06/07/2026
🗓️ 3 ივლისს გაიმართა დაწყებითების კათედრის შიდა კონფერენცია – გამოცდილების გაზიარების, მიმდინარე წლის ანალიზისა და მომავლის დაგეგმვის მიზნით.
🏫 სკოლის დირექტორის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავად დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და დირექტორის მოადგილე, ქეთევან ცირეკიძე. შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება.
💡 კონფერენციის ფარგლებში დაწყებითი კათედრის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საინტერესო და აქტუალური თემები, რომლებიც შეეხებოდა მშობელთა ჩართულობას, მოსწავლეთა მოტივაციას, წიგნიერების განვითარებას, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, დამოუკიდებელი სწავლების ხელშეწყობას, ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.
🗣️ თითოეული მოხსენება პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის რეალურ მაგალითებს ეფუძნებოდა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო და შინაარსიანი დისკუსია, სადაც მონაწილეებმა დასვეს მნიშვნელოვანი კითხვები, იმსჯელეს აქტუალურ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და ეფექტური პრაქტიკული მიდგომები.
📊 კონფერენციის დასასრულს შეჯამდა განვლილი სასწავლო წელი, შეფასდა განხორციელებული საქმიანობა, გამოიკვეთა ძლიერი მხარეები და დაისახა ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმები.
📜 ღონისძიების დასასრულს, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სკოლის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სკოლის დირექტორმა კონფერენციის ყველა მომხსენებელი სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა.
🌱 გვჯერა, რომ განათლების ხარისხი იქ იწყება, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ასეთი პროფესიული თანამშრომლობა აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას და ქმნის გარემოს, სადაც ვითარდებიან როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები.
✨ დაწყებითი კათედრა მართლაც საქმით საუბრობს, ცოდნას აზიარებს და მომავლის განათლებას ერთად ქმნის.