Alma Materi 2015 / ალმა მატერი 2015

Alma Materi 2015 / ალმა მატერი 2015 მოსამზადებელი ცენტრი

სასწავლო ცენტრი ალმა მატერი გთავაზობთ:
პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს!!!!
სწორად დაგეგმილ სასწავლო პროგრამას!!!
სწავლების თანამედროვე მეთოდებს!!!
მყუდრო და კომფორტულ გარემოს!!!

დიდი სიყვარულითა და ემოციით მიულოცეს მოსწავლეებმა დაბადების დღე ქალბატონ მედეას.❤️❤️🎉🎉💥💥🎂🎂
17/09/2026

დიდი სიყვარულითა და ემოციით მიულოცეს მოსწავლეებმა დაბადების დღე ქალბატონ მედეას.❤️❤️🎉🎉💥💥🎂🎂

60 წლის იუბილე განსაკუთრებულია,ოქროს ხანაა,ცხოვრებისეული სიბრძნით გამდიდრებაა,დიდი გამოცდილების ფლობა და  ბოლოს,შვილიშვი...
16/09/2026

60 წლის იუბილე განსაკუთრებულია,ოქროს ხანაა,ცხოვრებისეული სიბრძნით გამდიდრებაა,დიდი გამოცდილების ფლობა და ბოლოს,შვილიშვილებთან გატარებული მშვიდი ეტაპის დასაწყისიცაა. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს "ალმა მატერი 2015"-ის ხელმძღვანელს,ქალბატონ მედეა თავხელიძეს! თქვენთვის ეს ის ასაკია,როდესაც უკან მოხედვისას მხოლოდ სიამაყეს უნდა გრძნობდეთ.თქვენი განვლილი გზა,პროფესიონალიზმი და ცხოვრებისეული გამოცდილება თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა.გმადლობთ ერთად გატარებული წლებისათვის,თანაგრძნობისათვის,გვერდით დგომისათვის,ულამაზესი დღეებისა და სიყვარულით გამთბარი თითოეული წამისათვის! 60 მხოლოდ ციფრია.თქვენი ახალგაზრდული სული და უშრეტი ენერგია- ამის დასტური. მიიღეთ ჩვენგან უდიდესი მადლიერება და წრფელი სიყვარული.გისურვებთ ჯანმრთელობას,ხანგრძლივ და ბედნიერ სიცოცხლეს,ნაყოფიერ საზოგადოებრივ- შემოქმედებით მოღვაწეობას.უფალი გფარავდეთ მუდამ!❤️💖❤️💖🌹🌹🌹🌹. თქვენი ალმამატერელები.❤️❤️❤️❤️

25/08/2026

ძვირფასო აბიტურიენტებო, მშობლებო და პედაგოგებო!
სასწავლო ცენტრის სახელით გულითადად გილოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს სტუდენტობის ამ მნიშვნელოვან და ბედნიერ ეტაპზე გადასვლას! 🎓
ეს წარმატება მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის — ეს არის შრომის, მიზანდასახულობის, მონდომებისა და იმ ადამიანების დიდი ძალისხმევის შედეგი, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ გვერდით იდგნენ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პედაგოგებს — პროფესიონალიზმისთვის, მოთმინებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლითაც თითოეულ მოსწავლეს ცოდნის მიღებაში ეხმარებოდნენ. თქვენი შრომა და თავდადება ამ წარმატებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ❤️
ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ!
თქვენი შრომა დაფასდა და მიზანს მიაღწიეთ. წინ კიდევ ბევრი ახალი შესაძლებლობა, ცოდნა, გამარჯვება და საინტერესო გზა გელოდებათ.
გვჯერა, რომ დღევანდელი წარმატება მხოლოდ დასაწყისია და მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ თქვენით!
მადლობა ნდობისთვის, მადლობა შრომისთვის და მადლობა ამ ლამაზი შედეგისთვის!
სიყვარულითა და პატივისცემით, "ალმა მატერი 2015"
თქვენი წარმატება — ჩვენი ყველაზე დიდი ჯილდოა! 🎓✨
Alma Materi 2015 / ალმა მატერი 2015

