მე მოსწავლე - სივრცე სსსმ ბავშვების განვითარებისთვის

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • მე მოსწავლე - სივრცე სსსმ ბავშვების განვითარებისთვის

მე მოსწავლე - სივრცე სსსმ ბავშვების განვითარებისთვის ,,მე მოსწავლე"

13/07/2026

ნუცა❤️

08/07/2026

საბა❤️📝

❤️❤️❤️ყველაფერი  ერთი მშვენიერი დღიდან დაიწყო, როცა დედამ,რომელიც ყოველთვის ფიქრობს რა შემიძლია ჩემი შვილისთვის კიდევ გა...
30/04/2026

❤️❤️❤️
ყველაფერი ერთი მშვენიერი დღიდან დაიწყო, როცა დედამ,რომელიც ყოველთვის ფიქრობს რა შემიძლია ჩემი შვილისთვის კიდევ გავაკეთო? დათუნა ჩვენთან მოიყვანა და ამ მშვენიერი დღის შემდეგ დათუნა "მე მოსწავლის"მოსწვალე გახდა...და ამ დღიდან ჩვენ ისტორიაში ბევრი საინტერესო,მნიშვნელოვანი, მხიარული,ნაყოფიერი, გამოწვევებით და წარმატებით სავსე დღეები ჩაიწერა... ყველა ერთად ვხარობდით მცირედი წინსვლითაც კი და უკეთესის მოლოდინით... დღეს კი ამ ისტორიას სიყვარულით,მადლიერებით და საოცარი გულწრფელობით სავსე გვერდიც შეემატა..
იანა საოცარია ის განცდა რაც დღეს მოგვანიჭე და ბედნიერები ვართ რომ ეს დავიმსახურეთ. რა შეედრება ამ სიხარულით გამოწვეულ ემოციებს...მადლობა თითოეული სიტყვის,ღიმილის,ჩახუტების და შენი დათუნას სურნელისთვის... ბედნიერებით და წარმატებით სავსე ყოფილიყოს თქვენი ყოველი დღე... გვიყვარხართ.
❤️❤️❤️🌟🌟

სააღდგომო სამზადისი ჩვენ ჯგუფებში🫂❤️❤️ყველაზე გულწრფელი ადამიანები გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!❤️❤️
11/04/2026

სააღდგომო სამზადისი ჩვენ ჯგუფებში🫂❤️❤️

ყველაზე გულწრფელი ადამიანები გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!❤️❤️

❤️ეკა სანის დედიკოა,სანი კი საოცრად მგრძნობიარე და დიდი ღირებულებების მქონე ბიჭია,მან კარგად იცის რას  ნიშნავს ურთიერთპა...
19/02/2026

❤️
ეკა სანის დედიკოა,სანი კი საოცრად მგრძნობიარე და დიდი ღირებულებების მქონე ბიჭია,მან კარგად იცის რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა,მეგობრობა,ძალიან დიდ პატივს სცემს კეთილგანწყობილ ადამიანებს ,რომელებასაც კარგად ესმით მისი,სანი ის არის წიგნით ხელში რომ ზის მერხთან და ინტერესით აკვირდება და არა მხოლოდ ფოტოში, სანი სულ ასეთია,ინტერესიანი,ცნობისმოყვარე,ასე ეცნობა და იცნობს სამყაროს,ეძებს ახალ ინტერესებს,აღმოჩენები კი ისევ ახალ ინტერესს იწვევს..სამყარო მრავალფეროვანია....ეკა ,სანის დედიკო სანის გზამკვლევია,სანის ცხოვრების მზის სხივია, მანათობელი და ძალიან თბილი სხივი...ეკა სანისთან ერთად სწავლობს სამყაროს, უკვე ნასწავლს თავიდან სწავლობს,ისეთს როგორიც სანის სამყაროა...სანის გვერდით თვალებციმციმა,ჯგუფის პრინცესა ნიაკო ზის,ნიას თვალებში ყოველთვის ციმციმებს ნდობა და სიყვარული, იცის თუ როგორი დიდი და ძლიერია მეგობრობა.ნია მადლობა მეგობრობისა და შენი ციმციმა თვალების სხივისთვის...როგორ მიყვარს ეს გამოხედვა... ნიას გვერდით საოცრად ყოჩაღი გიო ზის,გიო ძლიერი პიროვნებაა,მან კარგად იცის საკუთარი ვალდებულებები-როგორც მოსწავლის და როგორც მეგობრის...გიო საოცრად მზრუნველი და ყურადღებიანი ბიჭია,იცის რომ შედეგს შრომა სჭირდება,ბევრი შრომა და ამ შედეგისთვის რომ შენს თავს უნდა აჯობო...ჰოდა ის სჯობნის საკუთარ თავს და სულ იმარჯვებს კიდეც... მადლობა გიო შენი შემართებისთვის...გიოს გვერდით დათუნაა,ჩვენი და დედის გული...დათუნაც სჯობნის თავის თავს,იცის შრომის ფასი,მისი მთავარი ღირებულება ურთიერთპატივისცემაა,ამ ღირებულებაზე დგას მისი პიროვენება,მხოლოდ ამის შემდეგ მოგენდობა და მოგცემს უფლებას მის სამყაროში შეიჭყიტო... მადლობა დათუნა რომ შენი სამყაროს დანახვის ნება გვაქვს...ამ ბავშვების გულში მათი საოცარი დედიკოებია, დედები რომლებისთვისაც ყოველი დილა ახლის დასაწყისია,დედები რომლებმაც ყველაზე მეტად იციან შრომის და ძალისხმევის ფასი,დედები რომლებიც არასოდეს იღლებიან და ყოველთვის ვარსკვლავებივით ციმციმებენ..თქვენ ყველაზე დიდი და დიადი ადამიანები ხართ.მადლობა რომ თქვენს დიდი შრომასთან ერთად ჩვენი მცირედი ძალისხმევაც თქვენთვის ძვირფასია.სანის,ნიას,გიოს და დათუნას უკან ჩვენ ვართ:მე,თეო,ინდირა და სალო,ადამიანები რომლებსაც გვინდა ყოველი დღე ნათელი და წარმატებული იყოს,რომლებსაც საერთო მიზნები და იდეები გვაკავშირებს,რომლებსაც გვჯერა რომ შრომას ყოველთვის მოაქვს სასურველი შედეგი და შედეგი შრომის გარეშე არ იქნება.ჩვენ მასწავლებლები ვართ,რომლებიც ყოველდღე ვსწავლობთ, ჩვენი მოსწავლეებიც მასწავლებლები არიან,ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით,ვეხმარებით ერთმანეთს სადაც ამის საჭიროებას ვხედავთ...ეს ჩვენი საკლასო ოთახია ,სადაც ჩვენი მეგობრობა დაიბადა და სადაც ჩვენმა სიყვარულმა აიდგა ფეხი...სადაც ერთად ვსწავლობ რომ სამყარო უცნაურად ლამაზია...ჰოდა აი ასე პატარა ნაბიჯებით,დიდი გულით და სიყვარულით წინ...წინ...წინ და წინ...ფერადი სხივებით მოფენილ გზაზე❤️🌞

