება შეუძლიათ. ეს მათ -ასტრონომიის მოყვარულებმა - შეძლეს, ინგლისის ქვისა და ბრინჯაოს ხანის „საკულტო“ ნაგებობებში, რომლებიც თავად არქეოლოგებისთვისაც კი შეუცნობელნი რჩებოდნენ, დაენახათ ე.წ. იდუმალი „ასტრონომიული ასპექტები“, მარტივად რომ ვთქვათ, სტრუქტურები, რომლებიც თითქოსდა მზისა და მთვარის ამოსვლისა და ჩასვლის აღსაწერად შექმნილიყო. იცოდნენ კი ამ ყბადაღებულმა „მოყვარულებმა“, რასა იქმოდნენ? აქ ხომ იმ ეპოქაზეა საუბარი, როცა ველური ადამიანები პირველყოფილი სიბეცის ჭაობში იყვნენ ჩაფლულნი; როცა კულტურას, თუ რაიმე „ასპექტი“ გააჩნდა კიდეც, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი - თავის გამოკვება.

თუმცა დიდად პატივცემული ს. პიგოტი ყველაზე მეტად სხვა რამემ აღაშფოთა:

ასტრონომიული არქეოლოგიის მოყვარულებმა, რომელთაც ახლა ასტროარქეოლოგებად მოიხსენიებენ, წარმოიდგინეს, რომ შეუძლიათ შეიმეცნონ თავიანთი პროფესიული ინტერსებისთვის უცხო სიუჟეტები. ისინი ნორმან ლოკიერის დროიდან ცდილობდნენ მიმნდობი საზოგადოებისთვის მავნებლური აზრის ჩანერგვას, რომ სიძველეთა კვლევის კორიფეები თითქოს საკუთარ საგანში ზედაპირულად ერკვევიან. ისინი, ვითომც, იმით კი არ არიან დაკავებულები, რაც ჭეშმარიტი მეცნიერების საგანს წარმოადგენს, არამედ, ძირითადად, „ნივთმცოდნეობით“ - პირველყოფილი ადამიანის ნივთების აღწერით, რომელთაც მეცნიერულად „არტეფაქტებს“ უწოდებენ. ასევე, მიწის ზედაპირზე აღმართული თუ მასში სასწაულებრივად გადარჩენილი ყოველნაირი ნაგებობის მომაბეზრებელი აღწერით. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ახლა უკვე დროდადრო ხმამაღლა და სახალხოდ გამოთქვამენ ეჭვს (როგორც ახლახან ვინმე პიტერ ნიუემმა გაბედა), არის თუ არა სინამდვილეში არქეოლოგია მეცნიერება?!

მაგრამ ამაზე კმარა. აბა, ასტრონომიასთან რა თანამეგობრობაზე შეიძლება საუბარი, როცა აი, აქვე, ზღურბლზე გვიდგას ჭეშმარიტად გლობალური კატასტროფა: არქეოლოგიის წარმოუდგენელი პროფანაცია და მისი ერთგული მსახურების კომპრომეტაცია? ასტრონომიის მოყვარულთა მუხანათობის პირობებში ვითარების გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზე მიღებულ კანონს შეუძლია, რომელიც საიმედოდ დაიცავს სტიუარტ პიგოტის სამსახურებრივ მდგომარეობას, ავტორიტეტსა და სიმშვიდეს.

ახლა სწორედაც დროა, რომ აღფოთებული პიგოტი დავამშვიდოთ და შევეცადოთ, მდგომარეობა ავუხსნათ: იქნებ მართლაც, მძაფრი შეჯახებების ათწლეულებში, ასტრონომთა ბანაკიდან ვინმეს კამათისას ზედმეტიც წამოსცდა. ნუ იღელვებს ფუჭად. ნუ მიიტანს გულთან ახლოს იმ სკეპტიციზმს, რომელიც არქეოლოგიაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის შესწავლის ტრადიციულად დამკვიდრებული ხერხების შედეგიანობისკენაა მიმართული. არავინ აყენებს ეჭვქვეშ სიძველეთა მეცნიერებაში დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ გზას, ინფორმაცია ისეთი თავისებური წყაროებიდან მოიპოვოს, როგორებიცაა მატერიალური კულტურის მწირი და, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ შეუხედავი ნიმუშები. ვისაც ძველი დროებისადმი (რომლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ მცირედი ცნობებით შემოიფარგლება, რაც მიწამ შემოგვინახა), ცხოველი ინტერესი გასჩენია, ყველამ იცის, თუ ოსტატობის რა მწვერველამდე აიყვანეს წარსულის რეკონსტრუქციის საკითხი სიძველეთა სპეციალისტებმა. ძველი ნივთების მათეულმა ცოდნამ წარმოუდგენელ სიღრმეებს მიაღწია, ხოლო მათი უნარი, უკიდურესად ღირებული ცნობები სრულიად ჩვეულებრივი ობიექტებიდან მოეპოვებინათ, გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის იდუმალი ნათელხილვის სახეს ატარებდა.