წარმატებული “ალმა მატერელი” .  დიდი მადლობა პედაგოგ ლელა შიშინაშვილს
30/07/2026

წარმატებული “ალმა მატერელი” .
დიდი მადლობა პედაგოგ ლელა შიშინაშვილს

ქუთაისელი ნინი გიორგაძე , ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60-დან 56 ქულა აიღო 👏❤️ქუთაისი

დასრულდა “ალმა მატერი 2015”ის  ზღაპრული მოგზაურობა სვანეთში ❤️    მოვინახულეთ სვანეთის ღირშესანიშნაობები .  ენით აუღწერე...
14/06/2026

დასრულდა “ალმა მატერი 2015”ის ზღაპრული მოგზაურობა სვანეთში ❤️

მოვინახულეთ სვანეთის ღირშესანიშნაობები . ენით აუღწერელი პეიზაჟები , დიდებული მწვერვალები და სვანეთის მთავარი სიწმინდე ლამარია .

მადლობა ჩვენს ცენტრს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის ❤️

“ალმა მატერი 2015 “ ის მოგზაურობა ზღაპრულ სვანეთში ❤️ მოვინახულეთ ზღაპრული ენგურჰესი , მესტიის ულამაზესი ხედები , ძირძვე...
12/06/2026

“ალმა მატერი 2015 “ ის მოგზაურობა ზღაპრულ სვანეთში ❤️ მოვინახულეთ ზღაპრული ენგურჰესი , მესტიის ულამაზესი ხედები , ძირძველი სვანური კოშკები და საქართველოს საამაყო ალპინისტის მიხეილ ხერგიანის მუზეუმი

09/03/2026

სასწავლო ცენტრი "ალმა მატერი 2015"ღრმა მწუხარებით იუწყება ,რომ გარდაიცვალა ცენტრის საუკეთესო მეგობარი,კოლეგა,შესანიშნავი პიროვნება ნატალია ყალიჩავა და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს!

"ალმა მატერი 2015" დაბადების დღეს ულოცავს ფიზიკის პედაგოგს,უნიჭიერსა და უსაყვარლეს მელანია ჩარკვიანს!          კეთილი სუ...
10/12/2025

"ალმა მატერი 2015" დაბადების დღეს ულოცავს ფიზიკის პედაგოგს,უნიჭიერსა და უსაყვარლეს მელანია ჩარკვიანს! კეთილი სურვილებით გილოცავთ,ძვირფასო, დღევანდელ დღეს! უფალმა მოგანიჭოს ყველა ამქვეყნიური სიკეთე და კეთილდღეობა! გისურვებთ ჯანმრთელობას,ნაყოფიერ, საინტერესო ცხოვრებისეულ და პროფესიულ მოღვაწეობას, წარმატებებს,ბედნიერებით, სიყვარულით გამთბარ, დღეგრძელ ცხოვრებას შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად! გვიყვარხარ❤️❤️❤️😀😀

“ალმა მატერი 2015” გილოცავთ გვირილობას 🌼
02/05/2025

“ალმა მატერი 2015” გილოცავთ გვირილობას 🌼

ღონისძიება: დედა, უფლის საჩუქარია!   ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : მარიამ  გიორხელიძე  ემოციურად დატვირთულ...
11/03/2025

ღონისძიება: დედა, უფლის საჩუქარია! ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : მარიამ გიორხელიძე

ემოციურად დატვირთული დღე შედგა, გულწრფელი სიტყვებით, ლექსებით და სიმღერებით შეძლეს ბავშვებმა დედების გულები გაეთბოთ,იყო სიმბოლური საჩუქრებიც, ბევრი სიყვარული და სიხარულით გამოწვეული ცრემლი.მადლობა ბავშვებს და მშობლებს, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ❤️

Address

Javakhishvili Str #24
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599391575

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Alma Materi 2015 / ალმა მატერი 2015 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Alma Materi 2015 / ალმა მატერი 2015:

Shortcuts

Share