Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

  • Home
  • Georgia
  • Kiket'i
  • Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი კერძო სკოლა დაბა კიკეთში, ულამაზეს, ჯანსაღ გარემოში, 30 წუთის სავალზე თბილისის ცენტრიდან.

✨ “ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავ...
27/09/2026

✨ “ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები…” ✨

©️ შოთა ნიშნიანიძე

#აფხაზეთი #საქართველო

25/09/2026

🏺 პირველკლასელები არქეოლოგიის სამყაროში 🔎✨

ჩვენი სკოლის პირველკლასელები და დღის ცენტრის აღსაზრდელები კიკეთის ფერმას ესტუმრნენ, სადაც საინტერესო და შემეცნებით არქეოლოგიურ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. 😊📚

ღია ცის ქვეშ მოწყობილ იმიტირებულ არქეოლოგიურ ველზე ბავშვები თავად იქცნენ პატარა მკვლევრებად - გაეცნენ არქეოლოგის საქმიანობას, ჩაერთვნენ პრაქტიკულ პროცესში და საკუთარი ხელით აღმოაჩინეს არტეფაქტები. 🏺⛏️🔍

პროგრამის ფარგლებში მათ დაამუშავეს აღმოჩენილი ნივთები და გაეცნენ რესტავრაციის ძირითად ეტაპებს. 🧩🖌️✨

თამაშით, კვლევითა და უშუალო გამოცდილებით მიღებული ცოდნა განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 💡📖🤍

🌟 ბავშვებმა დღე ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო აღმოჩენებითა და ბევრი კარგი ემოციით დაასრულეს. ასეთი გამოცდილებები სწავლას მათთვის კიდევ უფრო ცოცხალს, სახალისოსა და საინტერესოს ხდის. 💛🏺

#კიკეთისფერმა #არქეოლოგია #გასვილითიგაკვეთილი #იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა

23/09/2026

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის უფროსკლასელებისთვის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჩატარდა. 🏛️

ჩვენმა მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ქართული ენისა და ლიტერატურისა და ხელოვნების მასწავლებლების საუბარი ჩვენს სახელოვან წინაპრებზე, მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე. 🇬🇪

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთად წაიკითხეს ქართველი გამოჩენილი პოეტების ლექსები 📖 და კიდევ ერთხელ გაიაზრეს იმ ადამიანთა შემოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობა, რომლებმაც ქართული კულტურისა და ისტორიის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ✨

გაკვეთილი მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიის მოლოცვით დაგვირგვინდა🙏

დღემ ნაყოფიერად, საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. 🌿

ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ადამიანები არა მხოლოდ სახელმძღვანელოდან, არამედ უშუალოდ იმ სივრცეში გაიცნონ, სადაც მათი ხსოვნაა დაცული. ❤️

#მთაწმინდისპანთეონი #ქართულიენადალიტერატურა #გასვილითიგაკვეთილი #განათლება #იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა

21/09/2026

✨ახალი სასწავლო წელი - ახალი თავგადასავლები! ✨

#იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა #ახალისასწავლოწელი

17/09/2026
17/09/2026

დავბრუნდით სკოლაში 🌟🎊

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ❤️💫

#იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა #ახალისასწავლოწელი

17/09/2026
15/09/2026

15 სექტემბერს სიხარულით გელოდებით სკოლაში! ❤️🌟
ახალი სასწავლო წელი, ახალი შესაძლებლობები და კიდევ ბევრი ლამაზი დღე ერთად! ✨📚

#იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა #ახალისასწავლოწელი

📚 ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დავიწყეთ!დღეს სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინტერესო ტრენინგი თემაზე - თანა...
11/09/2026

📚 ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დავიწყეთ!

დღეს სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინტერესო ტრენინგი თემაზე - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში 💻✨

შეხვედრა ახალი იდეების, პრაქტიკული გამოცდილებისა და იმ შესაძლებლობების გაზიარებას დაეთმო, რომლებიც სწავლების პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. 🏫💫🚀

#იაკობგოგებაშვილისსახელობისსასწავლებელი #კიკეთისსკოლა #ახალისასწავლოწელი #ტრენინგი

Address

26 May Street
Kiket'i
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 19:30
Tuesday 09:00 - 19:30
Wednesday 09:00 - 19:30
Thursday 09:00 - 19:30
Friday 09:00 - 19:30

Telephone

+995577148148

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი:

Shortcuts

Share

Category