10/02/2023
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში შეიქმნა მათემატიკის სასკოლო კლუბი, სახელწოდებით „პი“. კლუბის სლოგანია: „ისწავლე მათემატიკა-გაიმარტივე ცხოვრება“.
კლუბის მიზნებია:
➢ მოსწავლეთათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
➢ მათემატიკის სწავლისადმი ინტერესის გაძლიერება, საგნის პოპულარიზაცია;
➢ ლოგიკურ-მათემატიკური უნარების განვითარება;
➢ პრეზენტაციის უნარის განვითარება;
➢ თანამშრომლობითი უნარის განვითარება;
➢ კონფერენციების, ვიქტორინების ორგანიზება;
➢ აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
➢ მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
კლუბში გაწევრიანდნენ ამავე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. კლუბში გაწევრიანებამდე მოსწავლეები გაეცნენ კლუბის წესდებას.
პირველ შეხვედრაზე კლუბის ხელმძღვანელმა,ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, დიანა ჯიშკარიანმა, კლუბის წევრებს გააცნო კლუბის მუშაობის მიზნები, განსახორციელებელი აქტივობები. იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, ღია კენჭისყრით აირჩიეს კლუბის ლიდერი. გაეცნენ კლუბის სახელწოდების „პი“-ს შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას, მოისმინეს როგორ ჟღერს მუსიკალურად რიცხვი(მუსიკა დევიდ მაკდონალდის).