ძალიან რთულია ამოცანაა, იმ ნაშთების მიხედვით, რაც ყოვლისმომსვრელ დრო-ჟამს გადაურჩა, აღადგინო ამ სამყაროში ათასწლეულების წინ მცხოვრები ადამანების ყოფა და საქმიანობა. ასეა თუ ისე, თუკი აქამდე ეს ამოცანა წარმატებით წყდებოდა, ამაში მათი უდიდესი წვლილია, ვისაც შეუძლია, მიწიდან ამითხრილ ნებისმისრ უსახურ ნაკეთობაში გასაშიფრი „ტექსტი“ დაინახოს. „გარედან მოსული“, რომელსაც სპეციალური ცოდნა და სპეციფიკური უნარები არ გააჩნია, ვერ შეცვლის არქეოლოგს იმ მატერიალური კულტურის ყოფითი საგნების შესწავლაში, რომელთაც ათასობით პოულობენ საველე სამუშაოების დროს. ამ შრომატევად საქმიანობაში სტიუარტ პიგოტი დაუმარცხებელია, როგორც კბილებამდე აღჭურვილი რაინდი. მას შეუძლია, სრულიად დარწმუნებული იყოს თავში - მათგან განსხვავებით, ვინც სარკასტულად ესხმის თავს და რომელთაც იგი, ცხელ გულზე, კანონიერი სასჯელის დაწესებით ემუქრება.

სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი

10/09/2026

თქვენთვის ასტროარქეოლოგიის მოყვარულებო!

დაახლოებით ერთი წლის წინ, სიტყვა „ასტროარქეოლოგია“ იუცხოვა და სახუმაროდ აქცია ქართველ ულტრალიბერალთა შედარებით მოაზროვნე ჯგუფმა. იქამდეც კი მივიდა მათი ფანტაზია, რომ „ასტროარქეოლოგი“ კოსმოსში არქეოლოგიური გათხრ-ების უცხოპლანეტელ სპეციალისტად წარმოიდგინეს. უკვე მაშინვე შესამჩნევი იყო ამ დარგში სასწავლო ლიტერატურის დეფიციტი, ამიტომაც ჩვენი ინიციატივით და თხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქ-ნმა მზია ბურჯან-აძემ, ულტრალიბერალთა საყვარელი რუსული ენიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ცნობილი რუსი მეცნიერის ვიტალი ლარიჩევის წიგნი _ „დროის ბორბალი“. ეს წიგნი ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს, 1986 წელს გამოსცა გამომცემლობა „ნაუკა“-მ.

ვიწყებთ, ამ წიგნის ფრაგმენტების გამოქვეყნებას, რომ ამის შემდეგ ჩვენს ოპონენტებს ის არგუმენტი მაინც აღარ ჰქონდეთ, რომ ლიტერატურა არა აქვთ. წიგნი, რა თქმა უნდა, შეიძლება, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო, ისე გამოიყენონ „ილიაუნის“ უნივერსიტეტის რექტორ-ლექტორებმაც, სწავლა ღრმა სიბერემდეო, ნათქვამია...

PS. წიგნის გამოქვეყნების დასრულებისთანავე, გადავალთ, ასტროარქეოლოგიის მონათესავე დარგის _ „ასტროენათმეცნიერების“ სასწავლო ხასიათის ახსნა-განმარტებებზე. ოღონდ მსურველი იყოს და სასწავლო ლიტერატურას არ მოგაკლებთ.

პატივისცემით,

პროფესორი ალიკო ცინცაძე

სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი
https://iberianheritage.com/articles/8wMiljyOyluhgoWbzcAC

ჰემატრია „ვეფხისტყაოსანში“ თავი 3კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ პოემის ასტრო-სარწმუნოებრივ ჭრილს. იქ, სადაც ჩნდება ნათელი, სად...
03/09/2026

ჰემატრია „ვეფხისტყაოსანში“ თავი 3

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ პოემის ასტრო-სარწმუნოებრივ ჭრილს. იქ, სადაც ჩნდება ნათელი, სადაც არის მზე, მთვარე, სადაც ცისკარია და ცა, იქ ჩნდება სიბნელეც... იქ ჩნდებიან დევები, ძველი ღმერთები, რომლებსაც სიბნელე, უკუნეთი, წკვარამი მოაქვთ, მაგრამ ისინი ფლობენ იმ იარაღსაც, რომლითაც თვითონ უნდა დამარცხდნენ. რადგან სიბნელემ შვა ნათელი, უკუნმა − მზის სხივი, რომელმაც ალმასივით უნდა გააპოს იგი. გადანახული ღვთის იარაღი, ღმერთის ხრმალი თავის ჟამს ელის, და ის აუცილებლად დადგება.

„მივადექით ძველთაძველ იდეას, წყვდიადიდან ნათელი სამყაროს დაბადების იდეას. ეს წყვდიადი ისეთივე ღვთაებრივია, როგორც მისგან გამოტევებული ნათელი. სამყაროს ნათელი სახით გამოჩინების პარადიგმად მიიჩნეოდა მზე-ღმერთის ყოველდღიური დაბადება... ყველა შობა სიბნელიდან ნათლის გამოტევებაა... (იგი) ებრძვის არა ქალღმერთს... არამედ გამძვინვარებულ ურჩხულს, რომელიც მზად არის, ყოველი დაბადებული უკანვე შთანთქას თავის წიაღში (წყვდიადში)“ (ზ. კიკნაძე).

ეს მომენტი ძალუმად ჩანს პოემაში:

„მზე ვეშაპსა დაებნელა“ (1146);

„დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული, ჩაუნთქმელი“ (1186);

„რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა“ (1218).

თუ ამირანზე თქმულებაში ახალი მზე ღმერთი (ამირანი) გამოჭრის გველეშაპის მუცელს და ახლად, მეორედ იშვება, ნესტან-დარეჯანი თვითონ არ იბრძვის, მას სხვები შველიან და ისიც ახლად, ისევ ღმერთად იბადება. ეს არაა მცირედი კორექტირება, ეს ახალი ღმერთის მოვლინების პროცესში სერიოზული სხვაობაა. სხვა მხრივ, ფილოსოფიურ-სარწმუნოებრივი და ასტრონომიული ხედვა ძველი ღმერთებიდან ახლის დაბადებისა, არ იცვლება.

როდის შეიპყრეს ნესტან-დარეჯანი ქაჯებმა? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. მას ცხადლივ პასუხობს პოემა:

„ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი“ (1139).

ამ დღეს ზუსტად იგივენაირად აღწერს სულხან-საბა: „არდადეგი არს რა მზე ლომსა შევალს“. ეს 20 ივლისია, ელიობის ბრწყინვალე დღესასწაული... ეს ქალდეველ მეფეთა დღეა, ახალი წლის, ახალი „დიდი წელიწადის“ დასაწყისი (იხ. ქვემოთ). ამ დღეს მთავრდება ძველი ღმერთის ციკლი და იწყება ახალი (იხ. „ქართული ჰემატრია“).

ქართული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანი „დ“ („დონი“) მზის ნიშანია (იხ. ზემოთ), ასომთავრულის გრაფიკაში, ნიუანსურ ჭრილში, ეს სწორედ მზის ზენიტში ყოფნის, ე. ი. ახალი წლის დადგომის, „ელიობის“ სურათია, მზის წრეზე შემომჯდარი ხარის რქები (ღმერთი) „ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს“. ფატმანიც გადანახულ საუნჯეს არ იშურებს ნესტან-დარეჯანის გადასარჩენად:

„მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა“ (1165).

იოანე-ზოსიმესთვისაც „წელი“ ქართული ენის სასწაულის ნიშანია („და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათ თოთხმეტი წელი“).

მკითხველს ავტორისაგან: როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანი“ თავისი წინასწარმეტყველების ხარისხით არაფრით ჩამოუვარდება ბიბლიას. ნესტან-დარეჯანის (იბერიის) ქაჯთა ციხიდან გამოხსნაში ორი არიელია (ტარიელი და ავთანდილი), ერთი − მთვარის თაყვანისმცემელი (ფრიდონი). ეს წინასწარმეტყველური ინფორმაციაა, რომელიც პოემაში ხდება მხოლოდ აწმყოში, რეალურად კი „ხილული“ მომავალია. და კიდევ ერთი, წინასწარმეტყველური, ნესტან-დარეჯანის წერილში გამჟღავნებული ინფორმაცია:

„ერთს მიცავს ერთი სამეფო“ (!) (1273).

არც ისაა შემთხვევითი, რომ ნესტან-დარეჯანს ხან ხვარაზმშას შვილთან საქორწილოდ ამზადებენ, ხან ზღვათა მეფის ძესთან და ხან ვაჭართა სამეფოს უფლისწულთან, მაგრამ მისი ერთადერთი სიყვარული ტ-არიელია და მათი შეყრითაც (ქორწილით) მთავრდება პოემა.

სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი

Address

Tbilisi
Tbilisi
0100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia:

Shortcuts

Share