13/08/2026
📱 ბავშვისთვის ტელეფონის შეზღუდვა რთულია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს: რა შეუძლია მას ტელეფონის გარეშე?
❓️თუ ტელეფონს ვეღარ იყენებს, შეუძლია თავად მოიფიქროს, რით დაკავდეს?
❓️შეუძლია რამდენიმე წუთი მოიწყინოს ისე, რომ მაშინვე სხვა ეკრანს არ მიაშტერდეს?
❓️შეუძლია დაწყებული საქმე დაასრულოს?
❓️შეუძლია თქვას: „კარგი, ახლა ტელეფონს დავდებ“ — მაშინაც კი, როცა არავინ აიძულებს?
ეს კითხვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ეკრანთან გატარებული საათების დათვლა.
ბავშვის ტელეფონზე დამოკიდებულ ქცევას ხშირად მხოლოდ ტელეფონს ვუკავშირებთ.
⛔️ვუწესებთ ლიმიტებს,
⛔️ვმალავთ,
⛔️ვართმევთ,
⛔️ინტერნეტს ვუთიშავთ...
მაგრამ თუ ბავშვს ჯერ არ აქვს განვითარებული ❗️თვითკონტროლი, ❗️დამოუკიდებლობა და ❗️საკუთარი დროის მართვის უნარი, ტელეფონის წართმევა ამ უნარებს ვერ შექმნის.
ის უბრალოდ აღარ ექნება ტელეფონში — მაგრამ ისევ დასჭირდება უფროსი, რომელიც ეტყვის:
„დაჯექი და იმეცადინე.“
„ახლა დაასრულე.“
„ტელევიზორსაც საკმარისია.“
„რამე სხვა გააკეთე.“
🌱 ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ აკრძალვა არ უნდა იყოს.
ბავშვს უნდა დავეხმაროთ, ნელ-ნელა თავად შეძლოს საკუთარი თავის მართვა.
ეს ნიშნავს, რომ მან ისწავლოს:
• 🔹️სასიამოვნო საქმიანობიდან საჭირო საქმეზე გადართვა;
• 🔹️ყურადღების შენარჩუნება;
• 🔹️მოწყენილობის ატანა და საკუთარი თავისთვის საქმიანობის მოფიქრება;
• 🔹️საქმის დაწყება და დასრულება მუდმივი კონტროლის გარეშე;
• 🔹️არჩევანის გაკეთება და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება;
• 🔹️საკუთარი ინტერესების აღმოჩენა.
💙 „ლურჯი ვაშლების“ სივრცეში ჩვენ ბავშვებთან სწორედ ამ უნარებზე ვმუშაობთ — ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
❗️ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვი მხოლოდ „კარგად იქცეოდეს“ ან უფროსის მითითებებს ასრულებდეს კი არა, ❗️არამედ საკუთარ თავზე დაყრდნობით მოქმედება ისწავლოს.
სწორედ ეს არის დამოუკიდებლობის საფუძველი.
თუ თქვენი შვილი ხშირად გეკითხებათ, „რა გავაკეთო?“, უჭირს ტელეფონის გადადება, საქმის დაწყება ან დასრულება და თითქმის ყველაფერზე თქვენი შეხსენება სჭირდება — ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ „სიჯიუტე“ ან „ტელეფონზე მიჯაჭვულობა“, არამედ უნარი, რომელსაც განვითარება სჭირდება.
💙🍏 „ლურჯი ვაშლები“ არის სივრცე, სადაც ბავშვს ვეხმარებით არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.
დაგეგმეთ პირველი შეხვედრა „ლურჯი ვაშლების“ სივრცეში და ერთად დავაკვირდეთ, რომელი უნარების გაძლიერება დაეხმარება თქვენს შვილს გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ორგანიზებული. 🍏💙
კონსულტაცია შესაძლებელია როგორც ჩვენს სივრცეში, ისე ონლაინ — თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატით.
მოგვწერეთ და შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო. 💌
📭 ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ #3
ნიკეას ქ მე-2 შეს #40
☎️ 598 95 55 39