„რაო-რაო“ არის საბავშვო ბაღი ბაგა, საშუალო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, რომელსაც სათავეში უდგას ახალგაზრდა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სანდო თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფი.
,,რაო-რაო“ სითბოთი და სიყვარულით ზრუნავს თქვენი პატარების განვითარებასა და განათლებაზე, მათ კეთილშობილ ადამიანებად ჩამოყალიბებაზე.
საბავშვო ბაღის მიზანია ბავშვებს შეუქმნას სასიამოვნო და ხალისიანი ატმოსფერო, სადაც ისინი თავს ბედნიერად იგრძნობენ. სწორად შერჩეული მასალებისა და თვალსაჩინოების საშუალებით „რაო-რაო“-ს აღმზრდელები ახერხებენ პატარებში მეცადინეობისადმი ინტერესის გაღვივებას, ხელს უწყობენ მათში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და სოციალური კომპეტენციების განვითარებას.
„რაო-რაო“-ში ყოველი დღე ახალი და განსხვავებულია. ტარდება ზეიმები, ღია გაკვეთილები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
გაულამაზეთ ბავშვობა თქვენს პატარებს და გაატარებინეთ დაუვიწყარი წლები „რაო-რაო“-სთან ერთად, ბავშვობა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში!