05/09/2024
იწყება მოსწავლეთა მიღება ინტელექტ-კლუბში რა?სად?როდის?
ინტელექტ-კლუბი განკუთვნილია ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებისთვის, მათთვის ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა , იმსჯელოს, იაზროვნოს, და მიიღოს მონაწილეობა სასკოლო ინტელექტ-კლუბების თამაშებში.
👩🏫კლუბის მიზანი :
✅საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმა, ჩამოყალიბება
✅კითხვის შეყვარება; გამოიმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
✅აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
✅ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
✅დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
✅ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
ჯგუფური, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება, განვთარება, თანამშრომლობა.
ცოდნის გაღრმავება.