Natela Abaishvili

Natela Abaishvili I love writing, and I know, that one day I will become a very famous author…and people, all over the world, will read my books.

1. დაკეტილი კარები. მათ შენ აღიქვამ როგორც წინააღმდეგობას, ღმერთმა კი იცის, რა იმალება კარს მიღმა. გიცავს!2. სიჩუმე. შენ...
21/09/2026

1. დაკეტილი კარები.

მათ შენ აღიქვამ როგორც წინააღმდეგობას, ღმერთმა კი იცის, რა იმალება კარს მიღმა. გიცავს!

2. სიჩუმე.

შენ ლოცულობ, ითხოვ, თუმცა სიტყვებს მიღმა სიჩუმეა. თითქოს ღმერთს არ ესმის შენი გულისცემა. მაგრამ უფალი გეუბნება: დაწყნარდი და იცოდე, რომ მე ვარ უფალი შენი. ხშირად უფალი გიშვებს სიჩუმის სეზონში, რათა დაელოდო. ამით გასწავლის, რომ იმედი არა საკუთარ თავზე ან ხალხზე, არამედ უფალზე დაამყარო.

3. განცალკავება.

ადამიანები, რომლებიც ახლობლები იყვნენ, უცებ გშორდებიან. დაიმახსოვრე, ზოგი ადამიანი მხოლოდ იმისთვისაა, რომ შენთან ერთად განვლოს შენი ცხოვრების გზის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. ნუ დააკავებ იმას, რაც უნდა წავიდეს შენი ცხოვრებიდან.

4. ჩნდება ახალი შესაძლებლობები.

ისინი გაჩვენებენ, თუ რატომ დაიკეტა ზოგი კარი, რატომ იყო სიჩუმე და რატომ გაქრნენ გარკვეული ადამიანები შენი ცხოვრებიდან. ახალი შესაძლებლობები მკაფიოდ დაგანახებენ ახალ გზებს, ახალ ადამიანებსა და უკეთეს პერსპექტივებს. შენ აუცილებლად დაადგები იმ გზას, რომელზეც ჯერ ფეხი არ დაგიდგამს. მიენდე უფალს ყველაფერში, რადგან ღმერთი არასოდეს დაუშვებს, ცხოვრებამ იმაზე მეტი ტკივილი მოგაყენოს, რის ატანასაც ვერ შეძლებ.

(კესანე)❤️

“ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ!..”~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~...
18/09/2026

“ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ!..”
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ამ ბოლო წინადადებამ გულში მიკბინა, თითქოს სისხლი მდიოდა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ვისაც ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ და შემდეგ ცრემლი მოწმინდეთ სამშობლოს.

18/09/2026
გუშინ ისევ შევხვდი წარსულს — უკვე დამარცხებულს, თვალცრემლიანსა და სინანულით სავსეს. ჯერ შორიდან ვუცქერდი, მერე ნელ-ნელა ...
16/09/2026

გუშინ ისევ შევხვდი წარსულს — უკვე დამარცხებულს, თვალცრემლიანსა და სინანულით სავსეს. ჯერ შორიდან ვუცქერდი, მერე ნელ-ნელა მომიახლოვდა. წარსულის თვალებში ღრმად ჩავიხედე და დავინახე ის ყველაფერი, რაც უკვე აღარ მტკიოდა. წარსულს კი წარსული სტკიოდა. ჩავეხუტე, ვაკოცე, მოვეფერე, ვესაუბრე. მინდოდა მეთქვა, რომ მაინც მიყვარდა. მიყვარდა, მაგრამ აღარ მინდოდა. ვერ გავუძელი მის ტირილს, მივუახლოვდი და ისევ ჩავეხუტე.
ის მონატრებული სახე დავუკოცნე და მისი სურნელი შევისუნთქე — ის, რომელიც შორეულ წარსულში დავკარგე. და, ოცნება ახდა: ჩემს წარსულს წარსულში დაკარგული სურნელი დაბრუნებოდა. ესე იგი, ის შეიცვალა — ჩემი წარსული, ჩემი საყვარელი წარსული. მიძნელდებოდა, გამომშვიდობება მიძნელდებოდა, მაგრამ დავემშვიდობე. დამენანა, მაგრამ დავემშვიდობე, უკვე სამუდამოდ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ სამუდამოდ, რადგან, როდესაც საკუთარ თავში ჩავიხედე, იქ აღარაფერი დამრჩენოდა სიყვარულის გარდა.
“ჯერ შეიყვარე და, თუ შეძლებ, მერე გაუშვი.”
~~~~~~~~~~~~~~~~~
🖊️ მორაგ რიონა
“სევდის საფარი”
~~~~~~~~~~~~~~~~~

