ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Kutaisi International University

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Kutaisi International University

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Kutaisi International University ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს! Hic Scientia Futūrum Creat!

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა საქართველოს უმაღლესი სა...
23/09/2026

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

🔹 კონფერენციის მთავარ თემას საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

🔹 კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, რომლებიც საქართველოში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ.

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“...
18/09/2026

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.

🔹 ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს ორგანიზატორებმა - თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო მეტრეველმა და „ქარავანსარაის“ დამფუძნებელმა შალვა ხახანაშვილმა. ღონისძიებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

🔹 ფორუმის წლევანდელი თემაა - „ურბანული პეიზაჟები“. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების, ფოტოგრაფების, ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების მიერ შექმნილი პროექტები. ყოველწლიურად ფორუმი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ წარმოდგენას, ისე მისი თეორიული და კონცეპტუალური ასპექტების განხილვას.

🔹 ფორუმის საზეიმო გახსნასთან ერთად, KIU-მ სამეცნიერო კონფერენციასაც უმასპინძლა, რომელსაც KIU-ს არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამების სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მოხსენებები მიუძღვნეს ვენეციის 61-ე ბიენალესა და იქ განთავსებულ ქართულ პავილიონს, სადაც წარდგენილია საერთაშორისო პროექტი - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი”.

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ფორუმის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქუთაისის მერია და შემოქმედებითი საქართველო. ფესტივალი ქუთაისში 21 სექტემბერს დასრულდება.



📍 აირჩიე KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

📌 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართვ...
16/09/2026

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორი ალექსანდრე მესხი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის (სმკ) პრეზიდენტად, მეორე ვადით აირჩიეს და სმკ-ს 4 წლის განმავლობაში კვლავ უხელმძღვანელებს.

🔹 პროფესორი ალექსანდრე მესხი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. მათემატიკოსთა წლევანდელ ყრილობაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეაჯამეს მის მიერ შესრულებული ოთხწლიანი საქმიანობა და დელეგატებმა ალექსანდრე მესხი პრეზიდენტის პოზიციაზე მეორე ვადით ერთხმად დაამტკიცეს. ამავე ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს KIU-ს ასოცირებული პროფესორი ანზორ ბერიძე.

🔹 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ალექსანდრე მესხი 150–ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 8 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორია. KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორი დაჯილდოებულია გერმანიის მათემატიკური ასოციაციის ეილერის პრემიით, ყაზახეთის მათემატიკოსთა კავშირის სპეციალური მედლით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემიით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ანდრია რაზმაძის პრემია.



📍 აირჩიე KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

📌 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”

14/09/2026

KIU-ში პირველკურსელთა მიღება გაიმართა

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ...
14/09/2026

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.

🔹 პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

🔹 KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა. უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ - ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

🔹 KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, აკადემიურ პროგრამებთან ერთად, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქია. განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი სტუდენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ასევე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურასა და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს.



📍 KIU-ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

🔹 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

💫 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2026-2027 აკადემიურ წელს, მნიშვნელოვანი სიახლეებითა და ევროპული ხარისხის ახალი საბ...
14/09/2026

💫 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2026-2027 აკადემიურ წელს, მნიშვნელოვანი სიახლეებითა და ევროპული ხარისხის ახალი საბაკალავრო პროგრამებით შეხვდა. პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

✅ KIU-მ წელს პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე:
✨ ფიზიკა;
✨ არქიტექტურა.

✅ ახალი პროგრამების პარალელურად, პირველკურსელები ჰყავს შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს:
✨ მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები;
✨ კომპიუტერული მეცნიერება;
✨ მენეჯმენტი;
✨ ფსიქოლოგია;
✨ დიზაინი.

📚 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა საუნივერსიტეტო ქალაქს - ულტრათანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო კორპუსებით, სრულად აღჭურვილ საცხოვრებელი კომპლექსითა და ინფრასტრუქტურით.

❗2026-2027 სასწავლო წელს, ყველა პირველკურსელის სწავლას, სახელმწიფო აფინანსებს!

💫გილოცავთ სტუდენტობას იქ, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!



📌 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებული ლადო თურმ...
11/09/2026

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებული ლადო თურმანიძე, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Universität des Saarlandes) კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტია.

🔹 ლადო თურმანიძე: „საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის დასრულების შემდეგ, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე გერმანიაში გავაგრძელებდი. ამის საფუძველი კი KIU-ში მიღებულმა ცოდნამ შემიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურიკულუმი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით არის შედგენილი, რის გამოც გამიადვილდა გერმანული მხარის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. KIU-მ მომცა, როგორც ღრმა აკადემიური ცოდნა, ისე გერმანიაში სტაჟირების გავლისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში“.

🔹 ლადოს მიღწევები ბაკალავრიატის პერიოდშივე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტივობებით. მან ძირითად სპეციალობასთან ერთად დაფარა მათემატიკის დამატებითი პროგრამა. მესამე კურსის შემდეგ, KIU-ს მხარდაჭერით, სტაჟირება გაიარა გერმანიის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ამჟამად იგი EPAM Systems-ში მუშაობს მონაცემთა მეცნიერად (Data Scientist).

🔹 KIU ულოცავს ლადოს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ გზაზე!



📍 KIU-ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

🔹 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

09/09/2026

🎉 KIU-ში ინოვაციების საზაფხულო სკოლა დასრულდა

🎉 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა - 2026 დასრულდა.🤝 ქუთაისის ტე...
09/09/2026

🎉 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა - 2026 დასრულდა.

🤝 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

🔹 ღონისძიება გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

📚 პროგრამის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ახალგაზრდები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდნენ საკუთარ იდეებსა და ინოვაციური პროექტების მოდელებს, რომლებიც პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე წარადგინეს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ინოვაციების საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

📌 აღნიშნული საზაფხულო სკოლა, KIU-ს და GITA-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. მასში, 2021 წლიდან, KIU-ს 250-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემაში.



📍 KIU-ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

🔹 KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

08/09/2026

🌐 KIU მათემატიკოსთა მეორე საერთაშორისო კონფერენციას და საზაფხულო სკოლას მასპინძლობს

Address

Kutaisi/Youth Avenue 5th Lane
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Kutaisi International University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Kutaisi International University:

Shortcuts

Share