Ak.Vasadze/აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი

Ak.Vasadze/აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი

Share

ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი

ქუთაისის (მაშინდელი) კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი დაარსდა 1929 წელს.
სასწავლებელში თავდაპირველად არსებობდა ორი სპეციალობა:
1)საკლუბო და 2) საბიბლიოთეკო .
მოგვიანებით მე-20 ს. 50-იან წლების დასაწყისში სასწავლებელში ჩამოყალიბდა საგუნდო - სადირიჟორო სპეციალობა .
50-იანი წლების ბოლოს სასწავლებელში შეიქმნა თეატრალური სპეციალობა , რომლის შექმნის ინიციატორი იყო რეჟისორი ვახტანგ ქუთ

Photos from Ak.Vasadze/აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი's post 26/12/2025

მრავალსაუკუნოვანი ქუთაისი, ღრმად ეროვნული, ქართული აზროვნებით, დიდი ისტორიით, სიკეთით და სტუმართმოყვარეობით განთქმული, ევროპული მენტალობით - მომავლის იმედით ხვდება ახლა 2026 წელს !!!
გუშინ,2025 წლის 25 დეკემბერს დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე აღმაფრენით , ზეიმით, რწმენით დაიწყო წინა საახალწლო დღესასწაული. საახალწლო ნაძვისხის ანთების ცერემონიალი 18 საათიდან მიმდინარეობდა.
აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი წარსდგა: სამეჯლისო ცეკვით " გოგონათა ვალსი " პედაგოგი ხათუნა ბუხაიძე, ხანდაზმულთა ანსამბლი "ბერმუხა" ხელმძღვანელი გიგა აბესაძე, საღამო მიყავდა თეატრალური განყოფილების I კურსის მოსწავლეს გიორგი ჩუბინიძეს, თოვლის ბაბუას განასახიერებდა სასწავლებლის პედაგოგი ბაქარი ბაქრაძე, თოვლის ბებოს - თეატრალური განყოფილების III კურსის მოსწავლე ბელა აჭავარიანი.
ბედნიერი ახალი წელი გვისურვებია.

Photos from Ak.Vasadze/აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი's post 11/12/2025

აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის, თაეტრალური განყოფილების l,ll,lll კურსის მოსწავლეებმა "ქუთაისის სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე" 2025 წლის 9 დეკემბერს , წარმოადგინეს საკურსო სპექტაკლი გ.დოჩანაშვილის "ჰარალეთი" დამდგმელი-პედაგოგი ქალბატონი მარიკა სამანიშვილი.
სტუდენტურმა დასმა, ფესტივალის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Photos from Ak.Vasadze/აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი's post 12/11/2025

აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნები სასწავლებელი არსებობის 90 წელზე მეტს ითვლის.
თეატრალური განყოფილება სასწავლებელში მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბა, ცნობილმა რეჟისორმა ბატონმა ვახტანგ ქუთათელაძემ. იმთავითვე შემოიკრიბეს , გამორჩეული თეატრალური მოღვაწეები: თ. ლასხიშვილი, დ.ჭეიშვილი, ს.ჭეიშვილი,ნ.საღარიძე, ერ.სვანაძე, მ.ფურცხვანიძე,ან.ფანცხავა, არ.ცხადაშვილი, ან.ხერხაძე, ზ. სვანაძე და სხვანი.
თეატრალური სპეციალობა წლების მანძილზე ზრდიდა ნიჭიერ კადრს, სადარს დიდი მსახიობის ბატონი აკაკი ვასაძის, რომლის სახელსაც 1978 წლიდან ღირსეულად ატარებს სასწავლებელი.
გუშინდელი საკურსი სპექტაკლი ამ ტრადიციის გამოძახილი იყო.
პრეისტორია ასეთია - წლების მანძილზე თეატრალური სპეციალობის, თითქმის ყველა სახელმწიფო( გამოსაშვები გამოცდა) წარმოადგენდა ე. ო. კამერულ სპექტაკლებს, თეატრალურ მიანიატერებს-გათამაშებულს ნიჭიერად, საინტერესოდ.
2019 წელს სასწავლებლის თეატრალურნა განყოფილებამ წარმოადგინა , სადიპლომო სპექტაკლი -"ქმარი თუ საყვარელი" . რეჟისორ-პედაგოგი ბატონი კახაბერ გოგოლაშვილი. მონაწილეობდნენ მაშინდელი მე-3 კურსელები: თინათინ გელენიძე, ბერდია სიმსივე, გიორგი ქობალია.
სპექტაკლი მაშინაც ნაჩვენები იქნა, ლადო მესხიშვილის თეატრის " მცირე სცენაზე" . წარმოდგენამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
დიახ! ტრადიცია გაგრძელდა...
2025 წლის 11 ნოემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე , აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნები სასწავლებლის თეატრალური განყოფილების მოსწავლეთა სასკურსო სპექტაკლი გათამაშდა წარმატებულად.
კლასიკოსის გურამ დიჩანაშვილის " ჰარალეთი" , დამდგმელ- პედაგოგი ქალბატონი მარიკა სამანიშვილი.
მონაწილეობდნენ თეატრალური განყოფილების I,II,III კურსის მოსწავლეები : ლილე გოგლიჩიძე, თათია ზურაბიანი, გიორგი ჩუბინიძე, ანასტასია ზედაშიძე, თეკლა ჯანგველაძე I კურსი), ელენე ბობოხიძე, პაპუნა გვანცელაძე, ვახტანგ გოგაძე, მარიამ მამასახლისი (II კურსი) , ვახტანგ გოგოლაძე, გიგა სინატაშვილი (III კურსი). სპექტაკლში მონაწილეობდა სასწავლებლის კუსდამთავრებული ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი ზაზა იოსებაშვილი.
გვჯერა, კიდევ ბევრი წელი, საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით და წარმატებებით განაგრძობს მოღვაწეობას სასწავლებლის თეატრალურ განყოფილებას.