თემა, რომელსაც დღეს შევეხები არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული, რომელზეც საუბარს, თითქმის ყველა ერი...
12/09/2026

თემა, რომელსაც დღეს შევეხები არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული, რომელზეც საუბარს, თითქმის ყველა ერიდება. მითუმეტეს, ის გაზრდილი ბავშვი, რომელსაც წინაპრებმა დიდი და მძიმე ლოდი გადასცეს სატარებლად.

ერთის მხრივ, მათთვის რთულია ამ ტკივილზე საუბარი, რადგან ჯერ არ განკურნებულან. მეორეს მხრივ კი, ამაზე იმიტომ არ საუბრობენ, რომ ტკივილი, ან შეურაცხყოფა არ მიაყენონ იმათ, ვინც ეს მძიმე ლოდი მემკვიდრეობით გადასცათ.

თუმცა, როდესაც შენ განიკურნები, ამაზე საუბარი, მარტივია. მთავარია, რეალობას პირისპირ დაუდგე, აღიარო ჯერ საკუთარ თავთან და, შემდეგ შვილთან, რომ შენ ხარ ტრავმირებული და გჭირდება განკურნება. ამის შემდეგ, განკურნების პროცესი, მეტად მარტივია და კარგი ნაყოფის მომცემიც. მთავარია, სწორად მიაწოდო შვილს, რაც ხდება შენს თავს.

ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ადვილად ვრცელდება ტკივილი ოჯახში. როგორ შეიძლება, ერთი ადამიანის თავს გადამხდარი ამბავი შეუმჩნევლად იქცეს იმად, თუ როგორ საუბრობს, უყვარს, ზრდის შვილებს, იკეტება საკუთარ თავში ან რეაგირებს მომდევნო თაობაზე.

შემდეგ კი, დედაჩემზე და მის დედაზე, ანუ ბებიაჩემზე, დავიწყე ფიქრი. და ყველა იმ ქალზე, ვინც მათ უძღოდათ წინ. ვისაც სავარაუდოდ, ისეთი ტკივილი აწუხებდა, რომლის მოსაგვარებლად არც სიტყვები ჰქონდათ, არც სივრცე და არც უფლება. ქალებზე, რომლებმაც ისწავლეს ყველაფრის საკუთარ თავში ჩაკვლა, ცხოვრების გაგრძელება, შვილების აღზრდა, ვახშმის მომზადება და საჭიროებისამებრ ღიმილი — და ამ ყველაფერს„სიძლიერეს“ უწოდებდნენ.

დედაჩემი ურჩხული არ ყოფილა. ის ღრმად იყო დაჭრილი — ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე დავიბადებოდი; ტკივილის მქონე ადამიანები კი ყველაზე ახლობლებს სტკენენ გულს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ადგომა და წასვლა არ შეუძლიათ. ესენი არიან შვილები. როგორიც არ უნდა იყოს დედა, პატარა ბავშვი მაინც მას ეკვრის, რადგან დედა ერთადერთია, რომელიც შვილს ბრმად, უპირობოდ უყვარს და ენდობა. არ გინახავთ, დედა შვილს წკებლით სცემდეს, შვილი კი საშველად მაინც მის ფეხებს ეკვროდეს? მე მინახავს.

დედაშვილური სიყვარული, ერთადერთია, სადაც პირობა არ არსებობს. თუმცა, რტავმირებულ და ჯერ არ განკურნებულ დედას, ეს არ ესმის.

ის ფაქტი, რომ მას ტკივილი აწუხებდა, არ აუქმებს იმ ზიანს, რომელიც მისმა ჭრილობებმა მე მომაყენა.

ორივე შეიძლება სიმართლე იყოს. შემიძლია ღრმად მიყვარდეს დედა და ამავდროულად ვაღიარო, რა მტკიოდა მისგან. შემიძლია გავიგო, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, ისე, რომ არ ვიცრუო და არ ვთქვა, თითქოს ამას კვალი არ დაუტოვებია.

