27/10/2023
2023 წლის 26 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის დროით, მასწავლებელთა საერთაშორისო
ასოციაცია „საქართველო“ (TIA Georgia)-ს ინიციატივით გაიმართა ონლაინ შეხვედრა ზუმის
პლატფორმით. შეხვედრა ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების და მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
საზეიმო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა
მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი,
აშშ, კანადა, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელგია, ბელორუსია, ავსტრია.
ღონისძიების სტუმრებმა: საქართველოს საპატრიარქოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა,პარლამენტის განათლების რეფორმის კომიტეტის წევრმა მათე ტაკიძემ, ახალგაზრდული პარლამენტიდან პაპუნა კახიძემ პედაგოგებს მიულოცეს ეროვნული პროფესიული დღესასწაული, აღნიშნეს,რომ 27 ოქტომბერი დიდი ქართველი პედაგოგის და განმანათლებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა,მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ (TIA Georgia) დამფუძნებელმა,ბარსელონას წმ ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ საუბრისას აღნიშნა,რომ საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები,მოძღვრები და მასწავლებლები ეწევიან დიდ ღვაწლს,ისინი აგროვებენ,უფრთხილდებიან ,აძლიერებენ,აძლევენ ქართულ განათლებას და შინ სამშობლოში დასაბრუნებლად ამზადებენ პატარა ქართველებს.მათი შრომა ,მათი ღვაწლი ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის დარია.ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა ქალბატონმა რუსუდან გალდავამ ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე,მან საზოგადოებას წარუდგინა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოსწავლე გიორგი ფილაური,რომელმაც შესანიშნავი ქართულით წაიკითხა ხათუნა შავგულიძის ლექსი,,მე ქართველი ვარ”
პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს ბარსელონას საკვირაო სკოლის გოგონათა კვარტეტმა(ხელმძღვანელი მაია გუბელაძე). სიტყვით გამოვიდნენ მეგი ლაშხია, დარეჯან ფაჩულია,მზია აკობია,მანანა ტარიელაძე, მზია შარაშენიძე,ნათია ჭუნაშვილი,ანელი აწკარუნაშვილი,რუსა ზაზაშვილი,ნაირა აქუბარდია,გიორგი ვასაძე.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ წარმომადგენელმა საქართველოში ნანა ვერულაშვილმა.