07/11/2025

აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის თეატრალური გსანყოფილების საკურსო სპექტაკლი შედგება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე

გურამ დოჩანაშვილის „ ჰარალეთი“
დამდგმელ - პედაგოგი --- მარიკა სამანიშვილი
სპექტაკლში მონაწილეობს თეატრალური განყოფილების I, II, III კურსი

11 ნოემბერი 2025 წელი
დასაწყისი 16 საათი

დასწრება თავისუფალია

06/11/2025

აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი იუწყება ძირძველი ქუთაისელის, ცნობილი კინომცოდნის, პროფესორის, სასწავლებლის დიდი მეგობრის ბატონი გოგი დოლიძის გარდაცვალებას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს.

04/11/2025

აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს სასწავლებლის დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ბატონ ტარიელ კობახიძეს. უსურვებს უფლის წყალობას, წელთა სიმრავლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას სამსახურეობრივ და შემოქმედებით საქმიანობაში. ♥️

24/10/2025

აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს გაერთიანების მმართველის მოადგილეს ქალბატონ ელისო ქაროსანიძეს , უსურვებს ჯანმრთელობას, წელთა სიმრავლეს, ბედნიერებას და წარმატებებს სამსახურეობრივ საქმიანობაში.

08/08/2025

აპ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს გაერთიანების მთავარ ბუღალტერს ბატონ მალხაზ ჯოჯუას. უსურვებს უფლის წყალობას, ჯანმრთელობას, წელთა სიმრავლეს , ბედნიერებას მის ლამაზ ოჯახთან ერთად და წარმატებებს სამსახურეობრივ საქმიანობაში .

19/07/2025

აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის დირექცია და პედ კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორს ბატონ ლევან კვატაშიძეს. უსურვებს წელთა სიმრავლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად და სამსახურეობრივ საქმიანობაში.

02/07/2025

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - იმერეთი 2025 მეთექვსმეტედ გაიმართა 18 ივნისი - 2 ივლისი.
ფესტივალის დამფუძნებელია იმერეთის თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი ბატონი ლევან როხვაძე.
მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე ოთხ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის თეტრალური განყოფილების კურსდამთავრებულებმა:
1. ნომინაცია საუკეთესო დებიუტანტი მამაკაცის როლისთვის მიენიჭა გიორგი ჭაფოძეს - ბაღდათის თეატრის სპექტაკლში " ათვინიერებენ მიმინოს" (2025 წლის კურსდამთავრებული)
2. ნომინაცია საუკეთესო დებიუტანტი ქალის როლისათვის ამავე სპექტაკლში მიეკუთვნა ბელა დათიაშვილმა ( 2021 წლის კურსდამთავრებული)
3. ნომინაცია საუკეთესო მამაკაცის როლისათვის მსახიობი ზაზა იოსებაშვილი - ქუთაისის ერემო და ზვიად სვანაძეების სახელობის დამოუკიდებელი თეატრის სპექტაკლში "ემიგრანტები" (2020 წლის კურსდამთავრებული)
4. ახალგაზრდა ქალის საუკეთესო როლისათვის - გურანდა ბარბაქაძე - (2024 წლის კურსდამთავრებული) ტყიბულის თეატრის სპექტაკლში " ზღაპარი რუსთაველის ქ N 1- ში".
აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი მადლობას უხდის თეტრალური ფესტივალი "იმერეთი 2025 " დამფიძნებელს და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელს ბატონ ლევან როხვაძეს სასწავლებლის და კერძოდ თეატრალური განყოფილების პოპულარიზაციისათვის.

02/06/2025
Want your school to be the top-listed School/college in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


თამარ მეფის 105
Kutaisi
4600