ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა ქ.ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა.

Permanently closed.
ქ.ქუთაისის  38-ე საჯარო სკოლის Vა კლასში (დამრიგებელი – ბაია ნემსაძე) სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავ...
13/06/2026

ქ.ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის Vა კლასში (დამრიგებელი – ბაია ნემსაძე) სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა, რომელმაც შემეცნება, შემოქმედება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა და სასიამოვნო მოგზაურობა ერთ მთლიან საგანმანათლებლო სივრცედ აქცია. მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: „აკაკი პატარა საქართველოა“. ღონისძიება ინტეგრირებული იყო რამდენიმე საგანთან – ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება (პედაგოგები: მ. კიკვაძე, ბ. ნემსაძე, ე. კიკვაძე, ლ. ბურჯანაძე). მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოაჩინეს აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა. მათ მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს თხზულებათა – „სიზმარი“, „ღამურა“, „მგელი და კრავი“ (ქართულ და რუსულ ენებზე) და „გამზრდელის“ – საინტერესო ინსცენირებები. განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო მშობლების აქტიური ჩართულობა, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი და ოჯახური განწყობა შესძინა. სახვითი ხელოვნების მიმართულებით მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, მოამზადეს პრეზენტაცია და ერთ-ერთი ნახატი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს გადასცეს. მუზეუმის დირექტორმა და თანამშრომლებმა გულთბილი სიტყვებით შეაფასეს ბავშვების შრომა, მადლობა გადაუხადეს მათ და სურვილი გამოთქვეს, მსგავსი შინაარსიანი და შემოქმედებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სავანე, ტყიბულის მღვიმე და კაცხის სვეტი. ისტორიული და კულტურული ძეგლების გაცნობამ, ბუნების სილამაზემ, მეგობრულმა გარემომ და დაუვიწყარმა ემოციებმა ეს დღე თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცია. ეს მოგზაურობა მხოლოდ ექსკურსია არ ყოფილა — იგი იყო ცოდნის, შემოქმედების, ეროვნული თვითშეგნების, მეგობრობისა და სიხარულის ზეიმი, რომელმაც ბავშვების გულებში მრავალი ნათელი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როცა იგი ცხოვრებას, კულტურასა და შემოქმედებას ერწყმის.

საჩვენებელი გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე “ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები”პედაგოგი: ნინო მეშველიანი
12/06/2026

საჩვენებელი გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე “ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები”
პედაგოგი: ნინო მეშველიანი

12/06/2026

ქუთაისის # 38 საჯარო სკოლაში გამოიფინა III, V, VI კლასის მოსწავლეების ნამუშევრები თემაზე: ,,შემოდგომის პალიტრა'' და ,, გაზაფხული შემოსულა ლენ''.
მასწავლებელი: ე. კიკვაძე

11/06/2026

მოსწავლეები დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ

11/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Address

სულხან-საბას 45
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category