01/08/2025
სექტემბრიდან ქუთაისში 📍
ვიწყებ მოსწავლეების მიღებას ადგილზე.
მეცადინეობები იქნება ჯგუფებად და შესაძლებლობის ფარგლებში ინდივიდუალურადაც.
ორივე შემთხვევაში გპირდებით იმას, რასაც იღებს ჩემი ყველა მოსწავლე: თანამედროვე მეთოდებს და საქმიან მიდგომას, ყველაზე ახალ და ამავე დროს, გამოცდილ და სანდო, საერთაშორისო გამომცემლობების ლიტერატურას, მუდმივ ყურადღებას და ჩართულობას ჩემი მხრიდან და რაც მთავარია, შედეგებს.
ძირითადად ორიენტირებული ვიქნები საგამოცდო მომზადებაზე: IELTS, TOEFL, Cambrige, SAT და ეროვნული გამოცდები. ინტერესის შემთხვევაში, იქნება ბიზნეს ინგლისურის და პროფესიული ინგლისურის კურსებიც.
ვინც არ მიცნობს, ვარ ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი, მასწავლებელი, ლექტორი, მთარგმნელი, თარჯიმანი. დაახლოებით 5 წელია ვასწავლი ინგლისურს ონლაინ, ასევე ვასწავლი ჭიათურის და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრებში, ვასწავლიდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ველოდები მოტივირებულ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ გზა კარიერული და პიროვნული განვითარებისკენ ინგლისური ენის ცოდნაზე გადის და რომლებიც მზად არიან, მიზნის მისაღწევად ჩემთან ერთად იმუშაონ.
ინგლისურის გაკვეთილები
ზოგადი ინგლისური
IELTS/Cambridge
TOEFL/SAT