09/04/2023
სკოლამდე სავალი გზა საკმაოდ გრძელი იყო, რაც ფიქრის დროს საკმაოდ იძლეოდა.შუა გზაგავლილ გოგონას მეგობრები აემგზავრნენ.ამ დილით ყველა კარგ ხასიათზე ჩანდა.ბიჭები რაღაც ისტორიას ყვებოდნენ, გოგონებს ახალისებდა ეს ამბავი და ლაღად , გულიანად იცინოდნენ. ბავშვების სიცილს მაღლიდან მომზირალი მთები ახმოვანებდა. არაფერი სჯობდა მათ სმენასა და ცქერას.ბედნიერება იცინოდა მათი ლამაზი სახეებიდან. გზის სიგრძე აბა რა მოსატანი იყო.სკოლასისე მიუახლოვდნენ არც არაფერი გაუგიათ.მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ, როცა სკოლის ჭიშკართან მდგომმა რამინომ, რომელსაც მუდმივად დასთამაშებდა სახეზე ფარული ღიმილი, მოსულებს მიაძახა: გაუმარჯოს! ასე ერთად სად მოიყარეთ თავი?! რამინოსთან ერთად სკოლის ჭიშკართან კიდევ რამდენიმე ბიჭი იდგა, რომლებიც ხმამაღლა იცინოდნენ. მოსულების დანახვაზე თითქოს შეთანხმებულად შეწყვიტეს სიცილი და ჭიშკარში გახიდრულებმა ვიწრო კორიდორი გააკეთეს , რომ მოსულები გაეტარებინათ.ბაკუნას სულ ბოლოს მოუხდა გამოვლა.როცა ცოცხალი კორიდორს ასრულებდა ნაცნობი სურნელი იგრძნო .იმდენად მკვეთრი და ახლობელი ეჩვენა ის, რომ ცოტა ხნით დაყოვნდა, თუმცა მალე გააცნობიერა,რომ გვერდზე მოხედვა რომანტიზმს დააკარგვინებდა ამ ამბავს და კიდევ უფრო ბედნიერმა განაგრძო გზა, თუმცა ეს სურნელი არ ტოვებდა.ახლა უკვე იცოდა, რომ წერილის იდუმალი წერილის ავტორი აქვე იყო, მაგრამ რომელი? ამის გაგებას თითქოს არ ჩქარობდა, რადგან დაწყებული თამაში მოსწონდა კიდეც.საკლასო ოთახში შესული ერთი სული ჰქონდა ჭიშკრისკენ გაეხედა და კარგად შეეთვალიერებინა იქ შეკრებილი საზოგადოება ,თუმცა ბიჭები იქ აღარ იდგნენ.ზარის ხმასა და დირექტორის მკაცრ გამომეტყველებას ისინი სკოლაში შემოეყვანა.იმ დღესბაკუნას მთელი სკოლა განსაკუთრებულ ხასიათზე ეჩვენებოდა.ალბათ ამას მისი განწყობაც განაპირობებდა.ამდენი არასდროს უცინია, უთამაშია, ურბენია. ერთიორჯერ გაკვეთილზე დააგვიანა, თუმცა დიდად არ უჯავრია.მიღებული საყვედური თითქოს აბედნიერებდა.გული ამოვარდნაზე ჰქონდა ბედნიერებისგან .თუმცა თავადაც ვერ აეხსნა ასე ძალიან რა უხაროდა.ნანოსაც ახარებდა მეგობრის ამოუცნობი ბედნიერება და ყვებოდა ანცობაში. ბაკუნას გულში რაღაც ახალი იბადებოდა, კარგადაც იცოდა რა ერქვა ამას, მხოლოდ ის ვერ გაერკვია ადრესატი ვინ იყო... ახლოს რომ იყო მთელი არსებით გრძნობდა.მისი მზერა რომ თან დაჰყვებოდა ამასაც გრძნობდა, ხშირად შესვენებაზე გარეთ გამოსულს ზურგს რომ უხვრეტდა ვიღაცის მზერა უსაშველოდ სიამოვნებდა , მაგრამ ქალური კეკლუცობითა და ამ სიამოვნების გახანგრძლივებისთვის უკან არაფრით იხედებოდა.მის ცხვირთან ხშირად ჩაიქროლებდა ხოლმე ნაცნობი სურნელი.როგორ უყვარდა ! ღრმად შეიყნოსავდა, თითქოს ფილტვებს ივსებდა იმ ჰაერით, რომელსაც უნდა ეკვება მისი მისი სხეულიც და სულიც.
ამ ნეტარებაში ორი კვირა გავიდა.ერთ დღესაც სკოლაში მისულ ბაკუნას გარემო ესხვაფერა.აღარც რამინოსა და ბიჭების მხიარული დახვედრა მოხვდა თვალში, აღარც ზურგის მწველი მზერა ეფერებოდა შორიდან და სურნელიც გამქრალიყო.იჯავრა ბაკუნამ, ინანა კიდეც.. ბევრი იფიქრა რატომ? რისთვის? როგორ? თუმცა ვერც პასუხს პოულობდა და ვერც მოპასუხეს.თუმცა არც არავისთვის უკითხავს.ერთი ფიქრი გაუხარდა კიდეც,რომ არავისთვის გაუმხელია მისი გულის უცნაურობა.დღეები ეძებდა , კვირები ეძებდა, თუმცა ამაოდ.მისი გული ფორიაქობდა, ხშირად ახსენებდა თავს უცაბედი ამოქშენით, რაზეც ირგვლივ მყოფებს უჩნდებოდათ კითხვები.ბაკუნას პასუხი თავის ჩაქინდვრითა და გამკრთალებულ სახეზე გადაფენილი მონაცფრისფრო ღიმილით შემოიფარგლებოდა.