ამ ყველაფერზე ხშირად ვფიქრობ, და გავაგრძელებ, ვიდრე საჭიროა, რადგან არ მინდა ჩემს შვილს ისეთი ტკივილი გადავცე, რომელიც თავად არ განმიკურნავს — მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტკივილი მეც გადმომეცა. და ვიცი, რომ ამ ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა იმის გაკეთებაა, რაც ჩემს წინაპარ ქალებს არასდროს უსწავლიათ:
განკურნება!
რადგან თუ ამ საქმეს არ შევუდგები, ზუსტად ვიცი, რაც მოხდება შემდეგ.
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, საკუთარ სამზარეულოში ვიდგები, რაღაც უმნიშვნელო მოხდება — თითქმის არაფერი — და როცა პირს გავაღებ, ჩემგან დედაჩემის ხმა ამოვა. ან, რაც კიდევ უფრო უარესია — ბებიაჩემის.
და ჩემი შვილი, რომელსაც მთელი გულით ვუყვარვარ, ზუსტად იმ გაკვეთილს ისწავლის, რომელიც მე გადმომცეს ჩემმა წინაპარმა ქალებმა: რომ სიყვარულს პირობები ახლავს; რომ შეცდომები კატასტროფაა; რომ უნაკლო უნდა იყო.
ეს ასე არ არის!
და, ამის გაკეთება არ შემიძლია!
არც გავაკეთებ!

ამიტომ, რამდენიმე წლის უკან ამ არაკომფორტულ საქმეს შევუდექი. საქმეს, რომელიც გულისხმობს იმ საკითხების გულახდილად განხილვას, რომელთა გამართლებასაც, სინამდვილეში, უფრო ვისურვებდი. იმის გააზრება და აღიარება, რომ ჩემი წარსულის გაგება საკმარისი არ არის, თუკი მას ჩემს აწმყოზე ბატონობის უფლებას ვაძლევ.

და ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ საკუთარ თავს იმ ქალებზე უკეთესად მივიჩნევ, რომლებიც ჩემამდე ცხოვრობდნენ. სინამდვილეში, ასე სულაც არ არის.

ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მაქვს ის, რაც მათ შესაძლოა არ ჰქონდათ: სიტყვები მომხდარის ზოგიერთი ასპექტის აღსაწერად, რესურსები, რომლებიც მათ არ გააჩნდათ, და არჩევანი — შევწყვიტო თაობიდან თაობაში გადამავალი ტკივილის ნორმად მიჩნევა. და რაც მთავარია:
აღიარება!
აღიარება საკუთარ თავთან და შემდეგ შვილთან, რომ შენ გჭირდება განკურნება.

ჩემმა წინაპრებმა მაქსიმუმი გააკეთეს იმ მწირი რესურსით, რაც გააჩნდათ. მე მართლა მჯერა ამის და ამას მხოლოდ მათ მიმართ კეთილგანწყობის გამო არ ვამბობ.

თუმცა, მე ასევე შემიძლია ავირჩიო სრულიად განსხვავებული გზა მათთვის, ვინც ჩემ შემდეგ მოვიდა და კვლავ მოვა.
შემიძლია ვიყო ის, ვინც ხმამაღლა იტყვის:
ეს ყველაფერი ჩემთან სრულდება!
რისხვა აქ დასრულდება!
დუმილი აქ დაირღვევა!
ჭრილობები აქ მოშუშდება!
ყველაფერი აქ მთავრდება!
მე, ჩემი გზა მაქვს
და
ეს გზა არის
ჯაჭვის ჩახსნა და განკურნება!

პს
დედა, უნდა იყოს სიყვარულის და ზრუნვის სიმბოლო. ღმერთს, კაცობრიობის ისტორიაში, შვილში არ ჩაუდევს ისეთი თვისება ან ქმედება, რომელმაც შესაძლოა დედაში შვილის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა გამოიწვიოს.

დედის გულის საწნახელიდან მხოლოდ სიყვარული უნდა მოედინებოდეს.
ის შვილთან, მხოლოდ ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს. და ეს, აუცილებლად უნდა იყოს, სიყვარულის ენა!
~~~~~~~~~~~~~~~~
#ნათელააბაიშვილი

Address

ქუთაისი
Kutaisi
4600

Opening Hours

Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995579997707

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Natela Abaishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Natela Abaishvili:

Shortcuts

Share

Category