27/01/2026

ჩვენი შრომა და მონდომება რომელიც არ იკარგება არსად,მოტივაცია ჩვენი ყოჩაღი ბავშვები და მათი შედეგებია❤️❤️🎒📚📕

მრავალი ბედნიერი, სიხარულით და სიახლეებით სავსე დღეები ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო, თითოეული თქვენგანის ღიმილი  ჩვენთვის ...
07/01/2026

მრავალი ბედნიერი, სიხარულით და სიახლეებით სავსე დღეები ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო, თითოეული თქვენგანის ღიმილი ჩვენთვის დიდი ძალა და მოტივაცაა❤️
მადლობა მშობლებო, გულწრფელად გამოხატული ნდობისა და სიყვარულისთვის♥️🫂
გისურვებთ უამრავ ფერად,ბედნიერ და სიხარულით სავსე დღეებს ❤️
ჩვენ წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავლები გველოდება.♥️

28/12/2025

ახალი წელი ყველაფერი ახალის დასაწყისია,🎇🎆🎄🎄ჩნდება ახალი იდეები,ოცნებები და ჩვენც ყოველ ახალ წელს, ახალი იმედებით და უკეთესის მოლოდინით ვხვდებით,თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა და რწმენა იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ახალი წელი სიკეთის და სიხარულის დღესასწაულიცაა,სიკეთე კი თავად ადამიანობის დღესასწაულია და აი ისიც⬇️
,,მე მოსწავლე" მადლობას უხდის ბავშვთა გასართობ სივრცეს ♥️ იცნობდეთ საოცრად გულისხმიერ და კეთილშობილ ადამიანებს, დღეს მათ უდიდესი სიახრული მიანიჭეს ჩვენ უსაყვარლეს ბავშვებს, ეს ყველაფერი მათი საახალწლო საჩუქარი იყო,თანაც ისეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე რომელიც არასდროს დაგვავიწყდება♥️♥️♥️
მადლობა კომპანია #ექსტრამითს, რომელმაც თოვლის ბაბუას ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებთან ტკბილეული გამოატანა.😄♥️♥️
მადლობა საკონდიტრო სახლს #რაფაელოს, რომელმაც დღევანდელი დღის კულმინაცია უგემრიელესი და ულამაზესი გახადა♥️🎂გვჯერა ახალი 2026 წელი დღევანდელი ტორტივით ტკბილი და ულამაზესი იქნება.♥️♥️
მადლობა ჩვენი პატარა ოჯახის უმნიშვნელოვანეს წევრებს: ჩვენ გუნდს, ჩვენ მშობლებს და ჩვენ გულწრფელ გულშემატკივრებს,რომლებიც უანგაროდ გვაგრძნობინებენ მათ მხარდაჭერას♥️♥️

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!!!🎆🎇
ბევრ სიხარულს,ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ!!!
გვიყვარხართ!!!❤️❤️❤️🫂🫂

Address

ლადო ასათიანი, მე-3 შესახვევი, #7
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მე მოსწავლე - სივრცე სსსმ ბავშვების განვითარებისთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share